აგრარული უნივერსიტეტის პირველი ნაკადი სურსათის უვნებლობის სფეროში
ნახვა: 151
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის პირველმა ნაკადმა სწავლა წარმატებით დაასრულა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 5 მაისს გაიმართა.
პროგრამა შემუშავდა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი მიზანია შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი განათლების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადება.
კურსდამთავრებულებმა შეიძინეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რაც საშუალებას მისცემთ დამოუკიდებლად შექმნან, დანერგონ, მართონ და განავითარონ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები — ყველა იმ საწარმოში, რომელიც ჩართულია სურსათის წარმოების ჯაჭვში.
სწავლის პროცესში მათ წარმატებით გაიარეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საგანი, მათ შორის: სურსათის მიკრობიოლოგია და ქიმია, სურსათის საფრთხეები, პრერეკვიზიტული პროგრამები (GHP, GMP, GDP), HACCP სისტემა და სხვა კომპონენტები, რომლებიც თანამედროვე საკვების უვნებლობის სტანდარტების საფუძველს ქმნის.