აგროსიახლეები

აგრო მიმოხილვა _  საერთაშორისო ვაჭრობა, დეკემბერი, 2023წ

2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობა იზრდებოდა.
2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელმა 5,584 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს (5,028 მლნ აშშ დოლარი 2022 წელს).

გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიც – 2022 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში არსებული 1,124 მლნ აშშ დოლარიდან 1,304 მლნ დოლარამდე 2023 წელს  (16%- იანი ზრჩანაწერის ნახვადა).

გასული წლის დეკემბერში აგრო ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი აღემატება მთლიანი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს და მისი წილი მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელში 22.4%-დან 23.4%-მდე გაიზარდა.

გრძელდება იმპორტის ზრდის ტენდენციაც. გაიზარდა მთლიანი იმპორტის მაჩვენებელი და 2023 წლის იანვარნოემბრის პერიოდში იმპორტმა 14,028 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (12,078 მლნ აშშ დოლარი). 2023 წელს აგრო ექსპორტის 16%-ით ზრდასთან ერთად, შედარებით მცირედით (11%) გაიზარდა აგრო იმპორტი (2022 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებული 1,631 მლნ აშშ დოლარიდან 1 803 მლნ აშშ დოლარამდე 2023 წელს).

მცირედით შემცირდა აგრო იმპორტის წილი იმპორტის მთლიან მაჩვენებელში (2022 წელს დაფიქსირებული 13.5%-დან 12.9%-მდე 2023 წელს). აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის რყევების მიუხედავად, იზრდებოდა როგორც მთლიანი ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები.

ცხრილი ერთი აისეტი

საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წილი ახალი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ექსპორტს უჭირავს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდებოდა, შედეგად, იზრდებოდა ღვინის ექსპორტიც. ამგვარად, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალი ყურძნის ღვინის ექსპორტი 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.1%-ით გაიზარდა (155.4 მლნ აშშ დოლარიდან 178.8 მლნ აშშ დოლარამდე). ეს აღმავალი ტენდენცია მომავალი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდა: 2019 წელს ღვინის ექსპორტი 13.4%-ით (23.9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. თუმცა 2020 წელს პანდემიით გამოწვეული მოვლენების გამო, ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 8.1%-ით (16.5 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.

ხანგრძლივი პანდემიის მიუხედავად, ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია მალევე აღდგა და 2021 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 6.8%-ით აღემატებოდა პანდემიამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

2022 წელს ექსპორტის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 232,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.5%- იანი ზრდაა 2021 წელთან შედარებით. 2023 წელს ახალი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს, 240,3 მლნ აშშ დოლარს, მიაღწია.

ცხრილი ორი აისეტი