აგრო მიმოხილვა დეკემბერი 2022 წელი
გთავაზობთ თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის მიერ მომზადებული საქართველოს აგრარული სფეროს 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვას, სადაც საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.
2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა). მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 19 ათას ტონამდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2017 წელი თხილის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: გავრცელდა სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, ხოლო აზიური ფაროსანას შემოჭრამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში არსებული სიტუაცია. შედეგად, გაუარესდა როგორც წარმოებული თხილის ხარისხი, ისე შემცირდა წარმოებული რაოდენობაც. 2019 წელს თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო და 2020 და 2021 წლებში თხილის წარმოება, ისევე როგორც ექსპორტი, კვლავ გაიზარდა. თხილის სექტორისთვის წლევანდელი წელი კვლავ გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ძირითადად, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო. ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, გაჩნდა წარმოების შემცირებასა და თხილის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებული მოლოდინები.
მიმოხილვა ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულებზე:
https://iset-pi.ge/storage/media/other/2023-01-10/80cc5ab0-90d6-11ed-bae5-c103c59bda06.pdf