აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

აგროტექნიკური ღონისძიებების ეფექტიანობა ტოპინმზესუმზირაში (მიწავაშლა)

როგორც ქართლის სარწყავ პირობებში მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, ტოპინამზესუმზირს კულტურის უნიკალურობა იშვიათი ორგანული ნივთიერება _ ინულინიწარმოქნ  უნარში მდგომარეობს.

 ბოლქვების თითქმის 20% ამ ნივთიერებისაგან შედგება. იგი თავის მხრივ წარმოადგენს რთულ ნახშირწყალს, რომელიც სტრუქტურით ბევრად ჰგავს  ყველასათვის ცნობილ სახამებელს და უჯრედანას, მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი გლუკოზის პოლიმერებად გვევლინებიან. ინულინი 95%-ით ფრუქტოზისაგან შედგება და ამით ხშირად მისი ეფექტურობის უნიკალურობა აიხსნება.

ინულინის შემცველობაზე შესავალი. XX საუკუნის 40-იან წლებში სელექციური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა მიწავაშლას მზესუმზირასთან შეჯვარებით შექმნილიყო  მაღალღეროიანი სასილოსე და კომპაქტურბუდიანი ჰიბრიდი ტოპინმზესუმზირა, რომელთა ბოლქვები მიწაში შეჯგუფულად სხედს. იგივე ჰიბრიდიზაციის გზით შესაძლებელია აგრეთვე ბოლქვიანი მზესუმზირის და თესლოვანი მიწავაშლას ახალი ფორმების მიღება.

სახელწოდება “ტოპინმზესუმზირა” ბოტანიკოსებმა  მცენარეს არა ველური ფლორიდან, არამედ შექმნილი სელექციონური ფაქტიდან მისცეს.

ტოპინმზესუმზირა  თავისი მშობლებისაგან არა მხოლოდ მორფოლოგიური, არამედ ბიოლოგიური თვისებებითაც განსხვავდება. ამასთან ერთად ის  ბოლქვიან მცენარეებს მიეკუთვნება და მიწავაშლასთან ბევრი მსგავსება აქვს.

მიწავაშლას სამშობლოდ მიჩნეულია ჩრდილო ამერიკა ნიუ-იორკიდან მისისისპამდე და სამხრეთ ჯორჯიიდან არკანზასამდე. ამჟამად, კი ფართოდაა გავრცელებული: ისლანდიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, ჩილეში. აშშ და ალიასკაზე მას ძირითადად  ადამიანის საკვებად იყენებენ.

რუსეთში მიწავაშლა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს  შემოიტანეს. არის მონაცემები, რომ იგი რუსეთში კარტოფილამდე მოჰყავდათ. კარტოფილის გამოჩენის შემდეგ მის მიმართ ინტერესი შემცირდა. ეს დაკავშირებული იყო პირველ რიგში იმასთან, რომ მცენარეს აქვს ზოგიერთი უარყოფითი თვისებები, ის საკმაოდ გვიან იძლევა მოსავალს, ამიტომაც არ გახდა სახალხო სელექციის საგანი და მისი მოყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ მცენარემ კვლავ მიიპყრო მეცნიერ-სელექციონერთა ყურადღება. განსაკუთრებით სწრაფად იწყო გავრცელება 30-იან წლებში და მასშტაბიან რეალიბიტაციას საფუძველი ფაქტობრივად მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაედო.

საქართველოში მიწავაშლა სამეცნიერო ლიტერატურაში მე-19 საუკუნის მიწურულიდან გვხვდება, როცა კრასნოდარის სასელექციო სადგურიდან ინტროდუქცირებულ კულტურაზე მინდვრის სტაციონალური ცდები დაიწყო. მისი სელექციის მთავარი მეთოდი  ჰიბრიდიზაცია და კლანური შერჩვა იყო.

ტოპინამბური -0---------------15=9==-0=

სახეობათაშორის შეჯვარებას და ჰიბრიდიზაციას იყენებდნენ ძირითადად ბოლქვების ფორმის გასაუმჯობესებლად და ისეთი მცენარის მისაღებად, რომელსაც  ახალი ბიოლოგიური და ძვირფასი სამეურნეო და კომერციული თვისებები ექნებოდა.  პირველად სახეობათაშორისო ჰიბრიდი 1935 წელს მარჩენკომ და შიბრემა მიიღეს, ხოლო ცოტა მოგვიანებით 1951 წელს _ დავიდოვიჩმა. ამ ჰიბრიდმა გაიარა ფართო გეოგრაფიული გამოცდა, რამაც აჩვენა, რომ მიწავაშლასა და მზესუმზირის ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებული ტოპინმზესუმზირა შეიძლება  მაშინდელი იმპერიის თითქმის ყველა ზონაში გავრცელდეს, ამასთანავე ჰიბრიდები საშუალებას იძლევა ჩაერთოთ იგი საკვებ და მინდვრის თესლბრუნვებში. გაუმჯობესდა ბოლქვების მწვანე მასის ხარისხი. მოწავაშლასთან შედარებით ბოლქვებში თითქმის 5%-ით გაიზარდა ინულინის შემცველობა, რასაც  უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შაქრის წარმოებისთვის, არამედ დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის, ასევე ცხოველთა კვებისათვისაც წველადობის მკვეთრად ასამაღლებლად.

ტოპინმზესუმზირას ჰიბრიდებს მიწავაშლასთან შედარებით შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

  1. მცენარე ხასიათდება ბუდის უფრო კომპაქტური განლაგებით, რომელიც ხანდახან მიწის ზადაპირზე ამოდის. ბუდის კომპაქტური განლაგება და ბოლქვების გამოთანაბრებულობა საშუალებას გვაძლევს მთლიანად მექანიზირებულად, მინიმალური დანაკარგებით მოხდეს მოსავლის მიღება;
  2. ტოპიმზესუმზირა შეიძლება ჩავრთოთ თესლბრუნვაში და არ დანაგვიანდეს

მინდორი ნაგერალით ბოლქვების ამოღების შემდეგ;

  1. ამ ჰიბრიდის ბოლქვები და მწვანე მასა შეიცავს უფრო დიდი რაოდენობებით ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ცილებს და სხვა საკვებ ნივთიერებებს ვიდრე მიწავაშლა. გაუმჯობესდა მცენარეების შეფოთვლა და მწვანე მასის ენერგეტიკული ყუათიანობა.
  2. გაიზარდა ადრეული სახეობების: სასილოსე, საბოლქვე და უნივერსალური მიმართულებების გამოყვანის შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მათი გამოყენების სფეროს და გავრცელების არეალს, ხელს უწყობს კულტურის პროდუქტულობის ამაღლებას. ჰიბრიდიზაციის დროს ხშირად შეიმჩნევა ჰეტეროზისის ეფექტი, რაც მტკიცდება მომდევნო თაობებში ვეგეტატური გამრავლების უნარით და მოსავლიანობის კლებით.
  3. გაიზარდა მცენარის ყინვაგამძლეობა მიწავაშლასთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით ტოპიმზესუმზირას მოყვანა უკვე შესაძლებელია საქართველოს მთისწინა რეგიონებში. ჰიბრიდები მეტად შეგუებულია ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებს, ნაკლებად ავადდებიან და ა. შ.

მინდვრის სტაციონალური ცდები სხვადასხვა სქემებით ჩატარდა.

ჩვენი ექსპერიმენტი დაკავშირებული იყო გამოყენებული მინერალური სასუქების სახეებსა და ნორმების გავლენაზე მცენარეთა ბიოლოგიურ (მწვანე მასა+ბოლქვები) მოსავლიანობაზე, ეკოსისტემის პარამეტრების ზემოქმედებაზე, ხოლო კვების არე ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო წინა წლებში დადგენილი საუკეთესო სახით: 70X45.(აგროტექნიკური ფონი).

თესვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი გახლავთ მარტი, კლიმატური პირობების მაქსიმალურად გამოყენებისათვის  ტოპინმზესუმზირა ადრე გაზაფხულზე უნდა დავთესოთ, რადგან ასეთი ნათესები უფრო მაღალ შედეგს იძლევა, ვიდრე გვიან ნათესი. მცენარის ოპტიმალურ განვითარებაზე დადებითი როლს ასრულებს აპრილის ნალექები (55 მმ) და ჰაერის  ტემპერატურა (12ºС),  რაც მაღალი მოსავლის საწინდარია.

ტოპინმზესუმზირასზრდა-განვითარებისა და მოსავლის ფორმირებისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა  აქვს კვებას. მოსავლიანობის გაზრდისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორგანული და მინერალური სასუქების ფართოდ გამოყენებას საქართველოს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგებზე და მისი კულტურის წარმოების ყველა ზოლში.

ორგანული დამინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენების გავლენა

ტოპინმზესუმზირის მწვანე მასის საშუალო მოსავლიანობაზე (2008_2010)

 (დიღმის მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე)

ცდის სქემა

(კვებისარე 70X70სმ)

მწვანე მასის

მოსავალი,ტ/ჰა

    % მოსავლის ნამატი,

ტ/ჰა

   %
1 უსასუქო (საკონტროლო) 52,3 100,0 _ _
2 N180 P60K40 66,8 127,7 14,5 27,7
3 N180 P60K40 +  10ტ/ჰანაკელი 67,8 129,5 15,5 29,5
4 N180 P60K40 + 20ტ/ჰანაკელი 69,7 133,3 17,5 33,3
5 N180 P60K40 + 30ტ/ჰანაკელი 74,4 142,2 22,1 42,2
6 N180 P60K40  +40ტ/ჰანაკელი 75,5 146,1 23,1 46,1
7 N180 P60K40+50ტ/ჰანაკელი 76,1 147,7 24,6 47,1
8 N180 P60K40+ 60ტ/ჰანაკელი 77,3 148,0 25,0 48,0
Uუას095 2,14 2,43 2,86 3,01

ამ ცდებით დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მძიმე თიხნარ მიწებზე, რომლებიც ბოლო წლებში პრაქტიკულად ამოვარდნილია სახნავების კატეგორიიდან, ნაკელი მართლაც იწვევს ტოპინმზესუმზირასა და ტოპინამბურის ბოლქვებიში სახამებლის რამდენადმე შემცირებას, მაგრამ ეს შემცირება უმეტესად 0,1 %-ს ტოპინამბურის, ხოლო ტოპინმზესუმზირას შემთხვევაში 0,5%-ს არ აღემატება. სახამებლის საერთო მოსავალი კი ფართობის ერთეულზე ნაკელის შეტანით მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან კულტურების გადიდებული მოსავალი ჭარბად ანაზღაურებს ბოლქვებში სახამებლიანობის უმნიშვნელო

შემცირებას. ამრიგად, წინანდელი წარმოდგენა ნაკელის უარყოფითი გავლენის შესახებ გადაჭარბებულია. მრავალი ცდით დადასტურებულია, რომ ქვიშნარ ნიადაგებზე ნაკელის შეტანა არათუ ამცირებს ამ კულტურების ბოლქვების ხარისხს, არამედ იწვევს სახამებლის მატებასაც. ბოლქვის სიმსხო კი პირდაპირკავშირშია ნაკელისა და სხვა სახის სასუქების გამოყენებასთან. ორგანული სასუქების გამოყენება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მცენარის მიერ სინთეზირებული ინულინის შემცველებაზე, რაც კორელაციაშია ბოლქვებსა და მწვანე მასასთან.

ჩატარებულ ყველა ცდაში. როგორც მონაცემებიდან ჩანს 1 ჰა-ზე 20 ტ ნაკელის შეტანამ გაზაფხულზე ნათესებში მოსავალი ტოპინამბურის შემთხვევაში 0,9 ტ-ით, ხოლო ტოპინმზესუმზირას ნათესებში 1,9 ტ-ით გაზარდა, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის ინულინის შემცველობასაც.

ცდის შედეგებმა აჩვენეს, რომ სასუქების მცირე დოზების თესვასთან ერთად მათი შეტანა აუმჯობესებს რა მცენარის კვებას განვითარების საწყის პერიოდში, შესამჩნევად ამაღლებს მწვანე მასის მოსავალსაც, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს 2 სრული სავეგეტაციო თიბვა მწვანე საკვების მისაღებად.

მაღალნაყოფიერი დიაგნოსტიკური მოდელი ეკოსისტემის პარამეტრების დიფერენცირებით და ფენოფაზების გავლენით მორფოლოგიურ ტესტებთან. დადგინდა, ვარიანტ 70×70  უპირატესობა მოსავლიანობის რაოდენობითა და ინულინის შემცველობით, აგრეთვე ხარისხობრივი მაჩვენებლით (იგულისხმება როგორც მწვანე მასა, ისე ბოლქვები).  უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვარიანტმა  გადააჭარბა სხვა ვარიანტებს ყველა მაჩვენებლებით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მინერალური კვების პარამეტრების ოპტიმიზაციით. აღნიშნულ კვების არის გამოკვების ნორმა იყო  30 ტონა ნაკელიჰ-ზე; აზოტიანი სასუქები _ 90კგ/ჰა; ფოსფორ-კალიუმიანი _ 45 დაა 60 კგ/ჰა.

ვეგეტაციურ მასას ივითარებს, რომლის შესაქმნელად, ცხადია, მას უფრო მეტი საკვები ნივთიერებების დახარჯვაც ჭირდება. აქედან გამომდინარე, ტოპინმზესუმზირას ტოპიანამბურთან შედარებით მოსავლით ნიადაგიდან გამოაქვთ მნიშვნელოვანი ოდენობის საკვები ნივთიერებები.

ტოპინმზესუმზირას ნათესებისათვის მიწის შემოყრა თითქმის ყოველთვის დადებითი ფაქტორია მოსავლიანობის გაზრდისათვის. მაგრამ ყოველი მხრიდან ნაკელის ეფექტი ინულინის შემცველებაზე საკმაოდ დიდია ჩვენს მიერ მინერალური სასუქების ნორმების ფონზე შედგენილი იქნა მოსავლიანობის ტოპინმზესუმზირა ტოპინამბურთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო მეტ მიწის შემოყრას ფერდობებზე ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ იგი მცენარეთა შორის იძლევა ნაღარებს ფერდობის დაქანების მიმართულებით და ამით აძლიერებს ნიადაგის ჩამორეცხვას და ეროზიულ მოვლენებს. ჩვენი აზრით, მიწის შემოყრის ეს წესი უნდა შეიცვალოს მიწის მხოლოდ ორი მხრიდან შემოყრით, ზედა და ქვედა მხრიდან, რომ მივიღოთ უწყვეტი მწკრივი ფერდობის ჰორიზონტალების პარალელურად.

ჩვენ შევისწავლეთ ტოპინმზესუმზირას ონთოგენეზის მიმდინარეობის მთელი პერიოდი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა დაცულ იქნეს რწყვის რეჟიმი განვითარების  ფიზიოლოგიური ფაზების მიხედვით.  ამ მხრივ ულინის სინთეზის დონეც კრიტიკულია და როგორც ცნობილია, მცენარეს წყალი სჭირდება  აღივების, აღმოცენებისა და ვეგეტაციის პირველ პერიოდში. სწორედ ამ დროს იწყება ინტენსიურად ინულინის სინთეზი. ამრიგად, ტოპინმზესუმზირას კულტივირებული პლანტაციების შექმნა ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ადგილობრივი მაღალი კვებითი ირებულების და ინულინის მაღალი შემცველობის მქონე საკვები კულტურის წარმოებას. ტოპინმზესუმზირას ბოლქვები, რომლებიც მდიდარია ინულინით და გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ფართოდ გამოიყენება სამედიცინო და საკონსერვო წარმოებაში. მის ბოლქვების სამკურნალო და პროფილაქტიკური მნიშვნელობის გამო.

ნინო ჭანკვეტაძე,

ნანა მაისურაძე 

2