აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგები

აგროტექნოლოგიური ნორმატივები

(ცნობარი ფერმერებისა და ბიზნესმენებისათვის)

საქართველოს მრავლსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სოფლის მეურნეობა ყოველთვის ეკონომიკის ტრადიციული და მნიშვნელოვანი სფერო იყო. სოფლის მეურნეობაში შემონახულია ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა. რამდენი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლითაც საქართველო ამაყობს: ქართული ხორბლის ენდემები, ყურძენი და ღვინო, ქართული მეცხოველეობა და ცხოველთა უნიკალური ჯიშები, დღემდე შემორჩენილი უძველესი ჩვეულებები და ადათწესები.

ეს არის ის კულტურა და ტრადიცია, რაც დღემდე არსებობს და აუცილებელად უნდა შენარჩუნდეს. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ამ  სფეროს  კონტექსტიდნ ამოგლეჯილ, მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთ სექტორად განხილვა. იგი უნდა გავიაზროთ, როგორც ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და ამ სექტორის შემდგომი განვითარება, არსებული გამოცდილებისა და ტრადიციების შენარჩუნების, ახალი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური მრავალფეროვნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს .

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც გლობალიზაცია და ეკონომიკური აქტივობა პრაქტიკულად შლის ქვეყნებს შორის საზღვრებს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობა მიმდინარეობს უაღრესად მკაცრი კონკურენციის პირობებში, ნებისმიერი სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ხელშემწყობი პირობები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ღირსეული საქმიანობის უფლებას. სოფლის მეურნეობაზე, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორზე, ყველაზე უფრო მეტად მოქმედებს საერთაშორისო ბაზრის რყევები. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობას ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება. სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე სექტორი ერთნაირად მოითხოვს მომხმარებლის, მწარმოებლის, ფერმერის, მეცნიერის, მკვლევარის და სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევასა და მხარდაჭერას. ცალსახაა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც სახელმწიფოს ენიჭება, რის არგუმენტად ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების მოტანაც საკმარისი იქნებოდა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობითა და მსოფლიოში არსებული ინოვაციებით სწორედ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ სფეროს წარმართვა და რეგულირება, რაც განვითარების სწორად დაგეგმილი და მდგრადი განვითარებისათვის მოითხოვს ნორმატიული და სტანდარტული განზომილებების ერთიანობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობა ძალიან მგრძნობიარე და მრავალფეროვანი ორგანიზმია, მას უაღრესად ფაქიზი და გააზრებული დამოკიდებულება სჭირდება.

წინამდებარე ნორმატიული ცნობარის უმთავრესი მიზანია წარმოაჩინოს ის ძირითადი პარამეტრები და ინფორმაცია, რომლებიც შექმნის წინაპირობებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის.

შეადგინა აკადემიკოსმა ავთანდილ კორახაშვილმა

ცნობარი შედგენილია და გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით.

წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის თვალსაზრისს.

 

აგროტექნოლოგიური ნორმატივები ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://drive.google.com/drive/u/2/folders/1BNYybpw8OC9tH4iYYdvDOky4WLyevBgK