აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

AI ფერმერი – ხელოვნური ინტელექტით დანერგილი მაღალტექნოლოგიური სოკოს მეურნეობა, როგორც სოფლის განვითარების მაგალითი

თანამედროვე სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაციის გზაზეა, სადაც ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს. ჩინეთის მაგალითი, კერძოდ კი ქალაქ ჩუტოულინის წარმატება, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება 5G ტექნოლოგიებისა და AI მართვის სისტემების გამოყენებით რთული აგროკულტურების მოყვანა მაღალშემოსავლიან, სტაბილურ ბიზნესად იქცეს.

ჩინეთის პროვინცია ტიანძინში მდებარე პატარა ქალაქმა ჩუტოულინმა, რომელსაც „სოკოების ქალაქს“ უწოდებენ, ერთ წელიწადში იშვიათი და ძვირადღირებული სოკოს, „ოქროს ყურის“ (Naematelia aurantialba) მასშტაბური წარმოების ათვისება შეძლო.

წარმატების საიდუმლო ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოდულური კაბინებია.

რა არისოქროს ყური“?

ეს არის ჟელესებრი, ოქროსფერი სოკო, რომელიც ერთი შეხვედით ადამიანის ყურს წააგავს. იგი განსაკუთრებით ფასობს ჩინურ მედიცინასა და კულინარიაში მისი ტექსტურისა და სასარგებლო თვისებების გამო. აქამდე მისი მასშტაბური წარმოება შეუძლებელი იყო, რადგან სოკო გარემო პირობების მიმართ უკიდურესად პრეტენზიულია.

AI კაბინები: ტექნოლოგია სოფლის სამსახურში

ფერმერებმა ტრადიციული მეთოდების ნაცვლად 202 მეტრის ფართობის „ჭკვიანი ქოხები“ გამოიყენეს, რომლებსაც შემდეგი მახასიათებლები აქვთ:

  • 5G კონტროლი – ინტეგრირებული სისტემა რეალურ დროში აკონტროლებს ტემპერატურას, ტენიანობას, განათებასა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციას;
  • მობილურობა –კაბინების დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე და მათი გადაადგილება მარტივია;
  • უწყვეტი ციკლი – გარემო პირობების მიუხედავად ტექნოლოგია წელიწადში 12 მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა.

ეკონომიკური სარგებელი

ჩუტოულინელი ფერმერების თქმით, ერთი ასეთი მოდულური ერთეულიდან, სადაც 4500 მიცელიუმის ბლოკია განთავსებული, წლიური შემოსავალი 150 000 იუანს (დაახლოებით 20 000 აშშ დოლარს) აჭარბებს.

„ჩვენ წარმატებით ვვითარდებით ახალი ჯიშების ათვისებით. ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს საშუალებას, მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობა შევინარჩუნოთ მთელი წლის განმავლობაში, რაც გადამწყვეტია ამ იშვიათი სოკოსთვის“, _ აცხადებს სოფლის აღორძინების ცენტრის დირექტორი, ძიან შანე.

ჩინეთის მაგალითი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობაში მაღალი ტექნოლოგიების (AI, 5G) დანერგვა აღარ არის მხოლოდ ფანტასტიკა. ეს არის გზა, რომლითაც მცირე ფერმერებს შეუძლიათ აწარმოონ დეფიციტური, მაღალტექნოლოგიური პროდუქტი და მიიღონ სტაბილური, მაღალი შემოსავალი მინიმალურ ფართობზე.

წყარო: Beijing Daily