აგროსიახლეები

ახალბედა მევენახეებისთვის ჯიღაურას ბაზაზე ტრენინგი გაიმართა

ვენახის გაშენების და ვაზის დარგვის წესებზე, ახალგაშენებული ვენახის მოვლასა და გასხვლის ტიპებზე დამწყებ მევენახეებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვლის პროცესში, ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულ ვაზის კოლექციებს გაეცნენ და საქართველოს მევენახეობის ისტორიაზე მიიღეს ინფორმაცია.

ჯიღაურა ორი

სწავლება ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობის მოკლე კურსი“ ფარგლებში, დასაქმებისჩანაწერის ნახვა ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, ცენტრის ბაზებსა და ლაბორატორიებში რეგულარულად ატარებს უფასო საველე ლექციებს და სემინარებს.