მედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

ალპური მდგრადი ტყის თერაპია

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ევროპის ალპური ზონის მთიანი რეგიონები განიცდის დეპოპულაციას  სოფლების ქრონიკულ მიტოვებას.
როგორ დაიწყეს ევროპელებმა ამ ქრონიკის და ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლა?

აქ წარმოვადგენთ სამ შემთხვევას ინოვაციურ და მონაწილეობით მიდგომას, რომლებიც განხორციელდა ევროპის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ალპური ბუნებრივი მდგრადი ტყეების რესურუსულ სამომავლო შესაძლებლობებზე.

ტყის თერაპია არის სამედიცინო თერაპიის ახალი მიდგომა, რომელიც ეყრდნობა ტყეებში ყოფნის ადამიანის ჯანმრთელობაზე სასარგებლო სამკურნალო ეფექტებს. მას ასევე აქვს პოტენციალი უზრუნველყოს სივრცე ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივებისთვის, მაგალითად, სოფლად  სტუმართმასპინძლობის სერვისები. მაგალითად მიწის კონსოლიდაციის ასოციაციები შეიქმნა საფრანგეთის ალპებში, რათა კოლექტიურად აღედგინათ დანაწევრებული და მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობა. მათ, ასევე  შეუძლიათ გადაიზარდონ გრძელვადიანი დაგეგმვის სისტემად მიწათმფლობელობის კონსერვაციისა და ტერიტორიების ღირებულების ზრდისთვის. დაბოლოს, ალპურ მთამსვლელობით  სოფლებს აქვთ პოტენციალი განავითარონ ალპური ტურიზმის უფრო მდგრადი ფორმა ევროპული ალპების ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ხელშეწყობით, ალპური კონვენციების შესაბამისად.

ამ ინიციატივებს აერთიანებთ ადგილობრივი აქტორების ჩართულობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების განსაზღვრაში, ენდოგენური რესურსების გაძლიერების უნარი და ადგილების გარემოსდაცვითი ღირებულების ზრდა, კვალიფიციური და ორგანიზებული სერვისების შეთავაზების მნიშვნელობა და ადგილობრივი სოციალ-ეკონომიკური სისტემის მხარდაჭერის უნარი. ასეთი ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომების მიღება პოტენციალს იძლევა შეცვალოს დეპოპულაციისა და ეკონომიკური დეპრესიის ტენდენციები მთიან რეგიონებში.

როგორც საერთაშორისო ლიტერატურაშია დადასტურებული, ტყე დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძირითადად ტერპენების ზემოქმედების გამო – არომატული ორგანული ნაერთების (ბიომოლეკულების), რომლებიც ბუნებრივად წარმოქმნის მრავალი მცენარე, განსაკუთრებით წიწვოვნები, აგრეთვე ზოგიერთი მწერი. ტერპენები წარმოადგენს აორთქლბად ორგანულ ნაერთთა (VOCs) უდიდეს კლასს, რომელიც 40,000-ზე მეტ სტრუქტურას მოიცავს, როგორიცაა α-პინენი, β-პინენი, დ-ლიმონენი, β-მირცენი და კამფენი. ამ ნაერთებს მრავალი სასარგებლო თვისება აქვთ, მაგალითად, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული. ტყის თერაპიას, ტყის აბაზანებთან ერთად, დიდი ტრადიცია აქვს აზიურ ქვეყნებში, განსაკუთრებით იაპონიაში, სადაც მის ეფექტიანობას 1980-იანი წლებიდან სწავლობენ. მართლაც, ტყის თერაპია სასარგებლო ზემოქმედებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმ დონემდე, რომ ზოგიერთი ჯანდაცვის სისტემა მას პრევენციული და სამკურნალო მედიცინური თერაპიების რიცხვში ასახელებს.

ალპური ტყის თერაპიის ძირითადი სარგებელია:

მთის თერაპია

ალპური ტყის თერაპიის პრაქტიკა მოიცავს ტყის გარემოში სტრუქტურიზებულ ყოფნას. იგი მოითხოვს ტყის თერაპიის სადგურის იდენტიფიცირებას, ანუ ტყის ისეთი უბნის, რომლის სასარგებლო ეფექტები გამოცდილია და დამტკიცებულია, რომლითაც სარგებლობა შეიძლება ოპტიმალურად წინასწარ დაგეგმილი, ხელმისაწვდომი ბილიკების მეშვეობით, რომლებიც ხასიათდება შეზღუდული სიგრძით, დახრილობითა და სიმაღლის მონაცემით. სპეციფიკური პროტოკოლები განსაზღვრავენ და არეგულირებენ ალპური ტყის თერაპიის სეანსებს, რომელთა განმავლობაშიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს ახლავთ ჯანდაცვის პროფესიონალები, ისევე როგორც გამოწვრთნილი გარემოსდაცვითი გამყოლი გიდები. ამ პრაქტიკის სარგებელი მაქსიმალურად ვლინდება რამდენიმე თანმიმდევრული დღის განმავლობაში მოკლე სასეირნო სეანსების გამეორებით.

გარდა ინდივიდების კეთილდღეობაზე დადებითი ზემოქმედებისა, როგორც ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ცხოვრების წესისა და ურთიერთპიროვნული ურთიერთობების თვალსაზრისით, ტყის თერაპიის ინიციატივებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ასევე აქვთ პოტენციალი უზრუნველყონ სივრცე ეკონომიკური ინიციატივებისთვის და ხელი შეუწყონ სოფლის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ტყის თერაპიის აქტივობები ეყრდნობა გამოწვრთნილი პროფესიონალების სამუშაოს, ექსპერტიზას და კომპეტენციებს, პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს, მაგრამ ასევე დამხმარე ბუნების გიდებს. მეორეც, ადგილობრივი ბიზნესი და სერვისები, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა და კვების მომსახურება, შეიძლება მარტივად ისარგებლონ ტყის თერაპიის სადგურის არსებობით სოფლის რაიონში. ბოლოს, ვიზიტების ზრდამ ტურისტულ სატყეო ალპურ სივრცეში და ამ კუთხით თერაპიულ უბანში შეიძლება ხელი შეუწყოს კოლატერალური აქტივობების განვითარებას, მაგალითად კულტურული ღონისძიებები, დასვენებისა და სპორტის სერვისები და ობიექტები. ამის  გარდა ინდივიდების კეთილდღეობაზე დადებითი ზემოქმედებისა, როგორც ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ცხოვრების წესისა და ურთიერთპიროვნული ურთიერთობების თვალსაზრისით, ალპური ტყის თერაპიის ინიციატივებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ასევე აქვთ პოტენციალი უზრუნველყონ სივრცე ეკონომიკური ინიციატივებისთვის და ხელი შეუწყონ მთის სოფლის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ტყის თერაპიის აქტივობები ეყრდნობა გამოწვრთნილი პროფესიონალების სამუშაოს, ექსპერტიზას და კომპეტენციებს, პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს, მაგრამ ასევე დამხმარე ბუნების გიდებს. მეორეც, ადგილობრივი ბიზნესი და სერვისები, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა და კვების მომსახურება, შეიძლება მარტივად ისარგებლონ ტყის თერაპიის ტურისტული უბნების არსებობით სამთო სასოფლოს რეგიონებში. ბოლოს ვიზიტების ზრდამ და ტურაქტივობის გააქტიურებამ უბანში შეიძლება ხელი შეუწყოს კოლატერალური აქტივობების განვითარებას, მაგალითად კულტურული ღონისძიებები, დასვენებისა და სპორტის სერვისები და ობიექტები. ამ პერსპექტივიდან, ტყის თერაპია იძლევა შანსს ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამეწარმეო განვითარებას დასაქმების ახალი შესაძლებლობებისა და შემოსავლების დივერსიფიკაციისა და სტაბილიზაციის მეშვეობით.

2002 წლიდან ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ უზრუნველყო სამეცნიერო და ცოდნის ბაზა ევროპაში და კერძოდ იტალიაში პირველი ტყის თერაპიის ინიციატივის დასაფუძნებლად კერძოდ სან ლეონარდოში, პატარა მუნიციპალიტეტში ნატისონეს ხეობებში ფრიული ვენეცია ჯულიაში, სლოვენიის საზღვართან. ამ ადგილას 2019 წლიდან ადგილობრივი ასოციაცია უზრუნველყოფს ტყის თერაპიის სერვისებს მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ადგილობრივ მეწარმეებთან და მასპინძელ ობიექტებთან (ტავერნები, აგროტურიზმი, B&B-ები და ა.შ.) ერთად, მან შეიმუშავა ტურისტული პაკეტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად ექსკურსიებს, ველოსიპედით ტურებს, ადგილობრივ ეთნო პროდუქტების დეგუსტაციას და კულტურულ ვიზიტებს. ტყის თერაპიის მრავალი სარგებლის მზარდი აღიარების წყალობითაც, მსგავსი გამოცდილება ვრცელდება სხვა რეგიონებზე. აქვე გავიხსენებთ ევროპული ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ტყის თერაპიის სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ფრიული ვენეცია ჯულიის ორ პატარა მთიან მუნიციპალიტეტში (პაულარო და მოჯო უდინესე) და ერთში კარინთიაში (ლესახტალი).

ამ ინიციატივიდან რამდენიმე სასარგებლო გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ, რაც შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ: სამეცნიერო კვლევები ადასტურებს ალპური ტყის თერაპიის ეფექტიანობას რიგი პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობისთვის; პრაქტიკა უნდა იყოს მხარდაჭერილი მრავალი სერვისით, რომელთაგან ძირითადი შეხება ჯანდაცვის პროფესიონალებისა და გამოწვრთნილი გარემოსდაცვითი გიდების დახმარებას; ამათ ემატება სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებული სხვა სერვისები; ყველა ეს სერვისი უნდა იყოს ორგანიზებული (ორგანიზაციული მოდელები ჯანმრთელობისა და სტუმართმოყვარეობის სერვისებისთვის); ალპური ტყის თერაპიის პრაქტიკას აქვს ძლიერი ადგილობრივი/ტერიტორიული ღირებულება, თუ ადგილობრივი მოქმედი პირები არიან ჩართული საჭირო სერვისების ორგანიზებაში; და ბოლოს, ტყის თერაპიის პრაქტიკა ასევე შეიძლება გახდეს შესაძლებლობა ტყეების კულტურული ეკოსისტემური სერვისების შეფასებისთვის.

დასკვნები

ალპური ტყის თერაპიის კომპლექსური კვლევების ანალიზმა საშუალება მოგვცა, რამდენიმე აქცენტი გამოგვეკვეთა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მათ რეპლიცირებას სხვა კონტექსტებში. ეს აქცენტები იზიარებენ კვალიფიციური და ორგანიზებული მომსახურების გაწევის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და სტუმრებისთვის (მაგ., პაციენტები, ტურისტები), ადგილობრივი მოქმედი სუბიექტების ჩართულობას ისეთი სტრატეგიების განსაზღვრაში, რომლებიც შეესაბამება თითოეული არეალის საჭიროებებს, ენდოგენური რესურსების განვითარების უნარს და ადგილების გარემოსდაცვითი ღირებულების ზრდას, ასევე ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მხარდაჭერის უნარს ახალი შემოსავლის შესაძლებლობების შექმნის გზით (ნელი ტურიზმი და ჯანმრთელობის ტურიზმი და ა.შ.).

კვლევებმა დაამტკიცეა, რომ ისინი ადგილობრივი განვითარების იმ ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომის ვალიდური მაგალითია. ისინი ეყრდნობიან ადამიანებისა და ბუნების ერთმანეთთან ნაყოფიერ ურთიერთობას, როგორც გარემოსა და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების პროცესების საწყის წერტილს. მათი ღირებულების ფაქტორები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ტერიტორიული ინოვაცია. ინოვაციის კონცეფცია არ შემოიფარგლება კარდინალურად ახალი გამოგონებებით ან მანამდე არნანახი ცვლილებებით (რადიკალური ინოვაცია), ის ასევე მოიცავს არსებული პირობების გაუმჯობესების უნარს ღირებულების დამატების ან შენარჩუნების მიზნით (ინკრემენტული ინოვაცია). ამ გაგებით, ჩვენ ტერიტორიულ ინოვაციას ვიხილავთ, როგორც ადამიან-ბუნების ურთიერთობების რეინტერპრეტაციას, რომელიც ეფუძნება ცოდნისა და უნარების დროში განვითარებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების მიერ შეთავაზებული ნოვაციური შესაძლებლობების გამოყენების უნარს. თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებული ტყის თერაპია ადვილად შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მე-19 საუკუნის ალპური სანატორიუმებისა და მათი თერაპიული პრაქტიკის განვითარებული და გაუმჯობესებული ვერსია. ამრიგად კვლევები  არის თანამედროვე საზოგადოებრივ საჭიროებებსა და იურიდიულ ჩარჩოებთან ადაპტაციის შედეგი ტრადიციული კოლექტიური მართვის ინსტიტუტებისა, რომლებიც ცენტრალურ როლს ასრულებდნენ ალპურ მთიან რეგიონებში ბუნების მრავალფეროვნების კონსერვაციასა და ექსპლუატაციაში. ბოლოს, ალპური სოფლები  მასობრივი ტურიზმის ალტერნატივას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ალპური რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და კულტურული რესურსების პატივისცემაზე.

ადამიანის და ბუნების ახალი ურთიერთობები. განვითარება არ არის ადგილების თავდაპირველი ბუნების სტატიკური კონსერვაცია და არც ტერიტორიის მუზეუმად გარდაქმნა. ის, პირიქით, გულისხმობს გარემოსდაცვითი ცოდნის შეძენას საზოგადოებების და მათი გარემოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობების შესაქმნელად და სივრცეების რეკონსტრუქციისა და მოვლისთვის კარგი პრაქტიკისა და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობას. ამ მიმართულებით, მდგრადი განვითარება ხელს უწყობს ნაყოფიერ ცვლილებებს საზოგადოების ჩართულობის გზით მთელ პროცესში, კონცეფციისა და დაგეგმვიდან იმპლემენტაციამდე.

მონაწილეობითი მიდგომა. მართლაც, საზოგადოების ჩართვა აუცილებელია ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად. ალპებში ადგილობრივი მაცხოვრებლები არ არიან მხოლოდ განვითარების ინიციატივების მიმღები, ისინი, უპირველეს ყოვლისა, არიან პროტაგონისტები და ცვლილების აგენტები, ერთადერთნი, ვისაც შეუძლია საკუთარი გარემოს, საზოგადოებისა და ძირეული სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახალი ფორმირება. მათი ღრმა ტერიტორიული ცოდნა, რომელსაც ერთვის კონსტრუქციული ურთიერთქმედება ექსპერტებთან და ფასილიტატორებთან, აუცილებელია დადებითი ცვლილებების მოსატანად.

ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვას სივრცითი დაგეგმვის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ურთიერთქმედების სფეროებში, რომლებიც ყველა ეფუძნება გაზიარებულ პასუხისმგებლობას, აქვს პოტენციალი შეაბრუნოს მთიან რეგიონებში დეპოპულაციისა და ეკონომიკური დეპრესიის ტენდენციები ადგილობრივი ღირებულებებისა და თავისებურებების აღიარების გზით.

მათი ინოვაციური ხასიათი და ურთიერთ კავშირები, რომლებიც უკვე ყალიბდება, შთააგონებს ჩვენ გამოვიკვლიოთ ისინი მთლიანობაში და მივცეთ მათი აღწერილობითი და ლაკონური, მაგრამ ამომწურავი ანგარიში. მომავალი კვლევები უნდა აღრმავებდნენ ანალიზს და უზრუნველყოფდნენ მეტ დეტალს თითოეული შემთხვევის შესახებ, ასევე შემთხვევების ჯვარედინ შედარებას. მაგალითად, ღირებული იქნება იმის ცოდნა, რა დადებითი რამ გამოვლინდა თითოეული გამოცდილების დაწყების შემდეგ და როგორ იქნა ის კაპიტალიზებული, ასევე რა ძირითადი გამოწვევები დადგა და როგორ გადაიჭრა ისინი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება იმის ცოდნაც, რა შესაძლებლობები იქნა ხელში ჩაგდებული და როგორ შეუწყო ხელი იმ თითოეული ინიციატივის შემდგომ პროგრესს, ასევე გარე ფაქტორების მიერ შექმნილი საფრთხეები, რომლებიც უნდა გადასულიყო. ბოლოს, მსგავსი ან ალტერნატიული შემთხვევების კვლევების იდენტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია მდგრადი ადგილობრივი განვითარების გზებისკენ გადასვლისთვის ეფექტური მხარდამჭერი შესაძლებლობებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გამოსავლენად. მსგავსი და ალტერნატიული ინიციატივების ზეგავლენის, ასევე რაოდენობრივი, შემდგომ კვლევებს ადგილობრივ ეკონომიკასა და გარემოს ხარისხზე მხარს დაუჭერს რეპლიცირებისა და გამოცდილებების სხვა კონტექსტებზე გავრცელების რაციონალურობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Navarro, F.A.; Woods, M.; Cejudo, E. The LEADER Initiative has been a Victim of Its Own Success. The Decline of the Bottom-UpApproach in Rural Development Programmes. The Cases ofWales and Andalusia. Sociol. Rural. 2016,

    1. Cho, K.S.; Lim, Y.; Lee, K.; Lee, J.; Lee, J.H.; Lee, I.S. Terpenes from Forests and Human Health. Toxicol. Res. 2017, 33, 97–106.
    2. Masyita, A.; Sari, R.M.; Astuti, A.D.; Yasir, B.; Rumata, N.R.; Emran, T.B.; Nainu, F.; Simal-Gandara, J. Terpenes and terpenoids asmain bioactive compounds of essential oils, their roles in human health and potential application as natural food preservatives.Food Chem. X 2022, 13, 100217.
    3. Tetali, S.D. Terpenes and isoprenoids: A wealth of compounds for global use. Planta 2019, 249, 1–8. [CrossRef] [PubMed]s. Public Health 2017, 14, 851
    4. Hartig, T.; Mitchell, R.; De Vries, S.; Frumkin, H. Nature and health. Annu. Rev. Public Health 2014,
    5. Payne, M.D.; Delphinus, E. A Review of the Current Evidence for the Health Benefits Derived from Forest Bathing. Int. J. HealthWellness Soc. 2019,
    6. Ohe, Y.; Ikei, H.; Song, C.; Miyazaki, Y. Evaluating the relaxation effects of emerging forest-therapy tourism: A multidisciplinary approach. Tour. Manag. 2017.
    7. Stigsdotter, U.K.; Corazon, S.S.; Sidenius, U.; Kristiansen, J.; Grahn, P. It is not all bad for the grey city–A crossover study on physiological and psychological restoration in a forest and an urban environment. Health Place 2017.
    8. Chen, J.S.; Prebensen, N.K. Nature Tourism (Contemporary Geographies of Leisure, Tourism and Mobility); Routledge: New York, NY, USA, 2017.
    9. Cho, T.H.; Lee, Y.H.; Kim, S.M. The economic spillover effects of forest therapy projects in Korea. J. Korean For. Soc. 2014.
    10. Droli, M.; Gervasio Radivo, G.; Iseppi, L. Does the Establishment of a ‘Forest Therapy Station’ in a Low-Mountain Mixed HardWood Forest Make Sense? In New Metropolitan Perspectives. NMP 2020. Smart Innovation, Systems and Technologies;
    11. Droli, M.; Taverna, M.; Iseppi, L.; Chang, T.F.M. Enlightening Integration Opportunities among Ecosystem Services ‘Forest Therapy’ and Rural Communities. In Green Metamorphoses: Agriculture, Food, Ecology, Proceedings of the LV Conference of SIDEA Studies, Perugia, Italy, 13–15 September 2018;
    12. Millennium Ecosystem Assessment. Available online: www.millenniumassessment.org (accessed on 1 March 2022).
    13. Guo, J.; Cui, L.; Sun, S.L.; Zou, B. How to innovate continuously? Conceptualizing generative capability. J. Innov. Knowl. 2022,

ნოე ხოზრევანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, 

ირაკლი ხოზრევანიძე, დოქტორანტი