აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

„ანჯელინო“ _ ქლიავის ახალი ჯიში, რომელის ნაყოფს საოცარი გემოც აქვს და დიდხანაც ინახება

ამის გამო, როგორც პერსპექტიული ჯიში,  ფერმერების და მომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევს.
ჯიში გამოყვანილია იტალიაში.

მოკლედ, ანჯელინო ტყემლის და ჩინური ქლიავის ჰიბრიდია. მისი ნაყოფი თვისებებით ქლიავს ემსგავსება, ხოლო ვარჯი მორფოლოგიური ნიშნებით უფრო ტყემლის ხეს წააგავს. ანჯელინოს ​ძლიერი ფართო პირამიდული ვარჯი აქვს. დარგვიდან პირველ წელიწადს ნაყოფიერების დაჩქარების მიზნით, სჭირდება საზაფხულო გასხვლა. ნაყოფის მოცემას მესამე წელიწადს იწყებს.

ბაღის გაშენების სქემა. ბაღში ანჯელინოს გაშენების სქემა თანამედროვე ქლიავის ბაღის გაშენების სქემის ანალოგიურია, მცენარეთა და რიგებს შორის დაცილება 5-6×3-4 მეტრი უნდა იყოს.

ნიადაგის ნაყოფიერების და მოვლა მოყვანის პირობებისადმი მოთხოვნა ქლიავის სხვა ჯიშების ანალოგიურია.

ანჯელინო ქლიავის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით შენახვის ხანგრძლიობით გამოირჩევა.

დღეს არსებულ ჯიშთაგან  შედარებით, ანჯელინოს ნაყოფი გაუყინავად ყველაზე დიდხანს ინახება. სპეციალურ მაცივრებში, 0+2º С-ზე ანჯელინოს ნაყოფი 2-3 თვეს ცოცხლად ძლებს, ხოლო თუ ნაყოფი ვაკუუმპაკეტებში ჩაიდება, შენახვის ვადა 4 თვემდე იზრდება. ეტილენის ინჰიბიტით (ფიტომაგი) დამუშავების შემთხვევაში შენახვის ვადა 5 თვე გრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ შენახვის შესაბამის პირობები არ არსებობს, ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი ანჯელინოს ნაყოფი ქლიავის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ცოცხლად, სასაქონლო სახის სრულად შენარჩუნებით, მაინც ყველაზე დიდხანს 20 დღეზე მეტ ხანს ინახება. ეს ის პერიოდია, როცა ქლიავზე მოთხოვნა და ფასი იზრდება.

შენახვის ვადის ხანგრძლივობის მხრივ ანჯელინოს კონკურენტი უახლოეს ხანს ძნელად გამოუჩნდება. ანჯელინას ნაყოფის საშუალო წონა 60-120 გრ. გარეგნულად ნაყოფი ძალიან ლამაზია, აქვს მომწვანო-მოყვითალო ნაყოფი, მომჟავო ტკბილი გემო, აქვს ძალზე პატარა კურკა. სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევარში.