აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობა

ანტიდოტი, რომელიც  ფუტკრებს მომაკვდინებელი პესტიციდებისგან იცავს

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში სკების  98% საშუალოდ ექვსი პესტიციდით არის დაბინძურებული. კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ დიდ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნეს, შექმნეს ერთგვარი ანტიდოტი, რომელიც პესტიციდებს აუვნებლებს.

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯინგ ჩენმა და მისმა გუნდმა შეიმუშავეს ფერმენტებით გამდიდრებული მტვრის მტვრის ნაწილაკი, რომლის ფერმენტებს შეუძლიათ ინსექტიციდების დეტოქსიკაცია, ვიდრე ისინი მომწამვლელ ეფექტი გამოავლენენ.

მიკრონაწილაკების გასაღები არის დამცავი გარსი, რომელიც ეხმარება ფერმენტებს ფუტკრის კუჭის მჟავე პარკუჭიდან შუა ნაწლავში გადავიდნენ, სადაც საჭმლის მონელება და ტოქსინები შეიწოვება ხდება.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში ტექნოლოგია აქტიურ ფუტკარზე დატესტეს. ისინი მწერების ერთ ჯგუფს ორგანოფოსფორის პესტიციდებით დაბინძურებული და გამწმენდი მიკრონაწილაკებით გაჯერებული ყვავილის მტვრით კვებავდნენ, ხოლო მეორე ჯგუფს ტოქსიკური მტვრით, რომელშიც არ იყო გამწმენდი მიკრონაწილაკებიანი ფერმენტები.

ფუტკრები, რომლებიც მიკრონაწილაკებით  გაჯერებული ფერმენტებით იკვებებოდნენ, ყველა  (100%) გადარჩნენ, ხოლო ისინი დაუცველი ფუტკრები,  რომლებიც არ იკვებებოდნენ დამცავი მიკრონაწილაკებიანი ფერმენტებით, რამდენიმე დღეში დაიხოცნენ.

საწყისი კვლევის შემდეგ, გუნდმა ანტიდოტის მიწოდების სისტემის მოდიფიცირება მოახდინა, სადაც ორგანოფოსფატების გარდა, ყველა პესტიციდი იყო ჩართული, რაც მეცნიერებს დაეხმარა (Beemmunity) ბეემუნიტეტის მიკრონაწილაკები ჩაერთო კვლევაში და მათი ეფექტიანობა შეემოწმებინა.

ინსექტიციდების დამშლელი ფერმენტებით შევსების ნაცვლად, ბეემუნიტეტის ნაწილაკები დაფარულია მწერთა ცილებით. ისინი ივსება სპეციალური შთამნთქმელი ზეთით, ქმნის ერთგვარ მიკრო-ღრუბელს. ბევრი ინსექტიციდი, მათ შორის ნეონიკოტინოიდები, მიზანში იღებს  მწერების ცილებს, ამიტომ, მიკრონაწილაკების გარსი იზიდავს ინსექტიციდს, სადაც ისინი აქტიურობას აჩერებენ. საბოლოოდ კი ფუტკრები გაუვნებელყოფილ ტოქსინს გამოყოფენ .

ახლა (Beemmunity) ბეეიმინიტეტის  ეფექტიანობის შემოწმდება ნიუ ჯერსის 240 საფუტკრეში მიმდინარეობს. პრეპარატის მასობრივი გავრცელება 2022 წლის დასაწყისში იგეგმება.