აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

ატამი _ მოკრეფის შემდგომი დამუშავება და შენახვის პირობები

ატმის Prunus persicae სამშობლოდ ჩინეთი და სპარსეთი (ირანი) მიიჩნევა. ძველად მას ,,სპარსულ ვაშლს“ ეძახდნენ. ჩინური ლიტერატურის მიხედვით, მისი კულტივაცია  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინათ დაიწყო. სავარაუდოდ,  ატამი მე-16 საუკუნეში ჩინეთიდან შევიდა სპარსეთში და იქიდან სწრაფად გავრცელდა ევროპაში. მექსიკაში, ალბათ, ესპანელებმა შეიტანეს.

მე-18 საუკუნეში ესპანელმა მისიონერებმა შეიტანეს ატამი კალიფორნიაშიც. აშშ-ში კალიფორნია ატმის ძირითადი მწარმოებელი და  ექსპორტიორია. ბოლო წლებში გავრჩელდა  თეთრრბილობიანი ატმის ჯიშები. კალიფორნიაში, სან ხოაკინის ველზე საადრეო ჯიშების მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებში იწყება, ხოლო საგვიანო ჯიშების კრეფა ოქტომბრის დასაწყისში სრულდება. აშშ-ს ატამი ძირითადად გააქვს კანადაში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

ხარისხის მახასიათებლები და კრიტერიუმები

ატამზე მოთხოვნა დიდია, რასაც მაღალი SSC (ხსნადი მშრალი ნივთიერება) აქვს. საერთო მჟავიანობა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სამომხმარებლო ბაზარზე. საშუალო პერიოდის ატმებისათვის, მინიმუმ 11% SSC და TA ≤ 0.7% არის ნორმა, რათა მომხმარებელთა 80% დაკმაყოფილდეს. ატამი, რომლის რბილობის სიმკვრივე არის 9-13.5 ნიუტონის ძალა (2-3 lbf (ფუნტ–ძალა=4.45N-ს ნიუტონს), ითვლება მწიფედ და მოსაკრეფად მზად. ასევე, მაღალია მოთხოვნა ატამზე, რომლის რბილობის სიმკვრივის მაჩვენებელია < 27-36 N(6 – 8 lbf).

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები

კალიფორნიაში მოსავლის აღების დრო ატმის კანის ფერის ცვლილების მიხედვით განისაზღვრება. ჯიშების უმეტესობაში მწვანე ფერი გადადის ყვითელში.  ფერების სკალა  გამოიყენება თითოეული ჯიშის სიმწიფის დასადგენად, გარდა თეთრრბილობიანი  ჯიშებისა. კალიფორნიაში გამოიყენება ორეტაპიანი სიმწიფის სისტემა: 1) აშშ-ს მწიფე (მინიმალური საკრეფი სიმწიფე) და 2) კარგად დამწიფებული და/ან მოსახმარი სიმწიფე. იმ ჯიშებში, რომლის კანის ძირითადი ფერი წითელია (დამწიფებამდე), რეკომენდებულია ხილის სიმკვრივის  გაზომვა. მაქსიმალური  სიმწიფე  განისაზღვრება რბილობის მინიმალური სიმკვრივის მიხედვით (რომელიც იზომება 8 მმ თავაკის მქონე პენეტრომეტრით ), ანუ როცა ხილის მოკრეფა ხარისხის გაუარესების  გარეშე შეიძლება.  გასათვალისწინებელია, რომ დაბეჟვის მიმართ მგრძნობიარობა  იცვლება ჯიშების მიხედვით.

ხარისხი, ზომა და შეფუთვა

ხილი ხელით იფუთება და ლაგდება ჩანთებში, კალათებში  ან  სატრანსპორტო კონტეინერებში. შემდეგ ხილითვე იტვირთება ტრაილერებზე, რომლებიც ბაღში ხის რიგებს შორისაა გაჩერებული. თუ ხილი იკრიფება  შიდა ტარაში, ეს ტარა პირდაპირ თავსდება  კონტეინერებში. ატამი ბაღიდან გადააქვთ სპეციალურ  შესაფუთ საწყობში და იქ აგრილებენ მოსავლის აღებისთანავე.  შესაფუთ საწყობში ხილს გადმოცლიან (ძირითადად, მშრალად) და ასუფთავებენ. სორტირება ხდება ვიზუალური დეფექტების მიხედვით და  ზოგჯერ ხილს, რომელსაც კანის ფერი მკვეთრი აქვს, მაღალხარისხიან  შეფუთვაში ათავსებენ. დახარისხების  ეტაპზე დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმის შემთხვევაში, რადგან ატამი, შეიძლება სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის შეგვხვდეს.  ატმები იზომება წონით ან ზომით. ყვითელრბილობიანი ატმების უმეტესობა თავსდება ორფენიან  ყუთებში. პატარა ზომის, ყვითელრბილობიანი ატმები მოცულობის მიხედვით ხარისხდება.  თეთრრბილობიანი მწიფე ატმები ხის 1-რიგიან ყუთებში თავსდება.  გადამწიფებული  ატმების მცირე რაოდენობა წარმოების/გადამუშავების ადგილას იფუთება. ისინი შემდეგ ტრაილერებს გადააქვთ საწყობამდე. დამხარისხებელი მუშახელი, ვინც ატამს ალაგებს ყუთებში, პირდაპირ კალათებიდან ირჩევს შესაბამისი ზომის, ხარისხის ატმებს და ათავსებს მათ პლასტმასის სინებზე.

შენახვის ოპტიმალური პირობები

ოპტიმალური ტემპერატურაა -1 – 0° C (30.5-32° F). გაყინვის ეტაპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენია ხსნადი მშრალი ნივთიერება  SSC და რა ტემპერატურაა (-3 – -1.5° C (26.5 – 29.5°F). ტენიანობა  უნდა იყოს 90-95%  და ჰაერის  ცირკულაციის  სიჩქარე დაახლოებით 50 კუბური ფუტი 1-3 წუთში (ფტ /წთ=0.028316846592მ /წთ, საწყობში). უშუალოდ ბაღებში, ხილი შეიძლება გაცივდეს რეზერვუარებში ინტენსიური ჰაერნაკადის გაგრილებით ან ჰიდროგაგრილებით. რეზერვუარებში გრილი ჰაერი სპეციალური გვირაბით ან  მილები შედის.  ჰიდრო გაგრილება, როგორც წესი ხდება კონვეირის ტიპის ჰიდრო ქულერით. ხილი მინდვრის რეზერვუარებში შეიძლება გაგრილდეს საშუალო ტემპერატურაზე  5- 10° C (41-50°F), იმის გათვალისწინებით, რომ დახარისხება და შეფუთვა  მეორე დღესვე განხორციელდება. თუ შეფუთვა გვიანდება, მაშინ ხილი უფრო კარგ გაგრილეoბას საჭიროებს რეზერვუარებში, დაახლოებით 0°C (32 F) ტემპერატურაზე. იმ ჯიშების შემთხვევაში, რომელთაც რბილობის შიდა გამუქება–დაზიანება ახასიათებთ, რეკომენდებულია სწრაფი გაცივება (8 საათში) და ტემპერატურის 0°C (32°F) შენარჩუნება. კონტეინერებში ჩატვირთული ატამი უნდა გაგრილდეს   ჰაერის  ინტენსიური ნაკადის გაგრილების მეთოდით, დაახლოებით 0°C (32°F) ტემპერატურაზე. იმის მიუხედავად, რომ ატამი წინასწარ სათანადოდ გაგრილდება, შეფუთვის ეტაპზე მაინც დაიწყებს გათბობას, ამიტომ საჭიროა დამატებითი გაგრილება შეფუთვის შემდეგაც.

კონტროლირებული ატმოსფეროს (CA) პირობებში  გასათვალისწინებელი ფაქტორები

საწყობში და ტრანსპორტირებისას ატმოსფეროს კონტროლის მთავარი უპირატესობაა ხილის სიმკვრივის და ფერის შენარჩუნება. 6% O + 17% CO , 0°C – ეს არის ჰაერის რეგულირების რეკომენდებული 2 2 რეჟიმი, რომელიც ხილს ტრანსპორტირებისას შიდა გამუქებისგან  დაიცავს, თუმცა  მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია ჯიშზე, მოსავლის აღების წინა ფაქტორებზე, ტემპერატურაზე, ბაზარზე გაჩერების  დროსა და ტრანსპორტირების დროზე. დიდი ზომის ,,ელეგანტ ლედი“ და ,,ოჰენრის“ ჯიშის ატმები კარგად ძლებენ 0°C ტემპერატურაზე და რეჟიმზე – 6% O +17% CO. ხილის ზომა, საწყობში  ატმოსფეროს 22 კონტროლი და ტემპერატურა გავლენას ახდენს  სიცივისაგან წარმოშობილი დაზიანებების განვითარებაზე. წვრილი  ატმები, რომლებიც ინახება 0°C-ზე, უფრო დიდ ხანს ძლებენ ბაზარზე, ვიდრე მსხვილი  ატმები.  3,3 °C-ზე ატმის  მსხვილი ჯიშები ,,ელეგანტ ლედი“ და ,,ოჰენრი“ კალიფორნიაში დაზიანდა შიდა გამუქებით.

თუ ხილის სიმკვრივეა < 27 N (6 lbf ), იგი უნდა დაიდოს ცივ დახლზე. თუ სიმკვრივეა > 27 N (6 lbf), მაშინ მშრალ მაგიდაზე.

საცალო ვაჭრობის ობიექტში განთავსების პირობები

სიცივის მიმართ  მგრძნობიარობა

როგორც  საშუალო სეზონის, ისე  საგვიანო ატმის ჯიშებიც სიცივე განსაკუთრებით აზიანებს. სიცივისაგან მიღებული დაზიანება სწრაფად ვითარდება მაშინ, როცა ხილი ინახება 2.2-7.6°C (36-45°F) ტემპერატურაზე, იმათთან შედარებით, რომლებიც ინახება 0°C (32°F)  ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

ეთილენის წარმოქმნა და  მგრძნობიარობა მის მიმართ

ქვემოთ მოცემული ცხრილის  დიაპაზონის ქვედა მაჩვენებელი ეხება საკრეფ სიმწიფეს მიღწეულ  ხილს, ხოლო ზედა  მაჩვენებლები ეხება მოსახმარ სიმწიფეში მყოფ  ნაყოფებს.

ტემპერატურა μl C2H4 kg-1 h-2

 

0oC 0,1-5
5o 0,2-10
10oC 0,5-50
20oC 0,10-160

ზოგადად, ატამი, რომელიც ,,კარგად-დამწიფებული“ (უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ს საკრეფი სიმწიფის ფაზა) იკრიფება, სათანადოდ დამწიფდება ეთილენის გამოყენების გარეშეც. ბევრი ჯიშის შემთხვევაში, ეთილენის გამოყენება ხილზე, რომელიც საკრეფ სიმწიფეშია,  ნელა და ერთგვაროვნად დაამწიფებს ხილს.

ტემპერატურა mg CO2 kg-1 h-1
0 oC 4 – 6
10 oC 16-24
20 oC 64 – 110

იმისათვის, რომ მიიღოთ მლ კგ სთ ,მგ/კგ სთ ,  გაყავით 2.0-ზე 0°C (32°F),  1.9 -ზე 10°C (50° F),  ხოლო 1.8-ზე – 20° C(68°F). -1 -1სითბოს გამომუშავების  გამოსათვლელად, მგ/კგ- სთ გაამრავლეთ 220-ზე და მიიღებთ BTU-ს -1 -1(ბრიტანული თერმული ერთეული) ერთ ტონაზე ერთ დღეზე; ხოლო თუ  მგ/კგ- სთ -ს გაამრავლებთ 61ზე,  მიიღებთ კილოკალორიას ერთ მეტრულ ტონაზე ერთ დღეზე.

ეთილენის წარმოქმნა და  მგრძნობიარობა მის მიმართ

ქვემოთ მოცემული ცხრილის  დიაპაზონის ქვედა მაჩვენებელი ეხება საკრეფ სიმწიფეს მიღწეულ  ხილს, ხოლო ზედა  მაჩვენებლები ეხება მოსახმარ სიმწიფეში მყოფ  ნაყოფებს.

ფიზიოლოგიური დარღვევები

ნაყოფის რბილობის გამუქება-დაზიანება ან/და სიცივის დაზიანებები არის მთავარი ფიზიოლოგიური მიზეზი, რაც ხილის გაფუჭებას იწვევს. ნაყოფის რბილობის გამუქება-დაზიანებას, ზოგადად უწოდებენ დაბალი ტემპერატურის ან სიცივით დაზიანებას. დაავადების სიმპტომებია მშრალი, ფქვილოვანი მასა, ან უხეში ქსოვილის რბილობი, ან კურკის გაყავისფრება; გაუფერულება კურკამდე. ზოგი ჯიშის შემთხვევაში, გულის მკვეთრი წითელი ფერი, რომელიც კურკიდან მოდის, შეიძლება ამ პრობლემასთან ასოცირდეს.  ყველა ამ შემთხვევაში იკარგება არომატი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვიზუალური სიმპტომები გამოჩნდება. თუმცა, ჯიშების მიხედვით განსხვავებულია ამ ფიზიოლოგიური დარღვევის მიმართ მიდრეკილება. ზოგადად, ამ დარღვევის მიმართ ატმის ჯიშები უფრო არიან მიდრეკილი,  ვიდრე ნექტარინის ან ქლიავის ჯიშები. გადაზიდვის მომენტში ხილი უნდა გაცივდეს და ინახებოდეს 0° C-ზე (32° F) დაბალ ტემპერატურაზე. ტრანსპორტირების დროს, თუ  ჯიშები, რომელიც მიდრეკილია რბილობის გამუქებისადმი, ინახება 5° C (41° F) ტემპერატურაზე, მათი მოსავლის შემდგომი შენახვის  ხანგრძლივობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.  გამოცდილია  რამდენიმე სახის  შესხურება, რაც ამ დაავადებას  შეამცირებდა ან შეზღუდავდა. ამ მეთოდებს შორის კალიფორნიაში ყველაზე მეტად გაამართლა  წინასწარი დამწიფების მეთოდმა (დასაწყობებამდე). რეგულირებული ატმოსფეროს  რეჟიმის (17% CO + 6% O ) ეფექტურობა დამოკიდებულია ატმის 2 2 ჯიშზე, ბაზარზე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, გადაზიდვის დროსა და ხილის ზომაზე.

კანის ლაქობრივი გაშავება არის კოსმეტიკური პრობლემა, რომელიც მხოლოდ კანს აზიანებს. ეს დაავადება ხასიათდება შავი/ყავისფერი ლაქებითა და ზოლებით. სიმპტომები  მოსავლის აღებიდან 24-48 საათში ჩნდება.  კანზე ლაქები დაბეჟილობით და ლითონებზე (რკინა, სპილენძი ან ალუმინი) შეხების გამო ჩნდება, რაც ძირითადად, თავს იჩენს ხილის მოკრეფისას ან გადაზიდვის დროს, თუმცა, შეიძლება სხვა ეტაპებზე გამოჩნდეს მოსავლის შემდგომი დამუშავების დროს. დაავადების რისკს ამცირებს შემდეგი ღონისძიებები: ხილთან ფრთხილი  მოპყრობა, მოკლე მანძილზე გადაზიდვა, შეწამვლაზე უარის თქმა მოსავლის აღებამდე 15 დღის განმავლობაში და მოსავლის აღების შემდეგ სოკოვანი ინფექციების შეწამვლის ინტერვალებზე შესაბამისი გაიდლაინების დაცვა.

ყავისფერი სიდამპლე  Brown Rot   Monilinia fructicola არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსავლის აღების შემდგომი დაავადება ატმის ჯიშებში. ინფიცირება იწყება ჯერ კიდევ ყვავილობისას. ხილის ლპობა, შეიძლება, მოსავლის აღებამდე დაიწყოს. დაავადების კონტროლის სტრატეგიებია: ფუნგიციდების გამოყენება და მოსავლის აღების შემდეგ დაუყოვნებელი გაციება. გარდა ამისა, ფუნგიციდებით შეწამვლა, შეიძლება მოსავლის აღების შემდეგაც გახდეს საჭირო. ნაცრისფერ ობს იწვევს Botrytis cinerea. იგი შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს  გაზაფხულის წვიმიან ამინდში. ასევე, შეიძლება გაჩნდეს საწყობში, თუ ხილი დაზიანდება მოსავლის აღების და დასაწყობების დროს. ეფექტური კონტროლის საშუალებებია მექანიკური დაზიანებების თავიდან აცილება და  ოპტიმალური ტემპერატურის  შესაბამი მართვა

სიდამპლის  Rhizopus Rot  გამოწვეულია Rhizopus stolonifer-ს მიერ. იგი შეიძლება გაჩნდეს მწიფე ან ნახევრად მწიფე ატმებზე, თუ ისინი ინახება 20 -25°C (68 – 77°F) ტემპერატურაზე. გაგრილება და ხილის შენახვა  5°C-ზე (41°F) დაბალ ტემპერატურაზე ეფექტურ შედეგებს იძლევა.

კარანტინთან დაკავშირებული საკითხები

იმის გამო, რომ ისეთი მწერები, როგორებიცაა Conotracherlus nenuphar (ქლიავის ხოჭო), Cydia pomonella (ვაშლის ნაყოფჭამია), Rhagoletis pommonella (ვაშლის ბუზი) და Tetranychus pacificus (წყნარი ოკეანის აბლაბუდა ტკიპა), არ არის გავრცელებული აშშ–ს საიმპორტო ბაზარზე, დაწესებულია  ფიტოსანიტარული შეზღუდვები. ეგზოტიკურ მავნებელთა კარანტინთან დაკავშირებული პრობლემები ეხება იმპორტირებულ ან ექსპორტირებულ ატმებს. თუმცა, ეს პრობლემები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. იმპორტის მოთხოვნებთან დაკავშირებულ  მოთხოვნებს ადგენს APHIS (სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახური). ისინი  ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ექსპორტიორებს ეხმარება სამიზნე ბაზრებზე დადგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. APHIS-მა, მცენარეთა სახელმწიფო საბჭოსთან ერთად, შეიმუშავა მონაცემთა ბაზა, რომელსაც ეწოდება ,,იქსერპტი“. იგი კონტროლს ახორციელებს ფიტოსანიტარულ მოთხოვნებზე თითოეულ ქვეყანაში. ასევე ახორციელებს ფიტოსანიტარულ ინსპექტირებას და გასცემს სერტიფიკატებს, სადაც წერია, რომ ატამი არ არის დაზიანებული მავნებელი მწერებისაგან.  ეს სერტიფიკატი  ეხმარება უცხო ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ატმების შემთხვევაში, ფიტოსანიტარული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, სამი მთავარი გზა არსებობს: ინსპექტირება გადაზიდვამდე (მათ შორის დაბეჭდილი კონტეინერების სკანირება), მეთილის ბრომიდით შეწამვლა (აკრძალულია ამჟამად) და სისტემური მიდგომა.  კალიფორნიიდან ტაივანში ატმების იმპორტისათვის საჭიროა ფიტოსანიტარული სერტიფიკატი. ატამი არ უნდა იყოს დაზიანებული Anarsiaineatella (ატმის ფარვანა), Conotracherlusnenuphar (ქლიავის ცხვირგრძელა), Cydiapomonella( ვაშლის ნაყოფჭამია), Erwiniaamylovora(fire bright), Rhagoletis pomonella (ვაშლის ბუზი), Tetranychuspacificus (წყნარი ოკეანის აბლაბუდიანი  ტკიპა) და Ceratitis capitata (ხმელთაშუაზღვისპირა ხილის ბუზი). თუ ეს პირობები ვერ დაკმაყოფილდება, ხილი უნდა შეიწამლოს გადაზიდვამდე. შეწამვლის დეტალები უნდა ჩაიწეროს ფიტოსანიტარულ სერტიფიკატში.

ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს კალიფორნიული ატმების ბრიტანულ კოლუმბიაში (კანადის პროვინცია) იმპორტირებისათვისაც ითხოვენ. სერტიფიკატში უნდა ეწეროს, რომ ხილი არ არის დაზიანებული Cydia molesta (აღმოსავლური ხილის ნაყოფჭამია).  გარდა ამისა, სერტიფიკატში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ ხილის წარმოება და ინსპექტირება შეესაბამება APHIS და CFIA-ს გაიდლაინების სისტემების მიდგომას. ხილის იმპორტი შეუზღუდავია კანადის სხვა პროვინციებში. მსგავსი პროგრამა APHIS და SAGAR/CONASAG/DGSV,  არსებობს მექსიკაში. პროგრამის მიზანია იმპორტის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა იმისა, რომ ატმები და ვაშლატამა არ იყოს დაზიანებული შემდეგი მავნებლებისაგან: Cydia molesta (აღმოსავლური ხილის ჩრჩილი), Conotracher lusnenuphar (ქლიავის ცხვირგრძელა), Rhagoletis pomonella (ვაშლის ბუზი) და ხილის ბუზები (tephritdae). აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ატმებს ზოგჯერ ფუნგიციდებით, მეთილის ბრომიდით (აკრძალულია ამჟამად) შეწამლავენ საბაჟო ჩასვლის პუნქტში. შეწამვლა ხდება APHIS-ს მიერ დადგენილი გრაფიკით. ეს არის მავნებელი მწერების ქვეყანაში შესვლის პრევენცია.

ვარგისიანობა ნედლად დასაჭრელად

ნედლი ატმის ნაჭრების მოსამზადებლად ოპტიმალური სიმწიფე და რბილობის სიმკვრივე აღწევს 1327 N (3-6 lbf).  ნაჭრები ისეთ პირობებში ინახება, რომ საკვები ღირებულებები 2-8 დღე შეინარჩუნოს (გააჩნია ჯიშს). კერძოდ, შენახვის რეჟიმი იქნება 5° C (41° F), 90 – 95% RH(ფარდობითი ტენიანობა). თუ დაჭრის შემდეგ ატმის ნაჭრები ჩალაგდება ასკორბინის მჟავის და კალციუმის  ლაქტატის ხსნარში, ატმის საკვები ღირებულება ხანგრძლივად შენარჩუნდება.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ფაქტორები:

რადგან ატამი არის კლიმაქტერული ხილი, იგი იკრიფება, როცა მინიმალურ ან საკრეფ  სიმწიფეს მიაღწევს, თუმცა ბოლომდე მწიფე არ უნდა იყოს (ანუ უკვე საჭმელად გამზადებული). დამწიფების პროცედურა მოხმარებამდე ხდება.  მომხმარებელთა უმეტესი ნაწილს მოსწონს მხოლოდ კარგად  მწიფე ნაყოფი. როგორც წესი,    მომხმარებელი უკმაყოფილოა, როდესაც  მიირთმევს დაუმწიფებელ  ხილს, თუნდაც ის ძალიან მაღალი ხარისხის იყოს. არსებობს დამწიფების დეტალური პროტოკოლი გადამზიდავებისათვის, საცალო მოვაჭრეებისათვის, საწყობის მენეჯერებისა და წარმოების მენეჯერებისათვის.

სიმწიფის სტადიები და მახასიათებლები:

 

1.მკვახე ,

2.ნახევრადმკვახე,

3.დაუმწიფებელი,

 4.მწიფე.

 

 

კარლოს ჰ. კრისოსტო,

 ადელ ა. კადერი,

პომოლოგიის დეპარტამენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, კალიფორნიის შტატი,

PS. სახელმძღვანელო ნათარგმნია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში