დარგებიმებაღეობამემცენარეობა

ავოკადო (Persea americana)

ავ­ოკ­ა­დო ეკ­უთ­ვნის დაფ­ნი­სებრ­თა ოჯ­ახს. სამ­შობ­ლოდ ით­ვლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ამ­ერ­ი­კა და მექ­სი­კა, სა­დაც ის გვ­ხვ­დე­ბა ტყე­ებ­ში, ვე­ლურ მდგო­მა­რე­ობ­ა­ში. ავ­ოკ­ა­დო ძვირ­ფა­სია დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის (30%-მდე) ცხი­მე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გა­მო. ნა­ყოფ­ში მშრა­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ის შედ­გე­ნი­ლო­ბით მას შე­ედ­რე­ბა მხო­ლოდ ბა­ნა­ნი, რო­მე­ლიც მშრალ ნივ­თი­ერ­ებ­ას 25%-მდე შე­იც­ავს. ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნა­ყო­ფის ჯიშ­ზე და სიმ­წი­ფე­ზე. ჩვენ­ში გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი ავ­ოკ­ად­ოს ჯი­შე­ბი – პი­ებ­ლა და ფუ­ერ­ტე – 20% ცხიმს შე­იც­ავ­ენ, პრო­ტე­ინ­ის შე­მად­გენ­ლო­ბა 2 % აღ­წევს. შაქ­­­რებს სრუ­ლე­ბით არ შე­იც­ავს ან შე­იც­ავს მცი­რე რა­ოდ­ენ­ობ­ით (0,5-1%-მდე).

ავ­ოკ­ა­დო მა­რადმ­წვა­ნე სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რეა. სიმაღ­ლით 14-17 მეტრამდე. ხის კრონა სხვადასხვა ფომისაა პირა­მიდულიდან დაწყებული გაშლილ ფორმამდე. ხე მარადმ­წვანეა, თუმცა ზოგიერთი ჯიში ყვავილობის დროს რამ­დენიმე ხნით იცვენს ფოთლებს. ფოთლის ფირფიტა კიდემთ­ლიანია, სხვადასხვა ფორმის. ნორჩი ფოთლები სხვადასხვა ფერისაა – მოწითალოდან ბრინჯაოსფერამდე. გაზრდილი ფოთოლი კაშკაშა მწვანე ფერისაა. ყვავილები ორსქესიანია, წვრილი, მკრთალი მომწვანო ფერის ან მოყვითალო, კენწ­რული მტევნებად შეკრებილი. ნასკვი ერთბუდიანია, ერთი თეს­ლ­კვირტით.

ნაყოფი კენკრაა, სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, ბოთლისებრი და სხვა. ნაყოფი ცვალებადობს აგრეთვე ზომის მიხედვით – მსხვილი ზეთისხილის ზო­მიდან დამთავრებული მსხვილი მსხლის ზომამდე, რომელიც წონით 1 კგ-მდე აღწევს. ნაყოფის გარეგანი შეფერ­ვა შეიძლება იყოს: ღია მოყვითალო-მწვანე, წაბლისფერი, მიხა­კისფერი, მოწითალო-მიხაკისფერი და მეწამული შავი ფერისაც კი. რბილეული კარაქის მსგავსი კონსისტენციისაა, ნაზი გემოთი, კრემის ფერიდან კაშკაშა ყვითელ ფერამდე. ყოველი ნაყოფი შეიცავს ერთ დიდი თესლს, რომელიც ჯიშის მიხედვით სხვადასხვა ფორმისაა. თესლი დიდია და იკავებს მთე­ლი ნაყოფის 50%-მდე. ლებანი ორია, ზოგჯერ სამიც, როგორ, მაგალითად მექსიკური ავოკადოს შემთხვევაში.

წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით ავკადო იყ­ო­ფა სამ ჯგუ­ფად: მექ­სი­კუ­რი, გვა­ტე­მა­ლუ­რი და ვეს­ტინ­დუ­რი. ამ­ათ შორის ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა მექ­­სი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის ავ­ოკ­ა­დო, რო­გორც ყინ­ვის შე­და­რე­ბით კარ­გი ამ­ტა­ნი სა­ხე­ო­ბა.

შავი ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში ავ­ოკ­ად­ოს ჯი­შე­ბი შე­მო­ტა­ნილი იყო ყო­ველ­გვა­რი შეს­წავ­ლის გა­რე­შე, ამ­იტომ პირ­ველ ხა­ნებ­ში მცე­ნა­რე და­იღ­უ­პა. რამ­დე­ნი­მე ჯი­ში კარ­გად შე­ეგ­უა ჩვენს კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, მი­ვი­და სრულმსხმოიარებამდე და მო­სა­ვა­ლიც კარ­გი მი­იღ­ეს. ამ ჯი­შებს ეკ­უთ­ვნი­ან: მექ­სი­კო­ლა, შა­ვი ჩი­ტი (ბლეკ­ბერდ), გან­ტერ, დუკ, კლი­ენ­ტე, ნორ­ტოპ, პუ­ებ­ლა და ფუ­ერ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შე­ბი­დან ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი­სათ­ვის პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­უკ­ეთ­ე­სო ჯი­შე­ბია: მექ­სი­კო­ლა, პუ­ებ­ლა და ფუერ­ტე. რო­მე­ლიც ჩვენ­ში შე­მო­იტ­ან­ეს გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 30-იან წლებ­ში.

ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში თი­თო­ე­უ­ლი ხე იძ­ლე­ვა 200-500 ცალ მსხლი­სებ­რი ფორ­მის ნა­ყოფს, იწ­ონ­ის 200-400 გ-ს და ნა­ყოფს კა­ნი უფ­რო სქე­ლი აქვს, ვიდ­რე ზე­მოთ აღ­წე­რილ ჯი­შებს. კა­ნის ზე­და­პი­რი მწვა­ნე და ხორ­კლი­ან­ია. პა­ტა­რა თეს­ლი აქვს, იწ­ონ­ის 30-35 გ-ს, რაც ნა­ყო­ფის წო­ნის 10-12 %-ს შე­ად­გენს. მწიფ­დე­ბა გვი­ან, თე­ბერ­ვალ-აპ­რილ­ში. არ­არ­ეგ­ულ­არ­ულ­ად მსხმო­ი­არ­ობს.

პუნებლა – ეს ჯიში ყინვაგამძეობით გამოირჩევა. საჭი­როებს დამამტვერიანებელს. ნაყოფი ფორმით უკუ­კვერც­ხისებურია. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბი­ლეუ­ლს. რბილობი შეიცავს 18-19% ცხიმს. მწიფდება დეკემბერ-თებერვლამდე. ნაყოფის წონაა 300-350 გრამია.

ფუერტე – ნაყოფი პირამიდულად წაგძელებული ფორმისაა, კანი თხელია ად ადვილად სცილდება რბილობს. თესლი არ არის დიდი. ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ადრეული და უხ­ვი მსხმოიარობით. ნაყოფები მწიფდება გვიან შემოდ­გო­მიდან დაწყებული გაზაფხულამდე. შეიცავს 28-30% ცხიმებს, ნაყო­ფი იწონის 250-350 გ-მდე. ახასიათებს დაბალი ყინ­ვაგამძლეობა.

ყველაზე ადრეულ ჯიშად ითვლება ბლეკბერდი, რომლის ნაყოფებიც მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრამდე.

ავ­ოკ­ა­დო მსხმო­ი­არ­ობ­ას იწ­ყებს დარ­გვის შემ­დეგ მე- 4-5 წლი­დან, მი­სი დამ­ტვერ­ვა მე­ტად რთუ­ლია. მა­თი მტვრი­ან­ე­­­ბი და ბუტ­კო ერ­თდრო­ულ­ად არ მწიფ­დე­ბი­ან, რის გა­მოც გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია დამ­ტვერ­ვა. ის ჯვა­რე­დი­ნად დამმ­ტვე­რა­ვი მცე­ნა­რეა. ავ­ოკ­ა­დო ყვა­ვი­ლო­ბას იწ­ყებს აპ­რილ­ში და გრძელ­დე­ბა მა­ის­ის ბო­ლომ­დე. მსხმო­ი­არ­ობ­ის­ათ­ვის ერთ მა­­სივ­ზე რგა­ვენ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ობ­ას.

ავ­ოკ­ა­დო მრავლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად – მყნო­ბით. მი­სი თეს­ლი კარ­გი აღ­მო­ცე­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბ­ა.

თეს­ვა წარ­მო­ებს სათ­ბუ­რებ­ში ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ კვლებ­ში. თეს­ლი მი­წა­ში თავ­სდე­ბა ფუ­ძით და ნა­წი­ლობ­რივ იფ­არ­ე­ბა მი­წით. სა­ნერ­გე­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ნერ­გე­ბი ირ­გვე­ბა მწკრივ­ში ერ­თი­მე­ორ­ის­აგ­ან 40X80 სმ-ით. თეს­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ახ­ა­ლი ჯი­შე­ბის მი­სა­ღე­ბად, ან სა­ძი­რედ კულ­ტუ­რუ­ლი ჯი­შე­ბი­სათ­ვის. ავ­ოკ­ა­დო არ მრავლ­დე­ბა კალ­მის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით. მის მყნო­ბას ატ­არ­ებ­ენ მა­ის­ში ან აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში 0,5-1,5 სმ სიმ­სხოს სა­ძი­რე­ებ­ზე, რო­დე­საც მათ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი წვე­ნის მოძ­რა­ობ­აა. სა­ნამ­ყე­ნე კვირ­ტებს იღ­ებ­ენ ერ­თწლი­ა­ნი ტო­ტე­ბი­დან. მყნო­ბას ატ­არ­ებ­ენ იმ­ა­ვე წე­სით, რო­გორც ციტ­რუ­სო­ვან კულ­ტუ­რებ­ზე. სტან­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნი­სათ­ვის სა­ჭი­როა 1-2 წე­ლი.

ავ­ოკ­ა­დო კარ­გად იზრ­დე­ბა ღრმა ალ­უვ­ი­ურ ნი­ად­აგ­ებ­ზე. დარ­გვამ­დე ნი­ად­ა­გი იხ­ვნე­ბა 18-20 სმ სიღრ­მე­ზე და დარ­გვამ­დე ერ­თი თვით ად­რე მზად­დე­ბა ერ­თი მეტ­რის სი­გა­ნი­სა და 40 სმ სიღრ­მის ორ­მო­ე­ბი. მცე­ნა­რეთა შორის მან­ძი­ლე­ბია: რი­გებს შო­რის 6-8 მ და მცე­ნა­რე­თა შო­რის რი­გებ­ში 5-6 მ. დარ­გვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს ჯი­შე­ბის გან­ლა­გე­ბა, რაც აუც­ილ­ებ­ელ­ია დამ­ტვერ­ვი­სათ­ვის. დარ­გვის სა­უკ­ეთ­ე­სო დრო გა­ზაფ­ხუ­ლია.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი