როგორ გავანდგუროთ შემოდგომა-ზამთარში  დაავადებათა გამომწვევი მავნე მიკროორგანიზმები

     ცნობილია, რომ ვაზის შტამბს, ანუ მრავალწლიან ნაზარდს ძველი კანი უსკდება და ძვრება, ანუ ახალსა და ძველ კანს შორის ჩნდება სივრცე, რომელიც ვაზის დამასნებოვნებელი მიკროოტგანიზმების გამოსაზამთრებლად კარგი თავშესაფარია. ამიტომ იყო და არის, რომ ყველა მეცნიერ-სპეციალისტი და გამოცდილი მევენახე ყოველთვის გირჩევდათ, რომ ვაზის შტამბს ძველი კანი გააცალოთ და შტამბის შიშველ კანზე ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და ათასი ჯურის მავნებელი, ვეღარ დაიბუდებს.

ამ პრობლემის ასეთი სახით გადაწყვეტა რა თქმა უნდა დიდი შეცდომაა, რადგან თუ ყველა ეს მავნებელი ვაზის შტამბზე ბუდეს ვერ მონახავს, ამით ზამთარში თავს არ გაიყინავს, სხვაგან წავა, იქ გამოიზამთრებს, გაზაფხულზე დაბრუნდება და ახლად გაღვიძებულ ვაზს შეესევა, ამიტომ უმჯობესია მათ განადგურებაზე ვიფიქროთ და არა მათი ბუდეების მოშლაზე. მათი განადგურებისათვის კი სწორედ მათი ვაზის შტამბზე დაბუდებაა კარგი, რადგან ვიცით სად არიან ისინი, ამიტომ ვაზის შტამბს კანი კი არ უნდა მოვაშოროთ, პირიქით შტამბზე, რაც შეიძლება მეტი გამოსაზამთრებელი ბუდე უნდა გავაკეთოთ მათთვის.

      ნოემბრის ბოლოს ვაზს ფოთოლი გაცვენილი აქვს, საკმაოდ ცივა და ვაზის დამასნებოვნებელი ყველა მიკროორგანიზმი გამოსაზამთრებლად ვაზის შტამბზეა დაბუდებული. სწორედ ეს დრო, ანუ ნოემბის ბოლოდან გაზაფხულის სითბოს დადგომამდეა, მათ გასანადგურებლად კარგი. ამიტომ აირჩიეთ არა ყინვიანი დღე და ვაზის შესაწამლი ზურგის აპარატით (დაბალი ნაპორით) შეწამლეთ ვაზის შტამბი, ისე, რომ შტამბი მთლიანად ინდა იყოს დამბალი შხამქიმიკატში (გინახავთ ალბათ ადრე გაზაფხულზე გორის ხეხილის ბაღებში, როგორაა ლურჯად შეღებილი ხეხილის ყველა ტოტი). რაც შეეხება ვაზის ერთწლიან რქებს ისინი შეგიძლიათ არ შეწამლოთ. კარგია მანამდე ვაზის პირველად გასხვლას თუ გააკეთებთ, ანუ ყოფილ სანაყოფეს თუ შეაჭრით, ხოლო მომავალი წლის სამამულე-სანაყოფეს ზედმეტ კვირტებს დაუტოვებთ.

  რაც შეეხება გამოსაყენებელ შხამქიკატს, აქ უნივერსალური შხამქიმიკატი უნდა გამოიყენოთ, რომელიც ყველა დაავადებათა გამომწვევ მიკროორგანიზმებს, რომ ხოცავს, რათა ერთჯერ შეწამვლით მოამთავროთ საქმე. ასეთ უნივერსალურ და იაფ პრეპარატად პირადად წყალბადის ზეჟანგი მიმაჩნია, მის 05-1%-იან ხსნარს ვერცერთი ვირუსი, სოკო და ბაქტერია ვერ უძლებს, რადგან ის 10-12-ჯერ უფრო ეფექტურია გოგირდზე და ქლორზე. გვაქვს საშუალება წყალბადის ზეჟანგის 50%-იანი კონცენტრატი გაშოვნინოთ, რომლითაც ჰექტარი ვაზის შეწამვლას საშუალოდ 30 ლარად შეძლებთ. ასევე შეგიძლიათ აფთიაქებში შეიძინოთ 3%-იანი ზეჟანგის ხსნარი და გამოიყენოთ, მაგრამ ის გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.

რითაა კარგი ზამთარში ვაზის შტამბის შხამქიმიკატით შეწამლა? თუ ზამთარში ვაზის შტამბზე დაბუდებულ ყველა მავნე მიკროორგანიზმს გავანადგურებთ ცხადია, ვაზს გაცილებით ნაკლები მავნე მიკროორგანიზმი შეაწუხებს, ეს კი ნაკლები რაოდენობით შეწამვლას ნიშნავს, სადაც დიდი თანხები იზოგება.

   ჟორა გაბრიჭიძე,

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი