აგროსიახლეები

ავსტრალიელი მეღვინეები ქართული ვაზის ჯიშებს და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას საქართველოში გაეცნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე ავსტრალიური კომპანიის „Bentroad Winery” წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგია გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ავსტრალიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ავსტრალიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციის პოტენციალის გამოყენებას.

ღვინის კომპანია „Bentroad Winery” წლიურად 300,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

2018 წელს, კომპანიამ „Bentroad Winery” 15 ქართული ქვევრი შეიძინა და ავსტრალიაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის ღვინის დამზადება დაიწყო. გარდა საფერავისა, კომპანიაში ქვევრის ღვინოს ფრანგული თეთრი ყურძნის ჯიშებისგან ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაციას კი, როგორც ავსტრალიის, ისე, ამერიკის ბაზარზე ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მეღვინეობის „პი“ ორგანიზებით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიელი მეღვინეები ქართლში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებლებს ეწვივნენ. ავსტრალიელი მეღვინეები დაინტერესებული არიან ქართული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიით და ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით.