დარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის ნაცარი (Uncinula necator)

ვაზის ნაცარი ვაზის საშიში და მეტად გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. იგი გავრცელებულია თბილი და მშრალი კლიმატის რეგიონებში, განსაკუთრებით როდესაც ჰაერის ტემპერატურა 20-250C, (დაავადება 100C გრადუსზე დაბალ ტემპერატურის დროს არ ვითარდება), ხოლო ჰაერის ტენიანობა 60-80%-ია. 

ნაცარი ანუ იოდიუმი აავადებს ვაზის ყველა ორგანოს, გარდა შტამბისა: ყვავილედს, მტევანს, ფოთლებს, ნაზარდს.

ვაზის ნაცარი 222222222222222222222222222222

დაავადებული ყლორტი

ფოთოლიზე ორივე მხარეს წარმოიქმნება მონაცრისფრო ფიფქით დაფარული ქლოროტიული პატარა ლაქები, რომლებიც იზრდება, ერთდება და ზოგჯერ ფარავს მთელ ფოთოლს. ფოთოლის ძლიერი დაავადებისას იგი თანდათან ყვითლდება, ხმება და შეიძლება მისი გაცვივნაც გამოიწვიოს. უფრო მეტად ავადდება ახალგაზრდა ფოთოლი. იგი აჩერებს ზრდას, ნაოჭდება, ყვითლდება,  ხმება და ცვივა.

ყლორტი ავადდება ხელსაყრელი პირობების დადგომისას.  ზაფხულში პირველად მუხლებთან  და შემდეგ კი მუხლთაშიორისებთანაც ვითარდება მუქი ნაცრისფერი სხვადასხვა ზომის გაფანტული ლაქები. ყლორტზე ნაცრის  ვეგეტაციის დასაწყისში განვითარებისას ვაზი ზრდას აჩერებს, სუსტდება და ხმება. თანაყვავილედი მუქდება იღებს მოშავო ფერს და ცვივა.

3043 3043

დაავადებული ახალგაზრდა ფოთოლი

ნაყოფის დაავადება ყველაზე სახიფათო და ზარალის მომტანია. მარცვალი ავადდება ყველა ფაზაში, გამონასკვიდან შეთვალებამდე. დავადებისას ხდება მარცვლის კანის გახევება, კანის უჯრედები აღარ იზრდებიან, უჯრედების ზრდის შედეგად ხდება წვენის კანზე მიწოლა, რის შედეგადაც მარცვლები სკდება. მარცვლების გასკდომა ხშირად იმდენად დიდია, რომ მის გულში არსებული წიპწაც ჩანს ხოლმე. ამ დროს მარცვალში ხდება წვენის ამოშრობა, იგი ჭკნება და ცვივა. შესაძლებელია დამსკდარი მარცვლები შერჩეს ვაზს და დამწიფდეს. ნესტიან ამინდში დამსკდარ  მარცვალში ხვდება სიდამპლის გამომწვევი ორგანიზმები და სიდამპლე საღ მარცვალზე გადადის.

ვაზის ნაცარი დიდი მავნეობის მომტანი დაავადებაა. ყვავილედისა და მტევანის დაავადებისას მნიშვნელოვნად მცირდება მოსავლიანობა. კლებულობს ყურძნის რაოდენობა,  დაავადებული მარცვლები ნორმაზე ნაკლებ შაქარს შეიცავს, რაც ღვინის ხარისხს აუარესებს.

ავადმყოფობის ძლიერი განვითარების დროს ტოტები არ იზრდება, სუსტდება და ბოლოს ხმება. ვაზის სუსტად დაავადების შემთხვევაში  ვაზის რქა არ კვდება, მაგრამ მთლიანად დასრულებას ვერ ასწრებს, ძნელად იტანენ ყინვებს, ინფექციურ დავადებებს.

ინფექციის გავრცელება ხდება გამომწვევი ორგანიზმის Uncinulanecator ნაყოფსხეულების – კლეისტოკარპიუმებისა  და დაზამთრებული მიცელიუმის საშუალებით, რომლებიც გვხვდება კვირტებში, ტოტებზე, დარჩენილ დაავადებულ მარცვლებზე.

ნინო ბოკერია

სოფლის მეურნეობის დოქტორი,   Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი,
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი