აგროსიახლეები

აზერბაიჯანი პომიდვრის და თხილის ექსპორტს საგრძნობლად ზრდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით ქვეყანამ 2020 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ექსპორტზე 154 980 ტონა პომიდორი, 397 338 ტონა ხილი და ბოსტნეული გაიტანა. ექსპორტირებული პომიდვრის და ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდის.

ექსპორტზე გატანილი პომიდვრის ღირებულებამ 167,8 მილიონი დოლარი შეადგინა. 2019 წლის ამავე პერიოდისთვის, აზერბაიჯანმა რუსეთში 142,3 მილიონი დოლარის ღირებულების 134 100 ტონა პომიდორი გატანა.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით პომიდორი აზერბაიჯანული ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მთლიანი ღირებულების 32,9% შეადგენს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ამ ქვეყნიდან რუსეთის ბაზარზე მიწოდებული პომიდვრის მოცულობა 3.7-ჯერ გაიზარდა და 2019 წელს 172.3 ათასი ტონა შეადგინა.

პანდემიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აზერბაიჯანმა რუსეთის ბაზარს 154,5 ათასი ტონა პომიდორი მიაწოდა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 15% -ით მეტია (134,5 ათასი ტონა).

ასევე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექსპორტზე 11 400 ტონა/69,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიტანა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 16 400 ტონა/88,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

ამას გარდა, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში  21 000 ტონამდე/15,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხურმა გაყიდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტირებული ხურმის მოცულობამ 27 000 ტონა/20,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა დინამიურად ვითარდება, ქვეყანა უკვე, თითქმის მთლიანად, იკმაყოფილებს მოთხოვნილებას მარცვლეულზე, მაქსიმალურად არის გაზრდილი რძის და ხორცპროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც.

წყარო: agbz.ru-ის მასალების მიხედვით