დარგებიმედიამედია ფერმერებისთვის TV

მცენარეთა დაცვა სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებაა

მემცენარეობა სოფლის მეურნეობის ძირითადი ღერძია და რომლის განვითარების გარეშეც სხვა დარგების წარმატება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, სადაც მნიშვნელოვანი წილი მცენარეთა დაცვას უკავია.

თანამედროვე მსოფლიოში ბუნების დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ის თემებია, რაზეც დიდი დრო და ფინანსური რესურსი იხარჯება. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, სოფლის მეურნეობაში და საერთოდ ჩვენს ყოფაში ქიმიამ დიდი ადგილი დაიკავა.

ეკოლოგია და წარმოებული პროდუქტების უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების და ათასგვარი ქიმიური სასუქების შედეგად, დღითი დღე მძიმდება. ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, ბაზარი გაჯერებულია ათასგვარი, ზოგჯერ საეჭვო ხარისხის და წარმოშობის პესტიციდებით. ჩვენი ფერმერების უმეტესობა სიღრმისეულად ვერ ერკვევა და იცავს მათი გამოყენების წესებს. საბოლოო ჯამში ზარალდება თვითონაც და ზიანს აყენებს მომხმარებელს, რომელსაც პესტიციდებით დაბინძურებულ პროდუქტს აწვდის…

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? ამ მეტად საჭირბოროტო თემაზე სასაუბროდ ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავის ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ მოვიწვიეთ ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი ზურაბ ლოლაძე, ვისთანაც ერთად შევეცდებით, ჩვენს მაყურებელს, შეძლებისდაგვარად, ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ.