აგროსიახლეები

აზერბაიჯანი საზღვარგარეთ  მარცვლეულის საწარმოებლად მიწების იჯარით აღების შესაძლებლობას სწავლობს

აზერბაიჯანის ხელისუფლება არ გამორიცხავს საზღვარგარეთ მიწის ნაკვეთების იჯარით აღების შესაძლებლობას, რათა დაიფაროს მარცვლეულზე ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მხრივ წარმოქმნილი დეფიციტი, რომ ქვეყანა მთლიანად ადგილობლივი წარმოების ხორბლით დაკმაყოფილდეს. 

„არ არის გამორიცხული სხვა ქვეყნებში მარცვლეულის მოსაყვანად შესაფერისი მიწის ფართობების დაქირავება, რათა იქ მოწეული მარცვლეული აზერბაიჯანში ჩამოვიტანოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხის მოგვარება“, _ ამის თაობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

13 იანვარი, 2022 წ.