აზერბაიჯანმა გერმანიიდან გვალვაგამძლე ვაზის ჯიშის შემოტანა და გამოცდა დაიწყო
აზერბაიჯანმა ვაზის გვალვაგამძლე ჯიშის, Calardis Blanc-ის შემოტანა და გამოცდა დაიწყო.
ვაზის გვალვაგამძლე ჯიშები ვაზის სელექციის ინსტიტუტ Gailweilerhof-ის (გერმანია) მიერ არის გამოყვანილი.
როგორც აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვუგარ სალიმოვი ამბობს, შეთანხმების ფარგლებში, ამ ჯიშის ყურძნის პირველი ნერგები უკვე გაიგზავნა შამახის რეგიონში, სადაც ექსპერტები შეისწავლიან გვალვიან ნიადაგში ამ ჯიშების შეგუების პირობებს, დაავადებების, მავნებლების, გვალვისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობას.
თუ შედეგები წარმატებული იქნება, Calardis Blanc-ი რეკომენდაციას გაუწევს ფერმერებს თავიანთ მეურნეობებში მათ ფერმებში გასაშენებლად. ეს ჯიში, რომელიც Calardis Musque-სა და Seyve Villard-ის შეჯვარებითაა მიღებული, თეთრ ყურძენს იძლევა, ძლიერ გამძლეა დაავადებების მიმართ და 80%-ით ამცირებს ფუნგიციდების საჭიროებას. გამოიყენება სასუფრო ყურძნად და შამპანური ღვინოების საწარმოებად.
გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოში ნალექების შემცირება და გვალვების ზრდა შეინიშნება, რაც ყველაზე მშრალ წლებში იწვევს მოსავლის 50%-მდე დანაკარგს.
როგორც ვუგარ სალიმოვი აღნიშნავს, ამ მხრივ, აზერბაიჯანელი სპეციალისტები რეზისტენტული ვაზის ჯიშების შემუშავების, ახალი ეფექტიანი სარწყავი სისტემების შესაქმნელად კვლევებს ატარებენ.