აგროსიახლეები

აზერბაიჯანული ქათმის ფეხები ჩინეთში ექსპორტზე გაიგზავნება

ჩინეთმა აზერბაიჯანიდან ქათმის ტერფების იმპორტის ნებართვა გასცა.
როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯან-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმზე, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (AZPROMO) აღმასრულებელმა დირექტორმა, იუსიფ აბდულაევმა განუცხადა.

იუსიფ აბდულაევ განცხადებით, ჩინეთში ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო: „ეს პროცედურები ჩინეთის შესაბამისი ინსტიტუტებისა და საბაჟო სამსახურების მიერ ხორციელდება. ზოგიერთი პროდუქტის, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის, ხორცის პროდუქტებისა და ქათმის ტერფების იმპორტისთვის ნებართვები უკვე მიღებულია“.

ჩინეთში ქათმის ფეხების გატანა საქართველოდანც სურთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები წლებია ჩინეთში პროდუქციის გატანას ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ნებართვას ვერ იღებენ.