დარგებიმებოსტნეობაფერმერი ფერმერს

ბადრიჯანის _ ბუჩქის ფორმირების სამი მრტივი ხერხი

ბადრიჯნის ბუჩქი კარგად რომ განვითარდეს და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს, სხვა აგროტექნიკური ღონისძიებებთან ერთად, საჭიროა მისი სწორად ფორმირება, ზედმეტი ყლორტების და ღეროების შეცლა.
баклажаны

საადრეო ჯიშებს ყლორტების შეცლა არ სჭირდება, საშუალო და გრძელი ვეგეტაციის ჯიშების შემთხვევაში კი ბუჩქიდან ზედმეტი ყლორტების მოცილება აუცილებელია.

იმისთვის რომ მაქსიმალურად უხვი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია შემდეგი მარტივი ოპერაციის ჩატარება:

დაუტოვეთ ბადრიჯნის ბუჩქს 2-3 ღერო

ბადრიჯანს, ისევე როგორც პომიდორს ფოთლის ძირებში უხვად გამოაქვს ახალი ყლორტები, ამიტომ ახალი ამონაყარის მოცილება აუცილებელია. თუ მცენარე დასუსტებულია საჭიროა მას 2-3 ღერო კი არა, ერთი დაუტოვეთ.

2. შეაცალეთ ზედმეტი ფოთლები

პირველ რიგში შეაცალეთ გაყვითლებული ფოთლები, რადგან მათ მცენარისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, შემდეგ ის ფოთლები, რომლებიც ნაყოფს ფარავს, რადგან ამ შემთხვევაში ბადრიჯანი გვიან მწიფდება.

3. შეაცალეთ დაზიანებული ნაყოფი

ნაყოფი თუ დაიგრიხა, გაუჩნდა თეთრი მაგარი ლაქები, ის სასწრაფოდ მოაცილეთ ბუჩქს, რადგან მათ არც გემო ექნება სასურველი და არც ხარისხი, არადა მცენარეს ენერგიას კი გამოაცლის და სხვა ნაყოფის განვითარებასაც შეუშლის ხელს.