დარგებიმებოსტნეობა

ბადრიჯნის გავრცელებული ჯიშები და სახეობები

ბადრიჯანი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მის სამშობლოდ სამხრეთაღმოსავლეთ ინდოეთი ითვლება, საქართველოში  მეთორმეტე საუკუნიდან იხსენიება.

ბადრიჯის თესლი ბრტყელია, მომრგვალო, ღია-ყვითელი ფერის.

ბადრიჯნის ფესვთა სისტემა ნიადაგში ზედაპირულად,  მთავარი ფესვიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში ვრცელდება, ცალკეულმა ფესვებმაი კი ნიადაგში შესაძლოა ერთი მეტრის სიღრმემდეც ჩააღწიოს.

სარეალიზაციოდ, კომერციული მიზნით ბადრიჯნის რამდენიმე სახეობა მოჰყავთ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ფერით, ისე ფორმით.

როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს შავი, ვარდისფერი, იასამნისფერი, თეთრი ფერის ნაყოფები. ნაყოფები ზომით და ფორმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და არსებობს გრძელი, წვრილი, ცილინდრული ფორმის და მინიატურული ზომების ნაყოფები. ასევე არსებობს სხვა ტიპის ბადრიჯანი – შოლარიუმ ინტეგრიფოლიუმ, იაპონური ოქროს კვერცხები, თურქული ნარინჯისფერი ან კვახისებრი, რომელიც, აზიასთან ერთად, აფრიკაშიც იწარმოება. ამ ტიპის ბადრიჯნის ნაყოფები წითელი ან ნარინჯისფერია, როგორც წესი მცირე ზომის.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით ბადრიჯნის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 90-110 დღე, საშუალოსი – 111-120 დღე, საგვიანოების 120 დღეზე მეტი.

განკუთვნილია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში წარმოებისათვის. უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას. აქვს ერთგვაროვანი მუქი-იისფერი ოვალური ფორმის ნაყოფები.

ანეტი F1

ჰიბრიდი გამოირჩევა შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდით (გადარგვიდან მოსავლის აღებამდე 60-70 დღე).

 შარაპოვა F1

ახასიათებს ძლიერი ფესვთა სისტემით და გააჩნია მოსავლიანობის მაღალი პოტენციალი. ნარგაობის რეკომენდებული სიხშირე: 35 000 მცენარე ერთ ჰა-ზე.

ბადრიჯანი“  VIOLETTA LUNGA 2 (LONG PURPLE20”)

ბადრიჯნის პოპულარული ჯიშია. მცენარე იზრდება ჯანსაღი, ძლიერმზარდი, მაღალი სიმაღლე აღწევს 80-90 სმ.,კარგად ადაპტირებადია ნებისმიერ კლიმატსა და ნიადაგში, ნაყოფი საუკეთესო ხარისხის, მუქი შავი ფერის( იისფერი ელფერით), ერთგვაროვანი, სიგრძით 21-22 სმ., სიგანით 6-7 სმ., გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითა და მიმზიდველი საბაზრო შესახედაობით.

 

ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

მაკა ყუბანეიშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ზურაბ ხიდეშელი – ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“