ბათუმში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკონდიტრო საწარმო ,,ბაქლავის სახლი“ გაიხსნა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკონდიტრო საწარმო ,,ბაქლავის სახლი“ დაათვალიერა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.
საკონდიტრო საწარმოში 20-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული, საწარმო აწარმოებს ბაქლავას, ბურმეს და სხვადასხვა სახეობის ტკბილეულს, ტკბილეულით მარაგდება სუპერმარკეტების ქსელი და საკონდიტრო მაღაზიები.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება შეადგენდა 199 800 ლარს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენდა 640 073 ლარს.
პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის ზრდა.
საკონდიტრო საწარმოში ასევე იმყოფებოდნენ, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე.