ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ლურჯი ველი, შპს გეოფრეში, შპს აგრითაჩი და შპს ალფა მიერ წარმოებული პროდუქცია.
გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე კლასტერისა და სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ პლატფორმას. გამოფენას, ყოველწლიურად 70,000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 80 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. FRUITLOGISTICA 2022 7 აპრილს დასრულდა.