აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ბიოგაზის დანადგარის აშენება და ექსპლოატაცია

სამყაროს მრავალ მილიონ პლანეტათა შორის დედამიწა ერთ-ერთი გამორჩეულია. მას ზომიერად ანათებს მზე, ატმოსფეროში ჟანგბადია, ზღვებსა და მდინარეებში კი წყალი. მათი ჰარმონიული შეთანხმებით პლანეტაზე სიცოცხლე დუღს ცოცხალ არსებათა და მცენარეთა წარმოუდგენლად დიდი ნაირსახეობით. მათგან ყველაზე ძლიერი და სამწუხაროდ ბუნებისთვის დიდი ზიანის მომტანი ადამიანია.

შეშის, ნავთობის, გაზის, ატომის ან სხვა სახის ენერგიის მოპოვება იყო და არის ადამიანის მუდმივი საზრუნავი საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო საქმიანობისთვის. იგი სულ უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს ენერგიას, მასიურად ჩეხავს ტყეებს, აბინძურებს წყლებს, აჭუჭყიანებს ჰაერს, დაბნოდ აქცევს ნაყოფიერ მიწებს. ყოველ წელს მატულობს ჰაერის ტემპერატურა, ხშირი და ხანგრძლივი ხდება გვალვები. ჩერნობილის აფეთქებამ სოფლიოს ატომის ენერგიის გამოყენების საშიშროება დაანახა და მკვეთრად შეამცირა მისი გამოყენების პერსპექტივა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად მეცნიერებმა მრავალი ღონისძიება დასახეს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ბიომასის ენერგიის გამოყენებაა. დედამიწაზე ყოველ წელს 200 მლრდ ტონამდე ბიომასა წარმოიქმნება, რომლის ენერგია 10- ჯერ მეტია ვიდრე დღეს მოიხმარება. ეს ენერგია ულეველია სანამ მზე ანათებს და დედამიწაზე სიცოცხლეა.

ბიომასის ენერგია მომავლის ენერგიაა. ის ბიოგაზის დანადგარებში მიიღება ყოველგვარი ბიომასიდან: ცოცხალ არსებათა ექსკრემენტებისგან, მცენარეების, საყოფაცხოვრებო, საწარმოთა ორგანული ნარჩენებიდან, კომუნალური და ფეკალური წყლებიდან. ბიომასის ენერგიის ასათვისებლად ფართო მასშტაბის სამუშაოები ყველა ქვეყანაში ტარდება. განვითარებულ ქვეყნებში რთული, დიდი წარმადობის და შესაბამისად ძვირი დანადგარები გამოიყენება.

განვითარებად ქვეყნებში ძირითადად, მარტივი, სამშენებლო ტიპის დანადგარებია გამოყენებული.

ჩვეულებრივი ბიოგაზის დანადგარი იმდენად მარტივია, რომ მის აგებას სამშენებლო უნარ-ჩვევების მქონე ყოველი ადამიანი მარტივად შეძლებს. ამისთვის ასევე საჭიროა დანადგარში მიმდინარე პროცესების, კონსტრუქციის, მშენებლობის, ექსპლოატაციის და ნარჩენების გამოყენების წესების შესწავლა.

ბიოგაზის დანადგარი ოჯახის შესაძლებლობის და კლიმატური პირობების მიხედვით უნდა იყოს შერჩეული.

კარგად დაპროექტებული და აშენებული დანადგარი 25-30 წელს მუშაობს.

ვრცლად დანადგარის აშენების და ექსპლოატაციის შესახებ, იხილეთ თანდართულ ბმულზე.