ბლის თანამედროვე უხვმოსავლიანი ჯიშები
„გოლდი“
საშუალო ზრდის ხეა, იზრდება 2.5 მეტრამდე,, არ აქვს ფართოდ გაშლილი ტოტები. ისხამს იდეალურად, ყოველი ბუჩქიდან იძლევა 10-12 კგ ნაყოფს.
მწიფდება საკმაოდ ადრე, ივნისის მესამე დეკადაში. აქვს წვნიანი, ხორციანი, 8-10 გრამიანი გემრიელი ნაყოფი. კანი ლალისფერი, მკვრივი და თხელი აქვს. მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით. ხელს უწყობს კუჭის მუშაობას, ებრძვის თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს.
Regina (რეჯინა)
ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი ჯიშია. აქვს დიდი ზომის, წვნიანი, მკვრივი და მიმზიდველი, მოშავო ნაყოფი. სჭირდება დამმტვერიანებლები: Lambert and Starks Gold.
ხე არაა მაღალი, იზრდება 3-4 მეტრი სიმაღლის, აქვს დიდი პირამიდისებრი, კარგად განვითარებული ვარჯი.
ფოთლები ელიფსის ფორმის, წვრილი დაბოლოებით, მწვანე, გლუვი.
ნაყოფი მსხვილი 9-10 გრ, 3.2 სმ დიამეტრით. გულის ფორმის. ნაყოფის კანი ბზინვარე, გლუვი, მუქი წითელი ფერის,ხორციც წითელი. საშუალო ზომის კურკა. აქვს მდიდარი, ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემო. სადეგუსტაციო შეფასება 4,8-5 ქულა. რბილობი მიეკუთვნება ბიგაროს ჯგუფს, რადგან მკრივი და ხრაშუნაა.
ნაყოფს ისხამს დარგვიდან მე-3, მე-4 წელიწადს. სხვა ჯიშებთან შედარებით გვიან ივლისის მესამე დაკადაში მწიფდება. მწიფე ნაყოფი არ სცვივა, რაც ფერმერმა თავის სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს. ერთი ხე იძლევა 40 კილოგრამამდე ნაყოფს. საშუალო მაჩვენებელზე უფრო ყინვაგამძლეა. მცენარე უდანაკარგოდ -25°C უძლებს.
გამძლეა სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისადმი. ნაყოფი უძლებს ხანგრძლივ ტრანპორტირებას. გამოიყენება როგორც საჭმელად, ასევე გადასამუშავებლად.
ნერგების შესაძენად დაუკავშირდით მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. № 140 გ.
ტელ: 577 600 801; 577 600 820; 577 211 771