აგროსიახლეები

ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  16%-ით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა.

თხილი ძირითადად ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზრებზე: იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება – 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა.