ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესვის საორიენტაციო ნორმები პირველი კლასის თესლისათვის და საშუალო მოსავლიანობა
ბოსტნეული კულტურები ბალახოვანი მცენარეებია, რომლებსაც ადამიანების საჭმელად იყენებენ.
ბოსტნეული კულტურები განეკუთვნება 10 ოჯახს:
ჯვაროსნები — კომბოსტო, ჭარხალი, თალგამურა (მიწამხალა), თალგამი, ბოლოკი, თვის ბოლოკი, პირშუშხა, წიწმატი;
ქოლგოსნები — სტაფილო, ოხრახუში, ძირთეთრა, ნიახური, ცერეცო;
გოგრისებრნი — გოგრა, კიტრი, ნესვი, საზამთრო;
ძაღლყურძენასებრნი — პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ფიზალისი;
პარკოსნები — ცერცვი, ბარდა, ლობიო;
შროშანასებრნი — ხახვი, ნიორი, პრასი, ჭლიკვი, ღანძილი, სატაცური;
რთულყვავილოვანნი — სალათა, არდი, ძირშავა, არტიშოკი, ტარხუნა;
ჯიჯლაყასებრნი — ჭარხალი, ისპანახი;
მატიტელასებრნი — რევანდი, მჟაუნა;
მარცვლოვანნი — ტკბილი სიმინდი.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს.
საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები 4 ჯგუფად იყოფა:
ფოთლიანები — კომბოსტო, კამა, ოხრახუში, სალათა, ისპანახი და სხვა;
ნაყოფიანები — კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა;
ძირხვენები — თალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა;
ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად.
ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია.
ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს.
საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.
გთავაზობთ აკადემიკოს ბიძინა კორახაშვილის მიერ შედგენილი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესვის საორიენტაციო ნორმების ცხრილს, სადაც ასევე მოცემულია ცალკეული კულტურების საშუალო მოსავლიანობაც.
იხილეთ ცხრილი:
№ | კულტურის დასახელება | თესლის ან სარგავი მასალის რაოდენობა, კგ/ჰა | საშუალო მოსავალი, ტ/ჰა |
1 | 2 | 3 | 4 |
1 | ბადრიჯანი | 0,6-0,7 | 80-100 |
2 | ბარდა მსხვილთესლიანი
ა) ვიწრო მწკრივებად ბ) ფართო მწკრივებად |
200-250 140-180 |
მწვანე ბარდა 3-4 მომწიფებული 10-12 |
3 | ბარდის სხვა ჯიშები | 130-160 | |
4 | ბოლოკი წითელი (ჩინური)
ა) თვის ბოლოკი |
8-10
13-15 |
40-60
10-12 |
5 | გოგრა
ა) მსხვილთესლიანი ბ) ვიწროთესლიანი |
3-4
2-3 |
30-40 და მეტი
50-70 |
6 | თალგამი | 2-2,5 | 50-70 |
7 | ისპანახი
ა) ფართო მწკრივებად ბ) ვიწრო მწკრივებად |
20-25
30-35 |
15-30 |
8 | ცერეცო | 8-12 | 10-12 |
9 | კომბოსტო თეთრთავიანი:
ა) საადრეო ჯიშები ჩითილის გადარგვით ბ) საშ. საადრეო –“- გ) საგვიანო ჯიშები –“- დ) ყველა ჯიში გრუნტში თესვით |
0,5
0,4 0,3 1,5-2,0 |
20-30 50-60 50-60 60-70 |
10 | ყვავილოვანი კომბოსტო ჩითილით | 0,4 | 20-30 |
11 | კიტრი | 4-5 | 40-50 |
12 | მჟაუნა | 6-7 | 10-15 |
13 | ნესვი | 1,5-3,0 | 50-60 |
14 | ნიახური | 3,0 | 50-60 |
15 | ნიორი
ა) მსხვილკბილა ჯიშები ბ) წვრილკბილა ჯიშები |
1600-2500
700-1200 |
5-8
5-8 |
16 | ოხრახუში
ა) ვიწრო მწკრივებად ბ) ფართო მწკრივებად |
5-6
3-4 |
50-60
50-60 |
17 | პომიდორი, ჩითილების გამოყვანით
ა) საადრეო ბ) საგვიანო |
0,5-0,6 0,3-0,4 |
50-60 50-60 |
18 | პომიდორი უშუალოდ ღია გრუნტში თესვით | 1,5-2,0 | 50-60 |
19 | პრასი
ა) საჩითილედ ბ) გრუნტში თესვით |
4,0 6-8 |
50-60 50-60 |
20 | რეჰანი | 2,0 | 20-30 |
21 | სალათა | 3,0 | 10-15 |
22 |
სატაცური |
3,0 |
პირველ წლებში 2-2,5 ტ. შემდგომში 40-60 ტ. |
23 | სტაფილო
ა) ვიწრო მწკრივებად ბ) ფართო მწკრივებად |
6-8 4,5 |
13-16 60-80 |
24 | საზამთრო
ა) მსხვილთესლიანი ჯიშები ბ) წვრილთესლიანიჯიშები |
3-4 1,5-2,5 |
70-100 80-100 |
25 | ქინძი | 6-8 | 30-40 |
26 | ქონდარი
ა) ჩითილები ბ) გრუნტში თესვით |
0,4 4,0-4,5 |
10-15 |
27 | წიწაკა მწარე ჩითილით | 0,8-1,0 | 8-12 |
28 | წიწაკა ტკბილი(ბულგარული) ჩითილით | 0,8-1,0 | 40-50 |
29 | წიწაკა მწნილისათვის ჩითილით | 0,8-1,0 | 30-40 |
30 | წიწმატი | 7-8 | 10-15 |
31 | ჭარხალი სუფრის | 14-16 | 50-60 |
32 | ხახვი
ა) ფართო მწკრივად თესვა ბ) ვიწრო მწკრივად თესვა გ) კვიჭიჭის მისაღებად დ) კვიჭიჭის დარგა ე) მწვანე ხახვისათვის |
5-6 8-10 50-80 400-500 8-10 |
8-9 20-30 20-30 15-20 მწვანე ხახვი |
33 | ყაბაყი | 2-3 | 70-80 |
34 | პატისონი | 2-3 | 70-80 |
35 | ლობიო მწვანედ | 20 | 15-20 |
36 | კარტოფილი საადრეოდ | 2500-3000 | 15-20 |