აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის აგროწესები

ოხრახუში (Petroselinum  Sa­ti­vum)

ოხრახუში ჯვარედინად დამამტვერიანებელი ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ინვითარებს ფოთლების როზეტს და ძირხვენს, მეორე წელს კი, გამოაქვს საყვავილე ღერო და იძლევა თესლს. იგი არომატული  და სურნელოვანი მცენარეა, რაც გამოწვეულია მასში ოხრახუშის ეთერის ზეთის არსებობით. ოხრახუშის, როგორც ფოთოლი, ისე ძირხვენი, გამოიყენება საჭმელად, მწვანილად, სალათების და ხორციანი კერძების საკმაზად.

ოხრახუშის ჯიშების ორი ჯგუფი არსებობს: ფოთლოვანი და ძირიანი. ჩვენში უფრო გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები. ოხრახუშს აქვს ძალიან წვრილი თესლი, რის გამოც გვიან აღმოცენდება, ამიტომ  ის შემოდგომიდან დაწყებული ადრე გაზაფხულამდე ითესება.

შემოდგომაზე წინამორბედი კულტურების აღებისთანავე საჭიროა მზრალად ხვნა. ხვნის წინ საჭიროა ჰექტარზე 40-60 ტონა საქონლის გადამწვარი ნაკელის ან კომპოსტის შეტანა. მისი უქონლობისას მიზანშეწონილია 1,5-2 ცენტნერი სუპერფოსფატის და 0,6-0,9 ცენტნერი კალიუმის მარილის გაზაფხულზე შეტანა. თესვამდე საჭიროა მზრალის კულტივაცია 20-25 სმ სიღრმეზე, 23 ჯერ დაფარცხვა და შემდეგ სარწყავი კვლების და არხების დაჭრა. ჩათესვის სიღრმე 23 სმ. არ უნდა აღემატებოდეს.

დიდ ფართობებზე ოხრახუში ითესება მწკრივად, მწკრივების 2025 სმ. დაშორებით. შესაძლებელია მისი ზოლებად თესვა. ამ შემთხვევაში ზოლები ერთმანეთისაგან 50 სმ. უნდა დაშორდეს. ოხრახუშის  აღმოცენებამდე  ნიადაგმა ქერქი რომ არ გაიჩინოს და სარეველა მცენარეები არ აღმოცენდნენ, თესვის წინ ოხრახუშის თესლს უნდა შეერიოს 23% რაოდენობით სალათის თესლი. სალათა მალე აღმოცენდება და გვიჩვენებს მწკრივებს, რაც ქერქის დარღვევის და სარეველების მოცილების საშუალებას მოგვცემს. თესლის თესვის ნორმა ჰაზე 68 კგ. ოხრახუშის მოვლა გამოიხატება ნიადაგის გაფხვიერებაში, გამარგვლაგათოხვნაში, გამეჩხრებაში, დამატებით გამოკვებაში და მორწყვაში. მწკრივთა შორისების პირველი გაფხვიერება საჭიროა ოხრახუშის დათესვიდან სამი კვირის შემდეგ. ხოლო პირველი გამეჩხრება დათესვიდან 30 დღის შემდეგ. პირველი გამეჩხრების შემდეგ მცენარეები ერთმანეთს უნდა დაშორდეს 23 სმ. პირველი გამეჩხრებიდან 20-25 დღის შემდეგ ტარდება მეორე კულტივაცია გამეჩხრება 56 სმზე. დამატებითი კვების სახით საჭიროა ორჯერ თხიერი სასუქის შეტანა. პირველი აღმოცენებიდან 34 კვირის შემდეგ,როდესაც მცენარეს 45 ფოთოლი აქვს. მეორე კი პირველი გამოკვებიდან 20-25 დღის შემდეგ.

ოხრახუშის ფოთლოვანი ჯიშების მოსავლის აღება ანუ ფოთლების მოჭრა წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება.

ქინძი (Co­ri­an­d­rum Sa­ti­vum)

ქინძი ფართოდ გავრცელებული ეთერზეთოვანი კულტურაა. მისი თესლიდან გამოხდილი ზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში. ქინძი გამოიყენება როგორც მწვანილი და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე.

ქინძი ერთწლიანი, ყინვაგამძლე მცენარეა, მას შემოდგომაზეც თესავენ  ნაკელით განოყიერებულ, ფხვიერ, სარეველებისაგან სუფთა მსუბუქ ნიადაგებზე.

ნიადაგის მომზადება ქინძისათვის ისეთივეა, რაც — ოხრახუშისათვის. თესვა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება — გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მისი დათესვა შეიძლება, აგრეთვე როგორც შემჭიდროებული კულტურა, მაგალითად: თვის ბოლოკთან ერთად.

ქინძი აღმოცენებას იწყებს მე15 დღეს. მისი თესლი ადრე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ დასათესად უკეთესია 12 წლიანი თესლი. თესლის გაღივების დასაჩქარებლად საჭიროა მისი დასველება 34 დღე, შემდეგ ჰაერზე შეშრობა და თესვა 34 სმ სიღრმეზე. თესვა უმჯობესია მწკრივად 2530 სმ დაშორებით. თესვის ნორმა ჰაზე 57 კგ.

ქინძის მოვლა გამოიხატება სარეველების მოცილებაში, 23 ჯერ გაფხვიერებაგამოხშირვაში და, საჭიროების მიხედვით, მორწყვაში.

ქინძის მოსავლის აღება იწყება, როდესაც მცენარე განივითარებს 45 ნამდვილ ფოთოლს. იჭრება ძირზე ან იკრიფება მარტო ფოთლები.

სათესლე მცენარეები ერთმანეთისაგან 10-15 სმზე უნდა დაცილდეს. თესლი სხვადასხვა დროს შემოდის, ამიტომ მასობრივად დამწიფდება თუ არა, მცენარე ითხრება, იშლება ბრეზენტზე, იბეგვება ხელით ან ილეწება კომბაინით ან სალეწი მანქანით. გამშრალი თესლი იწმინდება ხელით ან პეტკუსით თესლის კონდიციამდე დასაყვანად.

ტარხუნა (Artemisia dra­cun­cu­las L)

მრავალწლიანი სურნელოვანი ბოსტნეულია. ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გამხმარი ღეროფოთლები.

ტარხუნის სუნი და არომატი დამოკიდებულია მასში ტარხუნის ზეთის შემცველობაზე. ნედლ ფოთოლში ზეთი 0.4%ია, გამხმარში კი — 0.8%. ზეთის გარდა ფოთლებში არის A და C  ვიტამინები, ფლავონიდები, ცილები, ცხიმები. ტარხუნის ეთერის ზეთისაგან ტარხუნის ძმარი მზადდება, რომელიც ხორცისა და თევზის საკონსერვო მრეწველობაში გამოიყენება. ტარხუნას გააჩნია სამკურნალო თვისებები: შარდმდენია. მჟავიანობას ნორმაზე აყენებს.

ტარხუნის ღერო ბალახოვანი, გლუვი და სწორმდგომია, აღწევს 60-125 სმ. სიმაღლეს. ყვავილობს ივლისაგვისტოში. თავიდან ყვავილი მოთეთრომოყვითალოა, ხოლო აგვისტოში მოწითალო შეფერილობას ღებულობს. თესლს იშვიათად  იძლევა. ამიტომ ძირითადად ვეგეტატიურად ამრავლებენ. ითესება მარტაპრილში და სექტემბეროქტომბერში. თესლი არის წვრილი, ბრტყელი, მუქი. 1000 ცალი თესლის მასაა 0.3-0.5 გრამი. გადარგვა ხდება მაისში, ხოლო მოსავლის აღება იწყება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

ცნობილია ტარხუნის ორი ჯიში: ფრანგული და რუსული. რომელთა გამრავლება ხდება ბუჩქის დაყოფით ან კალმებით. ბუჩქის დაყოფით გამრავლების დროს ადრე გაზაფხულზე, ან გვიან ზაფხულში ტარხუნის ძირები ნაწილდება ისე, რომ ფესვის თითოეულ ნაწილს თან გაყვეს მომავალი ყლორტის ამოსაღები კვირტი და ირგვება კარგად განოყიერებულ ნიადაგზე მწკრივად, მწკრივთა შორის 25 სმზე, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 15 სმზე.

ტარხუნის გამრავლება ყლორტების დაფესვიანებითაც შეიძლება. იჭრება 15-20 სმ. სიმაღლის ყლორტები, იკვეცება ქვედა ფოთლები 56 სმ. სიმაღლემდე და ირგვება წმინდა ქვიშით, ან ფხვიერი მიწით სავსე ყუთებში და თავსდება კვალსათბურში, ან სხვა თბილ ადგილას. ტარხუნის ყლორტები 10-12 დღეში გამოიღებს ფესვებს, დაიწყებს ზრდას და მუდმივ ადგილზე გადარგავენ ისე, როგორც ბუჩქის დაყოფით გამრავლების დროს.

ერთხელ გაშენებული ტარხუნის პლანტაცია 12-15 წელიწადს ძლებს, მაგრამ 5 წლის შემდეგ ბუჩქები ბერდება, იზრდება სუსტად და საჭიროა მისი განახლება.

რამდენადაც ტარხუნა ერთ ადგილზე 5 წელს ხარობს, აუცილებელია ნიადაგის ღრმა დამუშავება, კულტივაციაფარცხვა, მორწყვა. შემოდგომაზე ხვნის წინ საჭიროა 1 ჰაზე შევიტანოთ 300-400კგ. სუპერფოსფატი, 120-150 კგ. — კალიუმის მარილი, 150-200კგ. — სულფატამონიუმი ან 40-60 ტონა საქონლის გადამწვარი ნაკელი.

ტარხუნის ნარგავის მოვლა

საჭიროების მიხედვით ხორციელდება რიგთაშორის 34 ჯერ გათოხვნაგამარგვლა, მცენარის ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა. ტარხუნის ზრდა  გვიან შემოდგომამდე გრძელდება, ზამთარში მიწისზედა ნაწილი ხმება და გაზაფხულზე ხელახლა ახალ ყლორტებს ამოიყრის.

ტარხუნის მოსავალი სამწვანილედ გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა ავიღოთ, ყლორტები უნდა მოიჭრას, ხოლო სხვა დანიშნულებით იგივე მეთოდით შემოდგომაზე უნდა ავიღოთ.

ისპანახი   (Spinacia oleraciae L)

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ეკუთვნის ნაცარქათამისებრთა ოჯახს. ისპანახის ფოთოლი ფხლად და ზოგჯერ მწვანილადაც გამოიყენება. ის მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, განსაკუთრებით ცილებით, აგრეთვე კალციუმით და რკინით.

ისპანახი გამოირჩევა ყინვაგამძლეობით, სიცივის ამტანობით, ამიტომაც მას შემოდგომით დათესვის შემთხვევაში შეუძლია გამოიზამთროს არა მარტო დაბლობ ზონაში, არამედ მაღალმთიან პირობებში. მისი თესლი ღივდება 23 გრადუს ტემპერატურაზე და 2022 დღეში ვითარდება კარგად განვითარებული ხორციანი მცენარე.

ისპანახი ითესება შემოდგომაზე, ზამთარში, ადრე გაზაფხულზე, გვიან გაზაფხულზე. ზაფხულში ნათესი ისპანახი იძლევა მცირე რაოდენობით ფოთოლს და მალე ყვავის, ამიტომ ამ დროს თესვა არ არის მიზანშეწონილი. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისპანახი შეიძლება რამდენიმე ვადაში დაითესოს. მეტწილად მობნევით ან მწკრივად ითესება. მწკრივთშორის 20 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის 5 სმ. თესლის ჩათესვის სიღრმე 34 სმია. მწკრივად თესვის  დროს ჰექტარზე საჭიროა 30-40 კგ. თესლი, ხოლო მობნევით თესვისას — 40-50 კგ.

ისპანახის ჯიშებიდან ჩვენში გავრცელებულია ხუჭუჭფოთლიანი და გლუვფოთლიანი ფორმები: „ვიქტორია”, „გოდრი”, როსტოვის, ჰოლანდიური. მათი სავეგეტაციო პერიოდი 40-45 დღეა.

ისპანახი სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით გაზაფხულის ნათესი. ამიტომ მოსავალი რაც შეიძლება მალე უნდა ავიღოთ, აყვავებამდე. მოსავლის აღების დროს მცენარე იჭრება ძირში. მოსავალი აუცილებლად მშრალ ამინდში უნდა ავიღოთ.

ნატო კაკაბაძე, სმმ დოქტორი. ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების

ნაციონალური კორდინატორი საქართველოში