ბოცვრის ხორცის წარმოების ტექნოლოგიური რუკა
ბოცვრის ხორცის წარმოების ეს ტექნოლოგიური რუქა შედგენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მებოცვრეობის კოოპერატივ “ახალი გურიანთა”-სთვის გამოსაყენებლად. რუქა ემყარება ამ კოოპერატივის მონიტორინგების მასალებს, მაგრამ იგი გამოადგება ყველა იმ კოოპერატივს ან ფერმერს, ვინც დაინტერესებულია მებოცვრეობით, რადგან კოოპერატივ “ახალ გურიანთაში” ბოცვრის ხორცის წარმოებაში არსებული პრობლემები მეტნაკლებად საერთოა ყველა მებოცვრისთვის.