დარგებივეტერინარიაფერმერი ფერმერს

ბოცვრის მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება)

ბოცვრებში მასტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები), ასევე მექანიკური დაზიანებები და ბაჭიების მიერ სარძევე ჯირკვლების დაკბენა.
კლინიკური ნიშნები

მასტიტი

მასტიტი თავიდან ვლინდება სარძევე ჯირკვლის დაზიანებული წილის გაწითლებითა და შეშუპებით, შემდეგ მისი გამაგრებით.

მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის გამოწველისას გამოიყოფა სქელი რძე ჩირქის მინარევით.

ამ დროს კანქვეშა ქსოვილებსა და სარძევე ჯირკვლებში ხშირად წარმოიქმნება აბსცესები (ჩირქგროვები).

მკურნალობა და პროფილაქტიკა

მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის ნაკბენების, ნაკაწრებისა თუ გამაგრების გარეგანი მკურნალობისთვის იყენებენ ქაფურის, იქთიოლის, თუთიის მალამოების შეზელას 5-10 დღის განმავლობაში, კუნთში შეჰყავთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები, მაგალითად, 15%-იანი ამოქსაცილინი და აინილის საინექციო საშუალებების კომბინაცია.

დავით ბოსტაშვილი,

ვეტერინარიის დოქტორი