ბროილერის ვაქცინაციის სქემა
აღნიშნული ვაქცინაციის სქემა საქართველოს ეპიზოოტიური მდგომარეობის, ფრინველში დაფიქსირებული ინფექციური – ვირუსული დაავადებების მიხედვით არის შედგენილი.
საქართველო ამჟამად მაღალი რისკის ჯგუფშია, რადგან მეზობელ ქვეყნებში. მაგ: აზერბაიჯანში დაფიქსირებულია ნიუკასლის დაავადების მაღალი ვირულენტური შტამები (გენოტიპი VII d – მალაიზია).
გთავაზობთ ფრინველის და ვირუსული დაავადებებისგან დაცვის და ვაქცინაციის ეფექტიან სქემას:
1 დღე ( ინკუბატორი ) – ა) Cevac Vitabron L + ბ) Cevac IBird ( ნიუკასლი, ბრონხიტის კლასიკური შტამის, ლოკალური იმუნიტეტის გამომუშავება და ვარიანტული შტამი) + გ) Vectormune HVT NDV (მარეკისა და ნიუკასლის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინა) – ახალი თაობის, ვექტორული ვაქცინა, რომელიც მიღებულია უახლოესი ტექნოლოგიებით, რომელიც ვაქცინაციის შედეგად მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცირკულირებს სისხლში და განაპირობებს მყარ იმუნიტეტს 72 კვირის განმავლობაში.
+ დ) Transmune IBD ( ინფექციური ბურსიტი ), წარმოადგენს ინფექციური ბურსიტის იმუნოკომპლექსურ ვაქცინას, რომელიც იწყებს მყარი იმუნიტეტის გაიმომუშავებს ზუსტად მაშინ, როდესაც დედისეული ანტისხეულები იწყებენ დაქვეითებას.
ფართო სპექტრის ვაქცინაცია და ადრეული დაცვა (ინკუბატორში ვაქცინაცია არ წარმოადგენს სტრესს წიწილასთვის) .
რევაქცინაცია ფერმაში:
10 დღე – New L ( La Sota – ცოცხალი ნიუკასლი, ხელს უწყობს ადგილობრივ და ჰუმორალურ იმუნიტეტის ფორმირებას).
ვაქცინაციის მეთოდიკა – თვალში ჩაწვეთებით.
14 დღე – Cevac Bron 120 + IBird( H 120 , იმუნიტეტის გაძლიერება, გადაჯვარედინება). ვაქცინაციის მეთოდიკა – თვალში ჩაწვეთებით.
სქემა შეადგინეს ფრანგული კომპანია „სევას“ ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა და ქართული ვეტერინარული კომპანია „ინვეტის“ ვეტერინარულ საკონსულტაციო ჯგუფმა.
დავით სირბილაძე,
ვეტერინარული კომპანია „ინვეტის“
საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
წყარო: invet.ge