ბუნების სანიტარი

1995 წელს 14 მგელი გაუშვეს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში (ჱელლოწსტონე ნარიონალ ჵარკ). ზოოლოგებს და სხვა დამკვირვებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ ეს სვლა მკაფიოდ შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას. 70 წლის განმავლობაში ეს პარკი მგლების გარეშე არსებობდა. ამავდროულად, პარკში ბინადრობს უამრავი ირემი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უკონტროლოდ მრავლდებოდნენ (ადამიანების მიერ ირმების პოპულაციის კონტროლის ყველა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა), რამაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ფლორას.

რა საკვირველია, 14 მგელს არ შეეძლო გაენადგურებინა ყველა ირემი, თუმცა, მათ აიძულეს ირმები ფრთხილად შეერჩიათ საძოვარი ადგილები, შესაბამისად ირმები გაეცალნენ გარკვეულ ტერიტორიებს. ირმებისგან გათავისუფლებულ ადგილებზე გამრავლება დაიწყო სხვადასხვა სახეობის მცენარემ, 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ მოიმატა ხეების რაოდენობამ; ასევე, გაჩნდნენ თახვები, რომლებიც ხით იკვებებიან და აშენებენ ფუღუროებს.

წყალსაცავებში მომრავლდნენ იხვები და თევზები. მგლებმა შეძლეს შეემცირებინათ ტურების რაოდენობა, რაც გახდა კურდღლებისა და თაგვების გაჩენის მიზეზი, ამან კი თავის მხრივ გამოიწვია პარკში ქორების, კვერნების და მელიების გამოჩენა. ასევე გამოჩნდნენ დათვებიც, რომლებიც მგლის საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ.

გამრავლება დაიწყო კენკროვანმა მცენარეებმაც.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო,რომ პარკში მგლების გამრავლების შედეგად  მდინარეების კალაპოტი შეიცვალა, ტბისა და მდინარეების სანაპიროებზე შემცირდა ეროზია. ყოველივე ზემოხსენებულის მიზეზი  ირმებზე  მგლების ზემოქმედება იყო, რადგან ეკოსისტემამ დადებითი ცვლილებები განიცადა (სანაპიროზე გაიზარდა ხეები, ასევე გამრავლდა ბალახიც), შეიცვალა პარკის გეოგრაფიაც. ყოველივე ეს იმ  თოთხმეტი მგლის დამსახურებაა, რომლებიც იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში 22 წელიწადან ბინადრობენ და მრავლდებიან.