დარგებიმემცენარეობასტატიები

ჩაის ინდუსტრის საქართველოში

საქართველო ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, ამ კულტურის გავრცელების 175 წლოვანი ისტორიით.
 საქართველოში ჩაის მცენარის შემოტანის თარიღად 1848 წელი ითვლება. ჩინური ჩაის თესლიდან ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში (ყირიმი, უკრაინა) მიღებული მცენარეები პირველად დაირგო აფხაზეთში-სოხუმში ახლადშექმნილ ბოტანიკურ ბაღში. ამავე პერიოდში ჩაის მცენარე გავრცელდა ზუგდიდში-სამეგრელოს მთავრის დადიანის მამულში და გურიაში ოზურგეთში გორაბერეჟოულის მცენარეთა სააკლიმატიზაციო სადგურში, თავად მიხეილ ერისთავის მამულში. მაშასადამე, იმთავითვე განხორციელდა ჩაის მცენარის ზონალური გავრცელება დასავლეთ საქართევლოს რეგიონებში.

ყველა დასახელებულ გეოგრაფიულ ადგილზე ჩაის მცენარე კარგად განვითარდა.

რსებული ინფორმაციით ზუგდიდის ნარგავები განადგურებულა 1855 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ყირიმის ომის დროს.

სამამულო მეჩაიეობის გარიჟრაჟზე ფასდაუდებელია თავად მიხეილ ერისთავის კეთილშობილური საქმიანობა. 1857 წელს ოზურგეთის სააკლიმატიზაციო სანერგეში (თავად გურიელის ყოფილი მამული), რუსეთთურქეთს შორის საომარი მოქმედებების დროს, განადგურებას გადარჩენილი ჩაის ბუჩქები საკუთარ ბაღში, სოფელ გორაბერეჟოულში (ჩოხატაური) გადაიტანა. მას განზრახული ჰქონდა მსხვილი სუბტროპიკული მეურნეობის შექმნა. ამ მიზნით . ერისთავმა სპეციალურად იმოგზაურა ჩინეთში, სადაც შეძენილი ხელნაწერისრჩევადარიგებებიმიხედვით თავის მამულში, პირველმა საქართველოში, გააშენა ჩაის პლანტაცია და 1861 წელს კუსტარული წესით დაამზადა პირველი ქართული ჩაი. 18611863 წლების მოსავლიდან დამზადებული ჩაის ნიმუშები 1864 წელს წარადგინა პეტერბურგის სასოფლოსამეურნეო გამოფენაზე, 1882 წელს ჩინეთიდან ხანკოუს პროვინციიდან შემოტანილი ჩაის თესლითა და ნერგებით პირველი მცირეკონტურიანი პლანტაციები გაშენდა სოხუმსა და ბათუმში.

პირველი მასშტაბური ჩაის სამრეწველო პლანტაციების გაშენების და ნედლეულის გადამამუშავებელი სათანადოდ აღჭურვილი ფაბრიკების აგების ისტორია 1892-1893 წლებიდან იწყება. პროფესორების ვლადიმირ ტიხომიროვის და ანდრეი კრასნოვის (მოგვიანებით, 1912 წ., ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი) ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციების (1893, 1895 -1896 წ.წ.) მიერ ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, იავიდან და ცეილონიდან შემოტანილი ჩაის თესლით და ნერგებით სამრეწველო პლანტაციები გაშენდა ჩაქვსა და სალიბაურში.

1893 . ჩაქვში დამზადებულმა ჩაის ნიმუშებმა ოქროს მედალი დაიმსახურა თბილისის სასოფლოსამეურნეო გამოფენაზე. 1898 წელს სალიბაურში აიგო და ინგლისიდან ჩამოტანილი ტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვა ჩაის ფაბრიკა. ჩაქვის საუფლისწულო მამულში 1916 წლისთვის ჩაის ფართობმა 550 ჰა შეადგინა. ასე ყალიბდებოდა საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული ჩაის მეურნეობები და კომპანიები. 1914 წელს ამუშავდა ზვანის ჩაის ფაბრიკა. 1921 წლისთვის საქართველოში ჩაის პლანტაციების საერთო ფართობმა 915,5 ჰა შეადგინა. დამზადებული 380 ტონა ნედლეულიდან 88,7 ტონა მზა ჩაი გამომუშავდა (გამოსავლიანობის კოეფიციენტი — 4,2841).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალადობრივი დამხობის შედეგად მოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა ჩაის მეურნეობების სრული ნაციონალოიზაცია. პლანტაციების და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების მფლობელი იყო მხოლოდ სახელმწიფო, გარდა იმ გამონაკლისისა, რომ მოსახლეობა თავის კუთვნილ საკარმიდამო ფართობებში რგავდა ჩაის ბუჩქებს და მოკრეფილ ფოთოლს აბარებდა შედარებით მაღალ ფასებში ჩაის ფაბრიკებს. კერძო ფართობები მთლიანი ჩაის პლანტაციების დაახლოებით 0,05-0,07 %-ს შეადგენდა.

მეჩაიეობის შემდგომი განითარების ამოცანა გადაიჭრა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის, მსხვილი მერნეობების და სამანქანოსატრაქტორო სადგურების შექმნის საფძველზე.

ჩაის მრეწველობის ფორმირების პერიოდიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა შრომატევადი ოპერაციების მექანიზაციის საშუალებების შექმნას, ტექნოლოგიური პროცესების უწყვეტი ქმედების დანადგარებით აღჭურვას და ნაკადური წარმოების სრული ციკლის განხორციელებას, რაც წარმატებით იქნა გადაწყვეტილი. 1995 წლიდან დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი და დღეისათვის საქართველოს ჩაის ინდუსტრიის თითქმის 100% პრივატიზებულია.

აქართველოში ჩაის ვეგეტაციის და კრეფის სეზონი 120-150 დღე გრძელდება.

თამაზ მიქაძე, ტექნიკის აკადემიური დოქტორი,

თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ბახვა დოლიძე, ტექნიკის აკადემიური დოქტორი