ჩამკვდარი ბარტყი, გამომწვევი მიზეზი, კლინიკური ნიშნები, პროფილაქტიკური ღონისძიებები

პრაქტიკოს მეფუტკრეთა გამოცდილებაზე დაყრდნობით განვიხილოთ ზაფხულში მიმდინარე ბარტყის არაგადამდები დაავადება, რომელსაც ჩამკვდარ ბარტყს უწოდებენ.

ქვეყანაში გაძლიერებულია ვაროატოზი. მეფუტკრეები ზაფხულობით ბუდეში ნახულობენ ჭუპრის ან ზრდადასრულებულ სტადიაში მ ყოფ ჩამკვდარ გადაბეჭდილ ბარტყს და ამის მიზეზად ტკიპა ვაროას ბარტყზე პარაზიტულ ზემოქმედებას თვლიან. ასე მიიჩნევენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა გადაბეჭდილი ბარტყის სახურავის გადახსნის შემდეგ უჯრედში ტკიპებს ვერ პოულობენ. ან ამსგავსებენ ბარტყის ინფექციურ დაავადე ბას – ამერიკულ სიდამპლეს. სინამდვილეში კი ბარტყის ჩაკვდომის მიზეზი არც ტკიპა ვაროაა და არც ამერიკული სიდამპლეა.

ზაფხულში ბარტყის დაღუპვის მიზეზი ხშირად ოჯახში ძიძა ფუტკრის დეფიციტი ითვლება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთავარი ღალიანობის დროს შემოტანილი ნექტ რის დაბინავების მიზნით მოღალე ფუტკარი აიძულებს დედა ფუტკარს შეამციროს ან სრულიად შეაწყვეტინოს კვერცხდება. ღალაზე მომუშავე ფიზიოლოგიურად გაცვეთილი ფუტკრის შეცვლა სკაში არსებული ძიძა ფუტკრით ხდება. ხოლო განსაკუთრებით თაფლის წურვის შემდეგ თუ არის ნექტრის სკაში შემოტანის შესაძლებლობა დედა ფუტკარი განაახლებს კვერცხისდებას. რაც, როგორც წესი, საჭიროებს ძიძა ფუტკრის მომსახურებას, რომელთა რაოდენობა ამ პერიოდისათვის ოჯახში თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის გამო ბარტყი სრულყოფილად ვერ ვითარდება. ძიძა ფუტკრის დეფიცი ტის გამო ხშირად გადაბეჭდილი ბარტყი ნორმალურადაა განლაგებული ფიჭაზე, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ გადაბეჭდილი სახურავები გასქელებული და ოდნავ ჩაღუნული აქვთ.

სახურავის გადახსნით უჯრედში ვნახულობთ ჩამკვდარ მოზრდილ ჭიას, ან ჭუპრს, რომლებსაც კარგად აქვთ გამოხატული თავი, თვალები, და დასეგმენტებული თეთრი სხეული, მაგრამ ასანთის ღეროთი შეხებისას ისინი არ რეაგირებენ.

ძიძა ფუტკრის დეფიციტს დროებითი ხასიათი აქვს, ხშირად მეფუტკრისათვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და დედის კვერცხის დების განახლებასთან ერთად ოჯახში მდგომარეობა თანდათანობით სწორდება, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად ფუტკარი ჩამკვდარბარტყიანი ჩარჩოებით შედის დაზამთრებაში. გამოზამთრების შემდეგ კი გაზაფხულზე ფუტკრის აქტიურ მდგომარეობაში გადასვლისა და განახლებული ცხოვრების დაწყებისას ფუტკარი იწყებს მკვდარი, გამომშრალი ბარტყის მასისაგან უჯრედების გამოწმენდას.

ზემოაღნიშნულ კლინიკურ ნიშნებს მეფუტკრეები ამსგავსებენ ბარტყის ამერიკულ სიდამპლეს, რომელსაც ჩამკვდარ ბარტყთან არავითარი საერთო არა აქვს. ამერიკული სიდამპლის დროს გადაბეჭდილი ბარტყის სახურავი ჩაჩხ ვლეტილი უნდა იყოს. ჩამკვდარი ბარტყის შემთხვევაში კი სახურავის გადახსნით ფიჭის უჯრედში ვნახულობთ მხოლოდ თითქმის ზრდადამთავრებულ, ფორმირებულ ბარტყს, რომლის სხეული გახრწნილი არ არის და არც მყრალი სუნი უდის.

ზაფხულში უჯრედში ჩამკვდარი ბარტყის მიზეზი გარდა ძიძა ფუტკრის სიღარიბისა ცხელი ამინდებია. გარემოში მაღალი ტემპერატურის გამო ფუტკარს არ შესწევს ბუდის განიავების უნარი და სკის შიდა ტემპერატურა 34 – 35°C – ზე მაღლა 40°C – ს აღწევს. ამის გამო ფუტკარში იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტიქტი და მუშა ფუტკრის უმეტესი ნაწილი გარეთ გამოდის, საფრენ ფიცარზე მსხლისებურად გუნდის სახით ჩამოეკიდება და შეიძლება დილამდე გარეთ დარჩეს. ამ ხნის განმავლობაში ბუდეში არსებული ბარტყი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და მომსახურების გარეშე დარჩენილი ბარტყი იმაგო სტადიამდე ვერ აღწევს, იხუთება და კვდება. ამ შემთხვევაშიც, ისე როგორც ძიძა ფუტკრის სიღარიბის დროს, ვლინდება ბარტყის სიკვდილიანობისათვის დამახასიათებელი თითქმის ერთნაირი კლინიკური ნიშნები: გადაბეჭდილი ბარტყის სახურავების გასქელება და ჩაღუნვა, მისი გადახსნის არარსებობა, ხოლო მკვდარი გამომშრალი ბარტყისაგან ამოსუფთავებას ფუტკარი ხშირად გაზაფხულამდე ვერ ახერხებს.

აღწერილი მიზეზებით გამოწვეული ბარტყის სიკვდილიანობა ხშირად მეფუტკრის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სიტუაციის დადგენისას, თუ ფიჭაზე ჩამკვდარი ბარტყის რაოდენობა ჭარბობს ჯანმრთელს, ასეთი ჩარჩოები სკიდან უნდა ამოვიღოთ და ბუდეები დავაკომპლექტოთ ჯანსაღი ბარტყიანი ჩარჩოებით.

პროფილაქტიკის მიზნით: ცხელ ამინდებში ბუდეები მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ, კორპუსებს დავადგათ ცარიელი საკუჭნაოები, ძიძა ფუტკრის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად შესაძლებლობის ფარ ლებში ოჯახები დროულად უზრუნველვყოთ ძლიერი ფუტკრის ოჯახების ხარჯზე მწიფე გადაბეჭდილ ბარტყიანი ჩარჩოებით.

წყარო: http://futkara.gweb.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.