აგროსიახლეები

ჩანართი №3 _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL

 ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ (2021 წლის დეკემბერი №111) გთავაზოთ პროექტ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL-ის მხარდაჭერით მომზადებული ოთხგვერდიანი ჩანართის, მესამე გამოშვებას.

 წინა ჩანართში შემოგთავაზეთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ბიზნესოპერატორის რეგისტრაცია, ასევე მნიშვნელოვანი მასალები „რაც-იოლის“ შესახებ, როგორ უნდა შეადგინოს ფერმერმა მერძეული ფურის კვების ნორმა; როგორ უნდა ავაგოთ თანამედროვე სტანდარტებთ მესაქონლეობის ფერმა“ და სხვა. 

ასევე ფერმერებისთვის ძალზე საჭირო და საყურადღებო ინფორმაცია, მეცხოველეობის დარში თბილისის და საქართველოს ათი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებში პროდუქტების ფასების დინამიკა წლევანდელი აგვისტოს და სექტემბრის მონაცემების მიხედვით;

​წინამდებარე ჩანართის მესამე გამოშვებაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობაზე, ამ მეთოდის პოპულარიზებაზე წვრილ და საშუალო ფერმერებში, რადგან ქვეყანაში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ სერვისით თავისუფლად სარგებლობა.

ტრადიციულად გთავაზობოთ ინფორმაცია საქართველოს ათი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრებში მეცხოველეობის ინდუსტრიაში არსებული პროდუქტების საბაზრო ფასების დინამიკა ოქტომბრის მონაცემების მიხედვით. აქვე წაიკითხავთ თუ როგორ დავიცვათ თავი მეცხოველეობაში გავრცელებული ძირითადი ინფექციური დაავადებებისგან. 

 ჩანართი მომზადებულია პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL  ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია  Land O’Lakes Venture37 ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.

გილოცავთ მომავალ, 2022 წელს, გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების შესრულებას!

ჩანართის სანახავად გახსენით ბმული, ან თანდართული ფოტოსურათი: https://drive.google.com/drive/u/2/folders/19Njz9JDIY5NELrsMBns568XYHDCviW9e

 

444444444444444444444444