GECSA – საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი
კლიმატის ცვლილების პირობებში ამინდისა და კლიმატური ინფორმაციის გამოყენება თანამედროვე სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
GECSA წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ფერმერებს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვასა და კლიმატურ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს:
საათობრივ, ყოველდღიურ და სეზონურ ამინდის პროგნოზს;
კლიმატური რისკების შესახებ ინფორმაციას;
ირიგაციის რეკომენდაციებს;
მავნებლებისა და დაავადებების ადრეული გაფრთხილების სისტემას;
კულტურებსა და ლოკაციაზე მორგებულ აგრონომიულ რეკომენდაციებს.
GECSA 2023 წლიდან ფუნქციონირებს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში და ამ ეტაპზე მოიცავს შემდეგ კულტურებს:
ვაზი;
ატამი და ნექტარინი;
ვაშლი;
ხორბალი;
სიმინდი.
პლატფორმის გამოყენება ფერმერებს საშუალებას აძლევს ამინდისა და კლიმატური მონაცემები პრაქტიკულად გამოიყენონ მეურნეობის დაგეგმვისას, დროულად შეაფასონ შესაძლო რისკები და უფრო ეფექტიანად დაგეგმონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.
1 ივლისს, 12:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება GECSA-ს საინფორმაციო ტრენინგი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან პლატფორმის შესაძლებლობებს, ფერმის რეგისტრაციის პროცესსა და მის პრაქტიკულ გამოყენებას.
დასწრების მსურველებს შეუძლიათ წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია:
https://www.facebook.com/share/p/1BLQdmZK7K/

