აგროსიახლეები

ჩინეთმა დიდი ბრიტანეთს, როგორც მდგრადი კარტოფილის მეცნიერების მსოფლიო ცენტრს, ლიდერობას ეცილება

 ბრიტანელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ ჩინელმა კოლეგებმა კარტოფილის _ „მეორე პურის“ მოსავლის წარმოების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
შოტლანდიის ქალაქ დანდიში 10 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს კარტოფილის მოყვანის უდიდეს საველე ღონისძიებაზე, სახელწოდებით Potatoes in Practice, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფო კარტოფილის წარმოების ულტრა პროგრესული ტექნოლოგიების გაუმჯობესებისათვის რბოლაში ჩინეთისათვის ლიდერობის დათმობის დიდი რისკის ქვეშ დგას.

როგორც ჯეიმს ჰატტონის ინსტიტუტის სპეციალისტებმა აღნიშნეს, ასეთი სცენარი სავსებით რეალურია, მეტიც, ბრიტანელი მეცნიერებისთვის სირცხვილი იქნება კარტოფილის მდგრადი განვითარების სფეროში „პალმის რტოს“ ჩინელი კოლეგებისთვის “დათმობა“. და მაინც, რეალობა ის არის, რომ ჩინური კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგიური სამეცნიერო დარგი კარგად მუშაობს.

„როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ჩინეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო კარტოფილის აგრო-სამეცნიერო სფეროს განვითარებაში. ჩინეთის მთავრობამ კარტოფილი სასურსათო უსაფრთხოების კამპანიის ძირითად ელემენტად აქცია, სადაც ქიმიური ნივთიერებებზე უარის თქმა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ისინი, ალბათ, გადაგვასწრებენ“, _ ამბობს ლესლი ტორანსი, ჯეიმს ჰატტონის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა.

ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებამ, რომელიც Potato in Practice ინდუსტრიის ღონისძიებაზე შედგა, დამსწრეთათვის თვალსაჩინო გახადა მანქანის ეფექტიანობა, რომელიც ელექტროენერგიის გამოყენებით ანადგურებს მცენარის ღეროებს და ფოთლებს.

„ქიმიკატები, რასაც ტრადიციულად ვიყენებდით, აღარ არის ნებადართული, რადგან კარტოფილის სექტორი მუდმივად იცვლება და ვითარდება.

ელექტრული მოწყობილობა არის ეფექტიანი ინსტრუმენტი, მცენარის ღეროების აგროქიმიური გამშრობის ალტერნატივაა,” _ ამბობს ევან კალდველი, ჯეიმს ჰატტონის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელი.

ინდუსტრიის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევები მოიცავს კარტოფილის მწარმოებლებისთვის ხარჯების ზრდას და კლიმატის ცვლილებას.

„გლობალური დათბობის გამო უფრო მეტი მავნებელი და დაავადება ჩნდება. მაგალითად, არსებობს ცნობები, რომ კოლორადოს კარტოფილის ხოჭო, რომელიც ადრე დიდ ბრიტანეთში გამქრალ მავნებლად ითვლებოდა, სამხრეთ ინგლისში კვლავ გამოჩნდა.

ჩვენ  პროცესის სამართავად ახალი მეთოდები გვჭირდება “, _ ამბობს ლესლი ტორანსი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კარტოფილის მაღალტექნოლოგიურად მოწეული და დამუშავებული თესლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის – ამ პროდუქტების დიდი ბრიტანეთის ექსპორტის სამ მეოთხედზე მეტი შოტლანდიაში მიდის. თუმცა, მოსავლის პრობლემების გარდა, რჩება პოლიტიკური _ კარტოფილის თესლის მწარმოებლები დიდ ბრიტანეთში, ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შემოსვლას ვეღარ ახერხებენ.