აგროსიახლეები

ჩინეთმა მოსაყვანად ნებადრთული გმო კულტურების ჩამონათვალი გააფართოვა

ჩინეთმა მნიშვნელოვანი გენმოდიფიცირებული და გენეტიკურად რედაქტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა გაფართოვა, რომელთა მოყვანაც ქვეყანაში ამიერიდან ნებადართული იქნება. 
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 17 ახალ გენმოდიფიცირებულ უხვმოსავლიან ჯიშზე  სერტიფიკატები უკვე გაიცა და ისინი ადგილობრივი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ სააგენტო IDK იუწყება.

ეს ნაბიჯი ქვეყნის სტრატეგიის ნაწილია, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ადგილობრივი კულტურების მოსავლიანობა, რათა  შემცირდეს  სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება და გაიზარდოს ეროვნული სასურსათო უსაფრთხოება. 

სამინისტრომ დაამტკიცა გენომეშეცვლილი  კულტურების ხუთი და გენმოდიფიცირებული (გენმოდიფიცირებული) კულტურების 12 სახეობა.

დამტკიცებული გენმოდიფიცირებული კულტურები მოიცავს სოიას ორ სახეობას, ასევე ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის თითო ჯიშს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამტკიცებულ ჯიშები  გამოყვანილია ისეთი ცნობილი კომპანიების მიერ  როგორიცაა პეკინის Dabeinong Feed Group და China National Seed Group, რომელიც Syngenta ჯგუფის შვილობილი კომპანიები არიან.

 ამას გარდა, ჩინეთმა დაუშვა გერმანული კომპანიის BASF-ის მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული სოიას ჯიშის იმპორტი, რომელიც გამძლეა მწერებისა და ჰერბიციდების მიმართ. თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ ჯიშის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევაში გადასამუშავებელ მასალად, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯიშის მოყვანა ჩინეთში ჯერ არ არის მოსალოდნელი.