აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

დაავადების გავლენა მცენარის ზრდაზე

ძლიერი დაავადების დროს მცენარე ნორმალურად ვერ ვითარდება, რადგან ზრდასთან დაკავშირებული პროცესები ირღვევა. ამას გარდა, პათოგენები იწვევენ ცვლილებას ზრდისა და ფორმის ჩამოყალიბების პროცესში. ე.ი. დაავადება იწვევს ზრდის მარეგულირებელი მექანიზმის მოშლას. ეს უკანასკნელი გამოწვეულია გარკვეული ნივთიერებებით, რომლებსაც წარმოქმნის პათოგენი ან ­მცენარე.

მსგავსი ცვლილებები მცენარეში წარმოიქმნება არამარტო სოკო ვანი, ბაქტერული და ვირუსული დაავადების დროს, არამედ მწერების, ნემატოდების გავლენით, ასევე ქიმიური ნივთიერებების მოქმედებით და ჭრილობის საპასუხოდ. მცენარის ზრდის ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს გენერალიზებული ხასიათი, რის შედეგადაც მცენარე შეიძლება იყოს არანორმალურად მაღალი ან ჯუჯა. ზოგიერთი ჟანგაროვანი და გუდაფშუტოვანი დაავადებები, ასევე ზოგიერთი ვირუსები იწვევენ მცენარის მუხლთაშორისების დაგრძელებას და შესაბამისად მცენარის არანორმალურ გაზრდას სიმაღლეში. ზოგიერთი სოკო მაგ. Tilletia contraversa და ზოგიერთი ვირუსი იწვევს ხორბლის ჯუჯიანობას. ვირუსი იწვევს მცენარეში ნივთიერებათა ცვლის მოშლას; ვეგეტატიურ ორგანოებში გროვდება დიდი რაოდენობით ნახშირ წყლები და არაცილოვანი აზოტი, მკვეთრად მცირდება ცილების სინთეზი, რითაც აიხსნება მცენა რის ზრდაში ჩამორჩენა. მუხლთაშორისების გენერალიზებულ დამოკლებას ან დაგრძელებას ხშირად იწვევენ სისტემური პარაზიტები. ამას გარდა მათი მოქმედებით ზრდის სიჩქარე მცირდება.

მცენარის ზრდის ნორმალური პროცესის დარღვევა ვლინდება ცალკეული ორგანოების ჰიპერტროფიაში და ქაჯის ცოცხის, გალების და სიმსივნეების წარმოქმნაში. ჰიპერტოფიას იშვიათად თან ახლავს მეტ­ნაკლებად შესამჩნევი დეფორმაციები, მას ხშირად იწვევენ მაღალსპეციალიზებული პარაზიტები. მაგ. Plasmodiophora brassicae, იწვევს ჯვაროსანი მცენარეების კილას, რომელიც ფართოდ ცნობილი დაავადებაა, რომლის დროსაც ფესვები გაძლიერებული ზრდის გამო მახინჯად იზრდება სიგრძეში.

ზოგიერთი ჟანგა სოკო იწვევს მცენარის ღეროს მნიშვნელოვან ჰიპერტროფიას. მაგ. თავყვითელას ჟანგას გამომწვევი Puccinia lagenophora. ხოლო სოკო – Taphrina deformans – იწვევს ატმის ფოთლების გასქელებას და დეფორმაციას, რაც განპირობებულია მეზოფილის უჯრედების დაყოფისა და ზრდის გაძლიერებით.

ზოგიერთი ვირუსული დაავადებების დროს ფოთლის ძარღვები არათანაბრად სქელდება, რის შედეგადაც ზოგჯერ ჩნდება გამონაზარდები, საიდანაც ხშირად ვითარდება სტრუქტურა, რომელიც მოგვაგონებს წვრილ ფოთლებს. ზოგიერთი დაავადებების შედეგად წარმოიქმნება გალები და სიმსივნეები. ისინი არიან არასწორი, ან მომრგვალო ფორმის და სხვადასხვა ზომის. გალები წარმოიქმნება ქსოვილების სტრუქტურის დარღვევის გამო მის ცალკეულ ნაწილებში, როდესაც ხნიერი ან ახლად ფორმირებული უჯრედები, პარაზიტის მოქმედების შედეგად, კარგავენ კავშირს ერთმანეთს შორის, იზრდება მოცულობაში და ვითარდება დამოუკიდებლად. დასაწყისში ისინი არიან ავტონომიურად და მცენარეში არ იწვევენ დარღვევას, ხოლო შემდეგ გარდაიქმნებიან სიმსივნეებად.

გალები შეიძლება წარმოიქმნას სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების, ან მწერებისა და არაპარაზიტული ფაქტორების მოქმედების შედეგად. სიმსივნური დაავადებებიდან ყველაზე კარგად შესწავლილია ხეხილის და ვაზის ფესვების ბაქტერიული კიბო, რომლის გამომწვევია ბაქტერია – Pseudomonas tumefaciens Stew. მისი მოქმედებით მცენარის ნორმალური უჯრედები სწრაფად იყოფა და იზრდება ზრდის ნივთიერებათა აქტივიზაციის გამო.

კიბო წარმოიქმნება ბაქტერიის მიერ გამოყოფილი სიმსივნური ბუნების ფაქტორის მოქმედებით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს სიმსივნური ბუნების ფაქტორი შეიძლება იყოს სპეციფიკური დეზოქსირიბონუკლეინმჟავა. ამ უკანასკნელის მიმართ უჯრედის მგრძნო ბიარობა მაქსიმუმს აღწევს დაავადებიდან მე­-2 ან მე-­3 დღეს.

ნაკლებადაა ცნობილი სიმსივნური ბუნების ფაქტორის მოქმედების მექანიზმი, თუმცა მის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. ფესვის კიბოს შემთხვევაში პირველადი სიმსივნის ნაწილი სტერილურია; სტერილურია ასევე მცენარეზე პირველადი სიმსივნის ზემოთ წარმოქმნილი მეორადი სიმსივნე. მეორადი სიმსივნის წარმოქმნის მექანიზმი ჯერ­ჯერობით არ არის ცნობილი. სასოფლო­სამეურნეო კულტურების გარდა სიმსივნური დაავადებები გვხვდება ტყის მცენარეულობაზეც (Канчавели, Кешелава, 2010).

ქაჯის ცოცხი ძირითადად გამოწვეულია სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებით. ქაჯის ცოცხი ასევე შეიძლება წარმოიქმნას მწერებისა და ტკიპების მოქმედებით. როგორც წესი, ისინი წარმოიქმნებიან იმ სტრუქტურის სტიმულაციით, რომლებიც საღ მცენარეში რჩება მძინარე ფორმით. ასეთი მძინარე კვირტების გაღვიძების შედეგად წარმოიქმნება არაჩვეულებრივი ყლორტები, ამ ყლორტების ფოთლები ოდნავ დეფორმირებულია და ქლოროტული. ყვავილები ვითარდება იშვიათად.

ჩვეულებრივ, ასეთი ქაჯის ცოცხისათვის დამახასიათებელია მეტ­ნაკლებად ავტონომიური ზრდა. მისთვის დამა ხასიათებელია აგრეთვე ყლორტების ვერტიკალური ზრდა, რითაც განსხვავდება ნორმალური ყლორტებისაგან, რომლებიც ჰორიზონტალურად იზრდება. ზოგიერთი სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებისას, მაგ. პამიდორის Pseudomonas solanacearum­ით დაავადებულ ღეროზე ხშირად ჩნდება მრავალრიცხოვანი დამატებითი ფესვები. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია მცენარის შემცველი ზრდის ნივთიერებების ცვლილებასთან. დამატებითი ფესვები მცენარეს უვითარდება ჭურჭლოვანი ჭკნობის შემთხვევაშიც. ზოგიერთი ვირუსული დაავადებების დროს, პამიდორის ფოთლები გვიმრისმაგვარი ხდება.

შაქრო ყანჩაველი, 

„მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები“