დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე (ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები)
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე, ხოლო ევროპაში მეორეა გერმანიის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთი, რომელსაც 2019 წლის მიხედვით 2.83 ტრილიონი აშშ დოლარი მშპ აქვს, მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. მშპ – ს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თვალსაზრისით(PPP), გადის მეცხრე ადგილზე, 3.04 ტრილიონ დოლარით. იგი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მშპ-სთან შედარებით, 23-ე ადგილზეა, რაც 42.558 აშშ დოლარია.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 1992 წლიდან 2008 წლამდე აღმავლობას განიცდიდა. ამასთან, გლობალური კრიზისის პერიოდში 2008 წლის აპრილიდან მისი ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ეკონომიკა შემცირდა 6% -ით (2008 წლის პირველ კვარტალსა და 2009 წლის მეორე კვარტალს შორის) და საბოლოოდ 5 წელი დასჭირდა, რომ დაბრუნებულიყო წინასწარი რეცესიის დონეს, ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემების თანახმად.
ბრიტანეთს არ ყოლია ერჰარდი და ადენაუერი, მაგრამ მას ჰყავდა სერ უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც საბჭოთა კავშირს „წითელი ჭირი“ უწოდა, აგრეთვე რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი, რომლებმაც დიდწილად განაპირობეს თანამედროვე ბრიტანეთის ეკონომიკური სტრუქტურის სიძლიერე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრიტანეთმა მსოფლიოს მისცა ეკონომიკური სკოლა ადამ სმიტის და დევიდ რიკარდოს სახით, ხოლო გასული საუკუნის 30 იან წლებში ბრტანეთის და არა მხოლოდ ბრიტანულ ეკონომიკურ მიმართულებას განსაზღვრავდა ჯონ მეინარდ კეინსი თანამედროვეობის უდიდესი ეკონომისტი. კეინსიანიზმზე დგას დღესაც ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური მიმართულება იქნება მემარცხენე თუ მემარჯვენე ხასიათის.
1980-იანი წლებიდან მოყოლებული ტეტჩერიზმის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო საწარმოებს პრივატიზაცია. სახელმწიფოს მოქნილმა რეგულირებამ შედეგად მოიტანა ნაციონალური მაკროეკონიმიკური მაჩვენებლების სტაბიულობა, ინფლაციისა და უმუშევრობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები. 2008 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ, უკანასკნელი წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაეცა პროდუქციის წარმოების დონე და ისიც კვარტალურად, ხოლო მშპ-ს ზრდა არ შეჩერებულა ბოლო 4 წელია (უკანასკნელი ორმაცდაათწლეულის მანძილზე ეს თავისებური რეკორდია). შემთხვევგითი არა რის, რომ გირვანქა სტერლინგი ყველაზე მაყარი ვალუტაა აშშ დოლარის მიმართ, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ იმით, რომ ინგლისის ბანკი ინარჩუნებს მაღალ სარეზერვო ნორმას, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპით.
70-იანი წლებიდან ნავთობის მოპოვებამ ჩრდილოეთის ზღვაში არა მარტო შეამცირა ნავთობპროდუქტების იმპორტი, არამედ მოიტანა მნიშვნელოვანი მოგება საგარეო ვაჭრობაში.
ბრიტანეთის ეკონომიკის წამყვანი სექტორია მომსახურების სფერო (მშპ-ს 75%), სადაც წამყვანი მდგომარეობა უჭირავს ფინანსურ სექტორს (მპშ-ს 27%), რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სპეციალიზაციას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში. ლონდონი მსოფლიოს უდიდესი ფინანსური ცენტრი. ბრიტანეთი ახორციელებს მსოფლიო ექსპორტის 10%-ს საბანკო, სადაზღვევო, საბროკერო, საკონულატაციო და კომპიუტერული პროგრამირების მომსახურების სფეროში. გაერთიანებულ სამეფოშია უმნიშვნელოვანესი სასაქონლო და საფონდო ბირჟები: ლონდონის საფონდო ბირჟა, ლონდონის მეტალების ბირჟა, ნავთობის საერთაშორისო ბირჟა.
მომსახურების სექტორის შემდეგ წამყვანი ადგილი უკავია მრეწველობას მშპ-ს 18,6%-ით და დასაქმებული სამუშაო ძალის 16%-ით. მრეწველობას წამყვანი როლი აქვს ექსპორტში – მთლიანი ექსპორტის 85%. გაერთიანებული სამეფოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობაა, ტრანსპორტი და ქიმიკატები. ექსპორტირებული საწარმოო პროდუქციის რაოდენობა 6-ჯერ აღემატება ექსპორტირებული ნედლეულის რაოდენობას.
მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი. ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოს 27 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში. ამ სფეროში დასაქმებულია 2,1 მილიონი კაცი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად დაახლოებით 76 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტოლია.
მრეწველობის უდიდესი დარგია ავტოინდუსტრია. ბრიტანეთში წარმოდგენილები არიან BMW, ფორდი, General Motors, ჰონდა, ნისანი, ტოიოტა. ასევე მცირე სპეციალიზირებული საწარმოები მანქანათმშებნებლობაში და მსოფლიოს წამყვანი საწარმოები სამოქალაქო ავიაციის დარგში. მნიშვნელოვანი დარგებია ელექტრონიკა, აუდიო- და და გადამამუშავებელი მრეწველობა.
გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით, მაღალი მექანიზაციითა და სუბსიდირების მაღალი დონით. მას მეექვსე ადგილი უჭირავს ევროპის კავშირის ქვეყნებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიხედვით. სოფლის მეურნეობაზე მოდის მშპ-ს 1% , თუმცა ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნის ორ მესამედს.
სასოფლო-სამურნეო მიწები (18,5 მლნ ჰექტარი) შეადგენენ სახელმწიფოს ტერიტორიის 77%-ს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მისი მშპ-ს მთავარი სექტორი არ არის, საკვების საჭიროების 60% ქვეყანაში იწარმოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მუშახელის 2% –ზე ნაკლებია დასაქმებული აგრარულ სექტორში.
სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი ისტორიულად უჭირავს მეცხოველეობას, მათ შორის: მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა. ინგლისი მსოფლიოში ცხვრის მატყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია დღესაც. ზღვისპირა ქალაქებში განვითარებულია თევზჭერა, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია მეთევზეობაში.
ქვეყანა ფლობს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის დიდ რესურსებს. ბუნებრივი რესურსების დამუშავებაზე მოდის მშპ-ს 10%. ნავთობის მრეწველობაში მომუშავე British Petrolium ყველაზე მწარმოებლური კომპანიაა ბრიტანეთში და სიდიდით მეორე კომპანიაა ევროპაში.
გიორგი ცუცქირიძე,
საბანკო-საფინანსო ექსპერტი, პროფესორი