ეფექტიანი მიკროორგანიზმები _ M ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში
ცნობილია, რომ საყოველთაო და მასშტაბური ქიმიზაცია ძალზე ძვირი უჯდება სამყაროს: ბუნებაში ირღვევა თვითრეგულაციის უნარი, სუსტდება მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების თვითდამცავი მექანიზმები. დღეს უკვე ცხადია, რომ მინერალური სასუქები მთლიანად ფიტავს ნიადაგს. გამოფიტული ნიადაგიდან კარგი მოსავლის მისაღებად საჭირო ხდება მისი მაკრო და მიკროორგანიზმებით კარგად დაბალანსებული სასუქის შეტანა. ასეთი ბალანსის შესანარჩუნებლად მეტად ძვირი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო. თუმცა, არცთუ დაბალანსებულ კვებას შეუძლია შეავსოს ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა, როგორიცაა ფერმენტები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ა.შ. ანუ ყოველივე ის რასაც ბიოჰუმუსი ეწოდება. ამ სრულყოფილების გარეშე კი არც ნიადაგი და არც მცენარე არ შეიძლება იყოს ჯანმრთელი და უხვმოსავლიანი.
სოფლის მეურნეობაში უკანასკნელი ნახევარსაუკუნოვანი პრობლემის გადასაჭრელად მოწოდებულია ე.წ. “ეფექტიანი მიკროორგანიზმები”, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში M ტექნოლოგიით არის ცნობილი.
ამ ტექნოლოგიას პირველმა იაპონელმა მეცნიერმა ტერუო ხიგამ მიაგნო. მან შექმნა ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმების უაღრესად რთული კომპლექსი, რასაც M ტექნოლოგია, ანუ ეფექტური მიკროორგანიზმები დაარქვა. იგი დღეს ყველგან წარმატებით ინერგება და იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მას ეფექტიანად იყენებენ, განუსაზღვრელად იზრდება..
პრაქტიკამ ცხადყო, რომ M ტექნოლოგიას პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ორგანული სოფლის მეურნეობის აღორძინებაში და დიდი (მსხვილი) გამწმენდი სისტემების მეთოდის მეშვეობით, დაბინძურების პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
სოფლის მეურნეობაში M ტექნოლოგიის დანერგვა მოსახლეობის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო კვების პროდუქტებით მომარაგებისა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმთელობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. დრაც მთავარია, ხელს უწყობს დეგრადირებული და სასარგებლო მიკროორგანიზმებისაგან გაღარიბებული ნიადაგების რეკულტივაციას.
რას წარმოადგენს M ტექნოლოგია? ის ორ ჯგუფად იყოფა, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო საარსებო პირობებს მოითხოვს. ერთია აერობული ჯგუფი, რომელსაც ჟანგბადი სჭირდება, მეორე კი ანაერობული ჯგუფი, რომელზეც ჟანგბადი უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, მათი თანაარსებობა შესაძლებელია, რადგან ერთი მათგანის ცხოველმოქმედების პროდუქტი მეორესთვის კვების წყაროა. სპეციალურად შერჩეული და ლაბორატორიულ პირობებში გამრავლებული მიკროორგანიზმების შემადგენლობაში შედის აქტინომიცეტები, მაფოტოსინთეზებული, რძემჟავა, აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიები, საფუარები, სხივური და ობის სოკოები და ა.შ.
M ტექნოლოგიის ეფექტურობაში ყველაზე იოლად თქვენი მეურნეობის მაგალითზე დარწმუნდებით.
M ტექნოლოგია ნებისმიერი კულტურის მოსავლიანობის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა. მისი სწორად გამოყენებით კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის მოსავლიანობის 2-3-ჯერ გაზრდაა შესაძლებელი. მიკროორგანიზმები ყველაზე კეთილსმყოფელად ბოსტნეულ კულტურებზე მოქმედებს. სააგარაკე ნაკვეთების მფლობელები აღნიშნავენ, რომ კიტრი და პომიდორი იოლად იტანს ტემპერატურის ცვალებადობის და ნაკლებად ავადდება. M ტექნოლოგია ასევე სასარგებლოდ მოქმედებს კენკროვნებზე: ჟოლო, მოცხარი, ქაცვი (შავეკალა). მისი ზემოქმედებით ისინი მეტად უმკლავდებიან დაავადებებსა და უფრო მეტ ნორჩ ყლორტებს ივითარებენ.
მრავალრიცხოვანი გამოხმაურებები მოწმობს, რომ M ხსნარის შესხურებიდან ერთ კვირაში ბოსტნეულის კულტურების გარე მახასიათებლები უმჯობესდება: სიმწვანე მკვეთრი, ხოლო ფოთლები ფართო და ძლიერი ხდება. მცენარეები, საკონტროლო ეგზემპლარებთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდება,.
M პრეპარატით მორწყული გაუფურჩნავი პომიდორი პრაქტიკულად 100%-ით მსხმოიარობს. მათი კრეფა გვიან შემოდგომამდე შეიძლება. ამავე დროს პომიდორი უკეთესი გემოთი გამოირჩევა, ისინი უფრო წვნიანი და ტკბილია. ადრეული ჯიშის კიტრისა და პომიდვრის მოყვანისას პირველი მოსავლის მიღება ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე შეიძლება.
M ტექნოლოგიის გამოყენებით მოყვანილი ბოსტნეულის (განსაკუთრებით ძირხვენები და ბაღჩეული) საუცხოოდ ინახება ზამთარში. მისი გამოყენების პერიოდში პათოგენური მიკროფლორა ნიადაგში მინიმუმამდე მცირდება. მიღებული მოსავალი ჯანსაღია, დიდხანს ინახება, იოლად არ ლპება და ფუჭდება. მაგალითად, ვეგეტაციის პერიოდში M ტექნოლოგიით დამუშავებული კარტოფილი ახალი მოსავლის მიღებამდე მშვენივრად ინახება.
ყაბაყი, პატისონი და გოგრა გაცილებით დიდი იზრდება, ამავე დროს არ კარგავს გემოსა და დიდხანს ინახება.
საუცხოო შედეგები მიიღეს იმ მებოსტნეებმა, რომლებმაც M ტექნოლოგიის სასწაულებრივი თვისებების შესახებ შუაზაფხულში ან სულაც ვეგეტაციის პერიოდის დასრულებისას შეიტყვეს. გასასინჯად სექტემბრის ბოლოს დამუშავებული გახმობამდე მისული მარწყვი გამოცოცხლდა და `მეორე სიცოცხლის~ აშკარა ნიშნები გამოავლინა.
სააგარაკე ნაკვეთზე M ტექნოლოგიის გამოყენების საბოლოო მიზანი ნიადაგის ბუნებრივი მოსავლიანობის აღდგენა, მასში ჰემუსის დაგროვება, გაფხვიერება, გაჰაეროვნებაა. ასეთ შედეგებს, მიწის განოყიერებას ზოგიერთმა ფერმერებმა და მოაგარაკეებმა მ-ის ხსნარის მოხმარების მეორე თვეს მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ეს ხდება მაშინ, როცა ნიადაგის ნაყოფიერი შრე ორგანიკის საკმაო ოდენობას შეიცავს.
მ ტექნოლოგია დადებითად მოქმედებს ყველა სახის მცენარეზე მარცვლეულზე, კენკროვნებზე ხეხილზე და სხვა.
საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მ ტექნოლოგიის გამოყენების რამდენიმეწლიანი გამოცდილება დაგროვდა, რასაც მომდევნო გამოცემებში თანმიმდევრულად მოგაწვდით.
საქართველოშიც მსხვილმა ფერმერებმა დიდ ფართობზე თანდათან დაიწყეს M ტექნოლოგიის პრეპარატის გამოყენება. ყურადღება მინდა გავამახვილო დედოფლის წყაროს შედეგებზე. კერძოდ ფერმერ ზაქარია გოგიგლაშვილის გამოცდილებაზე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ირწმუნა M ტექნოლოგიის შესაძლებლობები და რამდენიმე 100-ჰექტარზე სიმინდის, ხორბლის და მზესუმზირის პლანტაციებზე გამოიყენა ეს ტექნოლოგია, იქ სადაც M ტექნოლოგა გამოიყენა ნიადაგი გახდა სტრუქტუირებული, იკლო სარეველების რაოდენობამ, ნიადაგში გაჩნდა ჭიაყელა და მოსავლიანობამ პირველსავე წელს 15-20%-ით იმატა. ნიადაგის სრული ნაყოფიერების აღდგენას სამი წელიწადი სჭირდება, რაც პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს მოსავლიანობის ზრდაზე და საშუალებას მოგვცემს ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდზე გადავიდეთ.
საქართველოში ჩვენმა სამწლიანმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ M ტექნოლოგიის მოქმედება ჰუმინურ-ორგანული თხევად სასუქ “აგროვიტასთან” ერთად გამოყენების შემთხვევაში საგრძნობლად უმჯობესდება. უკანასკნელი M ორგანიზმებისათვის უნიკალურ საკვებ არეს იძლევა, ისინი ადვილად მრავლდებიან და ნიადაგში ჰუმუსის წარმოქმნას უწყობენ ხელს.
M ტექნოლოგიის კიდევ ერთ, მოაგარაკეებისთვის არანაკლებ საინტერესო თვისების შესახებ გაცნობებთ. საზაფხულო ტუალეტში M პრეპარატის მცირე ოდენობით დამატება ერთ კვირაში აქრობს უსიამოვნო სუნის, ორი სამი თვის შემდეგ კი ყველაფერი გარდაიქმნება კომპოსტად, რომელიც სასუქად გამოიყენება.
M ტექნოლოგიის გამოყენების ეკონომიურ მხარესაც გავეცნოთ:
M უნივერსალური მიკრობიოლოგიური პრეპარატია, რომლის შეძენაც სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. 1 ლიტრი საკმარისია რამდენიმე მეასედი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად.
M ტექნოლოგიის გამოყენების ოთხი ვარიანტი არსებობს.
1) M ტექნოლოგია ძირითადი წყალხსნარის სახით 1:100-დან 1:1000-მდე პროპორციით მიწის და მცენარეთა მოსარწყავად.
2) M – 5 მავნებლებისა და ავადმყოფობებისაგან მცენარეთა დასაცავად.
3) M კომპოსტი-მაღალი მოსავლის მიღების საფუძველი.
4) ფერმენტირებული მცენარეული ნედლეულის M ექსტრაქტი, მცენარეთა კვებისათვის და სარეველებთან საბრძოლველად.
M ტექნოლოგიის ყველა ეს შემადგენლები ნებისმიერი ორგანული ნივთიერებებისაგან იწარმოება. გამოდის, რომ მებაღე-მებოსტნეს შეუძლია თვითონ აწარმოოს თავისი ნაკვეთისათვის ნებისმიერი სასუქი და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები, ამავე დროს რაიმე ქიმიკატების შეძენა საჭირო არ არის.
ჩვეულებრივ სათავსოში, პირდაპირ სამზარეულოში, კვების პროდუქტების ნარჩენებისაგან დამზადებული კომპოსტის ნაირსახეობა, რომელსაც არავითარი უსიამოვნო სუნი არ აქვს, თავისი სასარგებლო თვისებებით აღემატება ნებისმიერ ძვირადღირებულ ბიოჰუმუსს.
თქვენ შეგიძლიათ ამისათვის ბიოჰუმუსი (კომპოსტი) ტონობით დაამზადოთ. ასე რომ, თვითონ იანგარიშეთ.
სერგო უჩავა ტმ დოქტორი;
მიხეილ ოდიშარია, ფიზ-მათ. მეცნ. დოქტორი