აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

მჟავე ნიადაგების ნაყოფიერების გასაუმჯობესებელი ტექნოლოგიები

საქართველოში  მრავალფეროვანი ნიადაგწარმომქმნელი ქანების და კლიმატური   პირობებიდან  გამომდინარე, გეოგრაფიული რაიონების მიხედვით სხვადასხვა ტიპის  ნიადაგებია ჩამოყალიბებული. წითელმიწა და სუბტროპიკული, ეწერი ნიადაგები, არის რეაქციის (PH-ის) დაბალი შემცველობით, მჟავე  რეაქციით გამოირჩევა. გაჯერებულია წყალბად-ონებით, ალუმინისა და რკინის ერთნახევარი ჟანგეულებით. ასეთი ნიადაგები  კულტურული  მცენარეების  უმეტესობის განვითარებისათვის არახელსაყრელია და   ნიადაგის მჟავიანობის შესამცირებლად სჭირდება ქიმიური მელორაცია. სუბტროპიკული  ზონა მაღალი ტემპერატურითა და უხვი  ნალექებით გამოირჩევა, რაც მჟავე არესთან ერთად იწვევს ნიადაგის მინერალიზაციის პროცესების გააქტიურებას, მიკროელემენტების   გამორეცხვას, საკვები ელემენტებით და ჰუმუსით ნიადაგის გაღარიბების. ბოლო  პერიოდში ამას ემატება ნიადაგისადმი არასწორი მიდგომა, რაც იწვევს ეროზიული  ფართობების გაზრდას, მცირდება ნაყოფიერება, კოლხეთის დაბლობის დამშრალი სავარგულების უმეტესობა მეორად ჭაობდება, ირღვევა მცენარეთა განოყიერების  სისტემა.  არ ტარდება ნიადაგების სრულმაშტაბიანი კვლევა, ნიადაგი ძირითადა ნოყიერდება  ცალმხრივად, აზოტოვანი და არასტანდარტული სასუქებით. იგნარირებულია  ორგანული სასუქების, მელიორანტების, ცეოლიტების, მიკკროელემენტების შემცველი რთული კომპლექსური სასუქების გამოყენება.

მჟავე ნიადაგებზე კულტურული მცენარეებიდან მხოლოდ ჩაი და ლურჯი მოცვი   ვითარდება. დღეს ჩაის პლანტაციებით დაფარული ნიადაგების 80% გაუდაბნოებულია, ლურჯი მოცვი კი ახლა იწყებს დამკვიდრებას. ნაჩაიარი ნიადაგები, რომლებიც მჟავე და მწირია, სხვა კულტურების გასაშენებლად ითხოვს მეცნიერული კვლევის საფუძველზე  შემუშავებულ რეკომენდაციებისა და ღონისძიებების გატარებას. ერთ-ერთი ორგანიკასთან ერთად ქიმიური  მელიორაციაა. ქიმიური მელიორანტებიდან აღსანიშნავია დოლომიტი,  დეფეკატი, რომელთა წარმოება ამჟამად შეჩერებულია. ამიტომ ყურადღებას გავამახვილებ  ადგილობრივ მელიორანტებზე, რომლებიც  ფართოდაა გავრცელებული სამეგრელოს  რეგიონებში და ცნობილია ტკილები-მერგეულების სახელწოდებით.  (მოიპოვება წალენჯიხა-ჯგალის, ჩხოროწყუ-თაიას, მარტვილი-თამკონისა და სოფ დღვანის, ზუგდიდი-ჭკადუაშის, სენაკი-ბეთლემის და სხვა მიდამოებში).

ცენტრმა `ანასეულის” მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მერგეულები რბილ ქანებს მიეკუთვნება, უმეტესობას არ სჭირდება დაფქვა და გამოწვა. მათში MgCo3-ის  და MgCo3 3-ის შემცველობა ჯამი 45%-საც კი აღწევს, ეს აგრომადნები CaO-სთან და Mgo-სთან ერთად ფოსფორს, გოგირდს შეიცავს.

კირქვების  ანალიზის  შედეგები

ცხრილი N1

N კირქვების  ადგილ  მდებარეობა CaO  % CaCo3 % MgO% MgCo% CaCo3 +MgCo3
1 მარტვილი _ სოფ. დღვნა 5,0 9,2 2,5 5,2 14,4
2 მარტვილი _ თამაკონი 5,7 10,1 4,3 9,1 19,2
3 წალენჯიხა _ მუხური 15,4 15,15 14,3 30,0 45,15
4 ზუგდიდი _ ჭკადუაში 3,5 6,3 3,5 7,4 13,7
5 სენაკი  _  ბეთლემი 5,7 10,1 7,5 15,8 25,9
6 სენაკი _ კანთი 5,7 10,1 13,8 29,0 39,1
7 სენაკი _ მენჯი  სახარბედიო 3,9 7,0 3,0 6,2 13,2
8 ჩხოროწყუ _ თაია 15,5 28,0 4,6 9,6 27,6
9 სენაკი _ ახუთი 5,4 9,6 3,5 7,4 17,0

მელიორანტის ნორმების დადგენა ხდება გაცვლითი მჟავიანობის შესაბამისად.  საშუალო შესატანი დოზა ჰექტარზე 20-40 ტონამდე მერყეობს. მისი ეფექტიანობა გამოცდილი და დამტკიცებულია ციტრუსებში, ხეხილში ერთწლიან კულტურებში.

მჟავე ნიადაგების გაუმჯობესების ტექნოლოგიათა შორის მნიშვნელოვანია აგრეთვე  ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტის გამოყენება, რომლის შეტანისას ერთდროულად ხდება  ნიადაგის მჟავე არის განეიტრალება და ორგანიკით ნაყოფიერების ამაღლება.

ტორფ-დოლომიტიანი კომპისტის დასამზადებლად გამოიყენება კოლხეთის  დაბლობის ტორფი და დოლომიტის ფქვილი, რომელიც შეიცავს 20% MgO -s da CaO 30% .   იგი ანეიტრალებს ტორფის ჭარბ  მჟავიოანობას, რაც იწვევს ტორფში  მიკრობიოლოგიური   პროცესების  გააქტიურებას   და  აზოტოვანი   შენაერთბის  მცენარისათვის მისაწვდომი ფორმით გადასვლას. კომპოსტის მოსამზადებლად ტორფს   ფენებად ემატება მისი მასის 5% დოლომიტი და ხდება არევა.

ტორფ-კომპოსტიოს შეტანა ხდება ნიადაგის ძირითადი დამუშავების შემოდომა-  ზამთარში 10-20 ტონა ჰა/ზე. დოლომიტის ნაცვლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ზემოთ  გაანალიზებული მერგეულები, ტკილები, გაორმაგებული ნორმით.

ტორფდოლომიტიანი  კომპოსტის

ძირითადი  მაჩვენებლები

ცხრილი #2

N  ძირითადი

მაჩვენებლები

ნორმა შენიშვნა
1  სინესტე% 60-70  
2 ორგანიკა % 60-65  
3  PH 6,5-7,5  
4 MgO% 1,5-2,0  
5   CaO % 5,0-6,0  

მჟავე ნიადაგების მელორაციის, ნაყოფიერების ამაღლების ერთ-ერთ მეთოდს  წარმოადგენს `ცეო-ტორფის” გამოყენება, რომელიც ერთ-ერთი პერსპექტიული  სასუქია, როგორც ერთწლიან ისე მრავალწლიან კულტურებისათვის. `ცეო-ტორფის” დამზადებას საფუძვლად უდევს საქართველოში არსებული   ცეოლიტების დატორფის ინტენსიურად გამოყენება. საქართველოში ინტენსიურად  მიმდინარეობს გამორეცხვის პროცესი, რასაც თან სდევს გრუნტის წყლების  დაჭუჭყიანება, `ცეო-ტორფის” გამოყენებით ამ პროცესის შემცირებასთანაც გვაქვს  საქმე. `ცეო-ტორფის” გამოყენება აკონტროლებს ნიადაგში კალიუმის შემცველობას.

მცენარეებს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვს აზოტი და კალიუმი.  ამიტომ მნიშვნელოვანია კალიუმის რაოდენობის რეგულაცია ნიადაგში, რომ  მცენარე ხანგრძლივად იყოს კალიუმით  უზრუნველყოფილი.

`ცეო-ტორფის” მეორე ძირითადი კომპონენტი ტორფია, რომლის მოპოვება  ხდება დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოთის და  მალთაყვას ტორფის საბადოების ტორფი. `ცეო-ტორფი” მზადდება ტორფისა და  ცეოლიტის შერევით (1:1). ცეოლიტი ქუცმაცდება 2-5მმ-დე. შემდეგ ბუნკერებში  ერთმანეთში ირევა და ფასოვდება. `ცეო-ტორფის” რეცეპტურა შემუშავებულია  ცენტრ `ანასეულში~.

ცეოტორფისფიზიკოქიმიური მაჩვენებლები

N ხარისხ. მაჩვენებლები ნორმა
1 გარეგნული სახე ერთგ.ფხვიერი მასა
2 ფერი შავი
3 სუნი უსუნო
4 სინესტე არაუმეტეს 60%-ისა
5 PH 6,0-6,5
6 ორგანიკა(მას.წილი) არაუმეტეს 25%
7  აზოტი / წილი 0,5-1%
8  კალიუმი/ წილი 0,5-1%
9  ფოსფორი/ წილი 1,5-2%

მიღებული პროდუქციის შემადგენლობა საშუალებას გვაძლევს იგი გამოვიყენოთ სათბურებში, გაზონებზე, სტადიონებზე, ბოსტნეულ კულტურებში,  ვენახში, ხეხილის ბაღებში, ციტრუსის პლანტაციებშიი და სხვა.  მისი  შესატანი  დოზა ერთწლიან კულტურებში ჰექტარზე 10-15 ტონაა, ხოლო   მრავალწლიან  კულტურებში _ 20-25 ტონა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები იწვევს მჟავე ნიადაგების  ნაყოფიერების ამაღლებას, ორგანულ-მინერალური პოტენციალის დეფიციტის  შევსებას, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესებას და ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქციის მიღების ხელშეწყობას. ამასთანავე ყველა სახეობა მზადდება  ადგილობრივი მადნების გამოყენებით, რაც ეკონომიურადაც ძალზე   ხელმისაწვდომია.

სოფ. მეურნეობის  მეცნიერებათა  დოქტორები:

ცენტრ”ანასეულის” დირექტორი   რ.ტაკიძე

დირექტორის მოადგილე  ფ. ჭანუყვაძე