ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამა
„აწარმოე საქართველოში” ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამას განახლებული პირობებით აგრძელებს!
ვინ და როგორ შეძლებს პროგრამაში ჩართვას?
• ექსპორტზე ორიენტირებულფი ან ექსპორტიორი კომპანია, სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში შეძლებს;
• არსებული ბენეფიციარი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, განაცხადის გაკეთებას ხელახლა შეძლებს (ბრენდინგის ქვე-კომპონენტის გარდა);
• სერტიფიცირება/ლიცენზირების ქვე-კომპონენტში ბენეფიციარებს განესაზღვრათ განახლებული, 24-თვიანი ვადა სერტიფიკატის/ლიცენზიის წარმოსადგენად;
• პროგრამის ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა: ყავის გადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ლითონის კონსტრუქციებისა და ელექტრონული კომპონენტების წარმოება.
„აწარმოე საქართველოში” ექსპორტის სტიმულირების პროგრამა ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ექსპორტის მასტიმულირებელი მექნიზმების დანერგვაში შემდეგი კომპონენტებით:
სერტიფიცირება და ლიცენზირება;
ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა;
საერთაშორისო ქსელში შესვლა;
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თემატურ ბმულებზე: