დარგებიმედიასტატიები

ექვსიდან ოთხი ინფარქტი პირდაპირ ამ პროდუქტებს უკავშირდება 

სტატისტიკის მიხედვით დიაბეტი და ონკოლოგიური დაავადებები არ წარმოადგენს ადამიანის სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს, როგორც გულის დაავადებები და ინსულტი.  ბოლო 15 წლის მანძილზე  კარდიოვასკულური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზთა ჩამონათვალში პირველ ათეულშია თითქმის ყველა ქვეყანაში.

 

კარდიოლოგებმა აღმოაჩინეს პირდაპირი დამოკიდებულება გულის შეტევებსა და ყოველდღიურ რაციონს შორის. ის, რასაც ჩვენ ნორმალურ საკვებს ვუწოდებთ, შეიძლება სერიოზული მიზეზი გახდეს დაავადებების. რა შეცდომებს ვუშვებთ და როგორ უნდა გამოსწორდეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში.

არაჯანსაღი რაციონი

ჭარბი რაოდენობით თეთრი პურის გამოყენება ზრდის სისხლში შაქრის დონეს და ორგანიზმში მარილების დაგროვებას. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი ათჯერ ზრდის სიმსუქნის რისკს. გასუფთავებული ხორბლისაგან დამზადებული პროდუქტი თითქმის არ შეიცავს B ვიტამინებს და ბოჭკოებს, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის.

აირჩიეთ ცომეული, რომლებიც დამზადებულია მთელმარცვლოვანი ფქვილისგან და ბურღულისგან.

ახალი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ლობიო და კაკალი ასევე მდიდარია ბოჭკოთი.

 

ტკბილეული, კერძოდ შაქარი უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ აქვეითებს, ეკვრის სისხლძარღვების კედლებს. ტრანს-ცხიმები, რომლებიც ფქვილოვანი ნაწარმის შემადგენლობაში შედის, იწვევს სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების გაჩენას და ათეროსკლეროზს.

საშუალოდ დღიური ნორმაა 30-35 გრ. შაქარი(დაახლოებით 5 ჩ/კ.). შეგიძლიათ ის შეცვალოთ კანფეტით ან პეჩენიით, სასურველია თუ ამ ყველაფრის გარეშე მიირთმევთ ჩაის ან ყავას.

 

ცოტა ახალი ხილი რაციონში და ბევრი დაკონსერვებული. ეს არის მიზეზი ბოჭკოვანი და ორგანული ნაერთების ნაკლებობისა, რომლებიც აუცილებელია სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის.

 

შემწვარი საკვების ჭარბად გამოყენება ყველაზე დიდ ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას. ზეთებს შორის მზესუმზირის ზეთი კიდევ ნაკლებად საშიშია შეწვისთვის. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა უარი ვთქვათ შემწვარ საკვებზე, მოვთუშოთ ან მოვხარშოთ ორთქლზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ქოქოსი, ზეითუნის, მზესუმზირის ზეთები.

დამუშავებული ხორცი – ძეხვის გადაჭარბებული მოხმარება. თანამედროვე ქარხანულ ძეხვში უხვადაა ნიტრიტები, საღებავები, კანცეროგენები, სოიოს გელი და გაჯერებული ცხიმები. მედიცინის ენაზე, ეს არის ონკოლოგიის, ჰიპერტენზიის, გულის შეტევის, ათეროსკლეროზის და სიმსუქნის რისკი.

ძეხვში არაფერია სასარგებლო. ეს არის პროდუქტი, რომელშიც მხოლოდ თანხა იხარჯება. ფრინველი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები გემრიელი და სასარგებლო ცილოვანი პროდუქტებია.

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად  სისხლში ტრიგლიცერიდები იზრდება. შედეგად, ცხიმები ჩნდება სისხლში, რაც ზრდის ათეროსკლეროზის რისკს.

ალკოჰოლი ზრდის ჰიპერტენზიის, არითმიების, გულის უკმარისობის, მოულოდნელი გულის ინფარქტის  ალბათობას.

მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციებს, რომ თავიდან აიცილოთ გულის შეტევები, თვალი ადევნეთ რაციონს, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან. გახსოვდეთ, დადებითი ემოციები ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!

წყარო: popsugar.ge