ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები
ის ხორცის მცენარეული ანალოგია. შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინს, მაკრო და მიკროელემენტს; ლობიო ძალიან უყვართ საქართველოში და მისგან მრავალ კერძს ამზადებენ, მაგრამ ბევრს არ სმენია მისი უამრავი სასარგებლო თვისების შესახებ – ის კურნავს ან ებრძვის მრავალი დაავადებების განვითარებას
ლობიო პარკოსანთა ოჯახის ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. არის 150-ზე მეტ სახეობა. კულტურაშია დაახლოებით 20 სახეობა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა შვიდს აქვს. უფრო გავრცელებული სახეობებია წითელი და თეთრი ლობიო.
ლობიო პარკოსანი კულტურაა. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი.
ადვილად ათვისებადი ცილების რაოდენობით ლობიო თევზთან და ხორცთან დგას ახლოს. ის შეიცავს კაროტინს, უჯრედისს, მჟავებს, ვიტამინებს – В–ჯგუფის, С–ს (ასკორბინის მჟავას), Е, К–სა და РР–ს, დიდი რაოდენობით მაკრო და მიკროელემენტებს: თუთია, რკინა, გოგირდი, ქლორი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი. ასევე მასში არის ლიზინი, არგინინი, ჰისტიდინი, თიროზინი, ტრიპტოფანი.
ყველა სახეობის 100 გრამი ლობიოს კალორიულობაა საშუალოდ 100 კკალორია.
ლობიოს სასარგებლო თვისებები
ლობიო – ეს ხორცის მცენარეული ანალოგია. მისი მოხმარების იდეალური რაოდენობაა 3 ჭიქა კვირაში.
• დიდი რაოდენობით უჯრედისი ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
• ლობიოს გამოყენება საკვებში არ ზრდის მკვეთრად სისხლში შაქრის დონეს, რაც ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება. ხოლო დიაბეტით დაავადებულთათვის განსაკუთრებით კარგია მწვანე ლობიო, ლობიოს პარკში არის არგინინი, რომელიც ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინისმაგვარ მოქმედებას ახდენს და სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
• ლობიოში შემავალი მცენარეული ბოჭკოები, პოლიფენოლები, ფიტოსტერინები და საპონინები ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ეს კი ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარების რისკი მცირდება.
• არის მონაცემები, რომ ლობიო აბრკოლებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
• ლობიო შეიცავს ქოლინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და თავის ტვინის მუშაობას, ასევე მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესებში.
• გოგირდი ლობიოს შემადგენლობაში ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას რევმატიზმის დროს, ორგანიზმს ეხმარება, სწრაფად გაუმკლავდეს ნაწლავულ ინფექციებსა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.
• ასკორბინის მჟავის შემცველობა ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციის მიმართ. С–ვიტამინის რაოდენობით ლობიო უკან იტოვებს ატამს, ქლიავსა და გარგარს.
• ლობიო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას აფერხებს. რაც უფრო მუქი ფერისაა ლობიოს მარცვალი, მით მეტი ანტიოქსიდანტია მასში.
• ლობიოში არის ამინომჟავები – თიროზინი და მეტიონინი, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად.
• ლობიო სასარგებლოა კბილებისთვის – კბილის ქვების წარმოქმნას აბრკოლებს.
• ლობიო უნდა მიიღონ ქალებმა კლიმაქსის დროს. კვერცეტინი და ანტოციანინები ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
• ლობიო ზომიერი ოდენობით უნდა შედიოდეს ორსულის რაციონში. მას შეუძლია ორგანიზმის რკინის მოთხოვნილება დაფაროს, რკინის ნაკლებობა კი, როგორც ცნობილია, ანემიას იწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, ამცირებს შეშუპებას.
• შარდმდენი თვისებების გამო, ის ასევე კარგია თირკმელებში კენჭების წარმოშობის პროფილაქტიკისთვის.
• ლობიო არითმიით დაავადებულების რაციონში შედის.
• ლობიო შეიცავს გოგირდსა და თუთიას, ეს კი აუცილებელია ფრჩხილების, კანისა და თმის სილამაზის შენარჩუნებისთვის.
• ლობიოს შესანიშნავი კოსმეტიკური თვისებები გააჩნია – ის აახალგაზრდავებს კანს და აქრობს ნაოჭებს. ამისთვის ლობიოს მოხარშული მარცვლები გახეხეთ და შეურიეთ მცენარეულ ცხიმსა და ლიმონის წვენს. ლიმონი შეგიძლიათ დროგამოშვებით შეცვალოთ ქაცვით ან თაფლით. კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ქრება მცირე ნაოჭები და თან, შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
ლობიოს გამოყენება არ შეიძლება:
• გასტრიტის დროს მომატებული მჟავიანობით
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას
• ქოლეცისტიტის დროს
• პოდაგრის დროს, რადგან ლობიოში შემავალმა პურინებმა შეიძლება დაავადების გამწვავება გამოიწვიოს
• ფრთხილად უნდა მიიღონ ლობიო მეძუძურმა ქალებმა, რადგან ლობიო შებერილობას იწვევს არა მარტო მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც
• ლობიოზე ალერგია იშვიათად გვხვდება, მაგრამ გამონაყარის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს
რჩევა: არ მიიღოთ ლობიო ნედლი სახით, რადგან ის ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს.
• ის მოხარშვის წინ აუცილებლად ჩაალბეთ ცივ წყალში, რაც არა მარტო დააჩქარებს მომზადების პროცესს, არამედ მოაშორებს ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს. წყალი ლობიოზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. დატოვეთ ლობიო წყალში დაახლოებით 10 საათი. შესაძლებელია წყლის რამდენჯერმე გამოცვლა.
• მოხარშვის წინ წყალი აუცილებლად გამოცვალეთ
• მარილი ლობიოს მოხარშვის მერე დააყარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დარბილდება
• თუ გინდათ, რომ ხარშვისას ლობიო არ დასკდეს, არ მოურიოთ და ასევე არ დაამატოთ ცივი წყალი, დაასხით ადუღებული
• აუცილებლად კარგად მოხარშეთ ლობიო, თორემ გამოიწვევს მუცლის შებერილობას და ასევე შეიძლება, მოიწამლოთ კიდეც
• მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად ხარშვისას ლობიოს დაუმატეთ მცირეოდენი პიტნა ან კამა.
წყარო: sputnik-georgia.com