აგროსიახლეები

ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა

2024 წლის 28 თებერვას, სასტუმრო პარაგრაფში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომლის  ბიუჯეტი  26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, CNFA  ხუთნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყო  სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.  პროგრამამ  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში დასაქმებასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შემოსავლების ზრდაზე, ასევე, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე.

იიუსსაიდი 222222

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ძირითადი რესურსი და ძალისხმევა მიმართა სოფლის მეურნეობის იმ ქვედარგებზე, რომელთა განვითარება ორიენტირებულია ექსპორტის ზრდაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ამ ქვედარგებს შორისაა  კენკრის, ხილის, წვენების, თხილის, ჩაის, მწვანილისა და სუნელების, ღვინის, გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის, ჩირის წარმოება.

პროგრამამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამავე სამინისტროს  სოფლის განვითარების, სურსათისა და ღვინის ეროვნული სააგენტოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „აწარმოე საქართველოში“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და მედია საშუალებები.

მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხისა და გამორჩეული გემური თვისებების მქონე, ცოცხალ თუ გადამუშავებულ ხილ-ბოსტნეულზე, ასევე დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე მზარდი მოთხოვნილების  გათვალისწინებით, ქართველმა მწარმოებლებმა, პროგრამის მხრიდან თანაინვესტირების მეშვეობით, განაახლეს საწარმოები და მოახდინეს მათი მოდერნიზება, გააფართოვეს მეურნეობები და ბაღები, შემოიტანეს  მსოფლიოში აპრობირებული ახალი ჯიშები, გაზარდეს გადამუშავების წარმადობა, მიმართეს რესურსი კვლევებსა და ახალი პროდუქტის დანერგვაზე. ყველა ეს ძალისხმევა განხორციელდა ხარისხის, სურსათის უვნებლობის,

შეფუთვისა და მთლიანობაში წარმოების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

იიუსსაიდი 6655555

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე ზემოთ აღნიშნული სტრატეგიული ინიციატივები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისთვის.  მიღწეული შედეგები დაეხმარება ქვეყანას გადალახოს ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები და თანმიმდევრულად უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობა. 

გაიცა 131 გრანტი, 7.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამაც განაპირობა 20.1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების მოზიდვა; შეიქმნა 6,160 სამუშაო ადგილი; საწარმოების გაყიდვები გაიზარდა 148 მილიონ აშშ დოლარით, მათ შორის, საექსპორტო გაყიდვებმა შეადგინა 56.5 მილიონი აშშ დოლარი; ტექნიკური დახმარება გაეწია მინიმუმ 480 ბენეფიციარს; 1054 სასოფლო-სამეურნეო საწარმომ გააუმჯობესა მართვის პრაქტიკა ან ტექნოლოგიები; 71 საწარმომ დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემები და  მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.

 ღონისძიება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. 

ღონისძიბის გახსნაში მონაწილეობდნენ  და საიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,  რობინ ლ. დანიგანი,  საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტი სილვან როი.

ოთარ შამუგიამ აშშ-ს მთავრობას და USAID-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

იიუსსაიდი 5555555

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ  სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო; დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები; საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

იიუსსაიდი 33333333333pg

„აშშ და საქართველო 32 წელია პარტნიორობენ და ამ პერიოდის განმავლობაში, აშშ- საქართველოსთვის დაახლოებით 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და პროგრამამ გავლენა იქონია ასი ათასი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამის შედეგად, დაახლოებით 150 მლნ-მდე დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იიუსსაიდი 77777

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, CNFA ხუთ ნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროგრამამ ქვეყნის მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ექსპორტის ზრდას.

პროგრამის პარტნიორები იყვნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, სსიპ  „აწარმოე საქართველოში“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და მედია საშუალებები.

 ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და პროგრამის ბენეფიციარი, წარმატებული აგრობიზნესების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

იიუსსაიდი 4444444

USAID საქართველოს შესახებ: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს, დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის პროცესში,  რათა მოხდეს ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ემსახურება: საქართველოს გაძლიერებას, მავნე გარე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით; დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე; და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას, ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

CNFA-ს შესახებ: სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მიმართულია  მდგრადი, წარმოებაზე დაფუძნებული, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ საწარმოებთან,  ფონდებთან, მთავრობებთან და საზოგადოებასთან კონკრეტულ  მოთხოვნებზე მორგებული ადგილობრივი და გლობალური პარტნიორული ურთიერთობების  ჩამოსაყალიბებლად, რათა დაკმაყოფილდეს მსოფლიოს მზარდი მოთხოვნა სურსათზე. დაწყებული 1985 წლიდან, ჩვენ მსოფლიოს 49 ქვეყანაში შევიმუშავეთ და განვახორციელეთ წარმოებაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ბაზარზე წვდომას, აგრობიზნესების კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობის ზრდას და აუმჯობესებს ხელმისაწვდომას სასოფლო-სამეურნეო საშუალებებსა და ფინანსებზე https://www.cnfa.org