გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლის მიზანია: სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების და/ან დანადგარების შეძენა სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
სამიზნე თემები: ატენი, ფლევი, ტვიში და სორი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე თემებში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ჩამოთვლილი ჯგუფებიდან რომელიმეს:
მარტოხელა მშობლები;
მრავალშვილიანი დედები (3, ან მეტი შვილით);
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.
საგრანტო პორგრამის ფარგლებში ფინანსდება:
სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობები და/ან დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მიწის მომზადების/დამუშავების პროცესში (მაგ. დარგვა და გამარგვლა), მოსავლის აღებაში, მოსავლის აღების შემდგომ საქმიანობებში.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა: არაუმეტეს 1500 აშშ დოლარი.
განაცხადის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში (ხაშური, გორი, ონი და ცაგერი) და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში;
ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირებთან და პროექტის რეგიონალურ კოორდინატორებთან;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: shorturl.at/gpzFS