გამოვიდა ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ _ 2021 წლის სექტემბრის ნომერი
თქვენ წინაშეა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2021 წლის სექტემბრის გამოცემა.
დაინტერესებული მკითხველი ჟურნალში წაიკითხავს: ნიადაგი, მარცვალი და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება; როგორ ჩავატაროთ ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე პანდემიის პერიოდში; „თურმარანი“ _ ოაზისი უდაბნოში; მეციტრუსეობის აღორძინება-განახლების პერსპექტივა აჭარის ზღვისპირეთში; მწვანე ეკონომიკა და ჩვენ; საქართველოს მტკნარი წყლის რესურსი; სუბტროპიკული ხილის დაკონსერვება…“; კივის პლანტაციის გაშენება; რამდენიმე მარტივი ხერხი ფუტკრის დასახმარებლად; ყვავილი მტვერი და მისი სასარგებლო თვისებები; მოკლე ცნობები საქართველოში მოშენებული და გადაშენების პირას მდგარი ცხვრის ზოგიერთი ჯიშის შესახებ, ასევ სტატიას ციცარზე და პროფესიონალი აგრონომების და ვეტერინარების პასუხებს რედაქციაში შემოსულ კითხვებზე.
ჟურნალში ასე გაეცნობით სპეციალურ ჩანართს „ჩემი ვეტერინარი“, სადაც წაიკითხავთ: ღორის რეპროდუქციული-რესპრატორული სინდრომი და მისი კონტროლის თანამედროვე სტრატეგია; როგორ განვსაზღვროთ ღორის ცოცხალი წონა განაზომებით; სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა არაგადამდები დაავადებები; მეფუტკრეობაში გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებები….
გამოიწერეთ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!