აგროსიახლეები

„აპიჯეო“ თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს

კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა, 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება.

კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

თაფლის საწარმო 22222222222222

საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია 500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.